06 აგვისტო, 2013
ანი ტყებუჩავა ამ ზაფხულს გათხოვებას აპირებს
ჩემი სადედამთილო ხშირად გვიკეთებს გემრიელ სადილებს და გვეპატიჟება, ამას წინათ სიურპრიზის გაკეთება უნდოდა, ტორტი უნდა დაეხვედრებინა ჩვენთვის და ჩვენ კიდევ ვერ მოვახერხეთ ასვლა დათოსა და ნინას ოჯახი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' ძალიან პოპულარულია. ყოველ შაბათ-კვირას მაყურებელი ეკრანთან გულშემატივრობს სერიალის გმირებს და შეიძლება ითქვას, მათი ცხოვრებით ცხოვრობს. მოგეხსენებათ, ნინას როლის შემრულებელი მსახიობი ანი ტყებუჩავა გახლავთ, რომელიც რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულია და შესაძლოა, ამ ზაფხულს ოჯახიც შექმნას. ანის მისი გმირის ცხოვრებაზე, შეყვარებულზე და სადედამთილოსთან ურთიერთობაზეც კი ვესაუბრეთ.

-
როგორი იყო შენთვის მიმდინარე წელიწადი?

- ძალიან დატვირთული და გიჟური. ხანდახან ვამბობდი, თავი რეალურ შოუში მგონია-მეთქი. ფილმ ''ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის'' შემდეგ მუშაობის ტემპი არ შენელებულა. მართალია, გადაღებების დასრულების შემდეგ თვე-ნახევარი დაგვასვენეს, მაგრამ მერე სერიალი გაფართოვდა, დაგვემატნენ გმირები და სამუშაომაც მოიმატა. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ წინსწრებით ვერ ვიღებდით სერიებს, თორემ სხვა მხრივ არაფერი გაფუჭებულა. ჩვენ კიდევ რა გვაქვს სათქმელი, როცა პროდიუსერები სამსახურში ათენ-აღამებდნენ და თავდაუზოგავად მუშაობდნენ. ბოლო სერია რომ გადავიღეთ, წავედით და სეზონის დამთავრება აღვნიშნეთ, სევდიანები ვემშვიდობებოდით ერთმანეთს.
- როგორც ანი ტყებუჩავას, ნინა მოგწონს?
- კი, როგორ შეიძლება, ნინა არ მოგწონდეს?! შეიძლება, რაღაც კორექტივები შეიტანო მის ხასიათში, მაგრამ ერთიანობაში მგონი, კარგი გოგოა. არ მომწონს დათოსთან შერიგების შემდეგ ულტიმატუმებით რომ ლაპარაკობს, თუ აპატია, მაშინ არაა საჭირო, ამას ყოველ წუთას გაუსვას ხაზი.

Rating

- რეალურად რამდენად ადვილია ანის შემორიგება?
- თინეიჯერობის ასაკში უფრო რთული იყო, ალბათ, იმ ასაკს რადიკალიზმი ახასიათებს. ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანის მდგომარეობაში შევიდე, გავუგო და გავაანალიზო, რა არის ჩემი ბრალი, რატომ მოხდა ასე და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება მაქვს მეგობრებთანაც და პირად ურთიერთობაშიც. ყველანაირი ურთიერთობა ორმხრივია, მეგობრობაც, ცოლქმრობაც, ამიტომ დათმობაც, სიყვარულიც, ემოციების კონტროლიც ორმხრივი უნდა იყოს. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ნინასა და დათოს შერიგების ამბავი. ჩემთვის არასერიოზული იყო მათი შერიგების ეპიზოდი, ალბათ, სცენარისტს – ქეთი დევდარიანს უნდოდა, ნინა ზედაპირულად მოაზროვნე ქალად გამოეყვანა და ამიტომაც განვითარდა მოვლენები ასე.
- სერიალში თქვენს ჩაცმულობაზე ვინ ზრუნავს?
- ყველა გმირის ჩაცმულობასა და ვიზუალზე ზრუნავს ჩვენი კოსტიუმების მხატვარი თამუნა ხიზანიშვილი, ოღონდ, მსახიობებთან ათანხმებს დეტალებს, რათა კომფორტულად იგრძნონ თავი, მსმენია კრიტიკა
ნინას ჩაცმულობაზე, მაგრამ მე მომწონს მისი იმიჯი. რეალურ ცხოვრებაში მე ასე არასდროს მაცვია. ყოველდღიურობაში შარვლებს, უმეტესად ჯინსს ვატარებ, სერიალში კი კაბის ჩაცმის ყველანაირი რეკორდი მოვხსენი, ალბათ სერიალის დასრულების შემდეგ ძალიან დიდხანს არ ჩავიცვამ კაბას (იღიმის). სხვათა შორის, ქუჩაში ხალხი ხშირად გაკვირვებით მეუბნება, რა პატარა ყოფილხარ, არადა ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ასაკით დიდს ჰგავხარო, ალბათ ნინას იმიჯის დამსახურებაა ეს, სიმართლე გითხრა, არ მგონია, ისეთი დიდი განსხვავება იყოს ანასა და ნინას შორის, რომ აღნიშვნად ღირდეს.- როგორც გვითხარი, ძალიან გადატვირთული იყავი, პირადი ცხოვრებისთვის დროს პოულობდი? ხშირად შეყვარებულები სწორედ მოუცლელობის გამო კამათობენ.
- ჩვენ ამის გამო არ გვიკამათია, მაგრამ შინაგანი დანაშაულის გრძნობა გეუფლება ამ დროს ადამიანს. გვიან ამთავრებ მუშაობას, ის გელოდება, თუმცა შენი დაღლილობის გამო იმ მომენტში შეიძლება, შენგან შედარებით ნაკლები სიყვარული მიიღოს, რაც კარგი არ არის. მიუხედავად ამისა, არ მჯერა, როცა ამბობენ, ისეთი დაკავებული ვარ, საყვარელ ადამიანს ვერ ვნახულობო. მასაც თავისი მილიონი გეგმა და საქმე აქვს, მაგრამ ორ დღეში ერთხელ მაინც ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას.
- როგორც ვიცი, მალე ოჯახის შექმნას აპირებთ...
- ნამდვილი სიყვარულის დაგვირგვინება ოჯახია, როცა აღარ გინდა მის გარეშე ყოფნა, სახლში წასვლა, მიდიხარ იმ აზრამდე, რომ ერთად უნდა იცხოვროთ. ამ შემთხვევაში კი, რა დროსაც უნდა დაასრულო მუშაობა, სახლში მიხვალ და ნა-ხავ საყვარელ ადამიანს, ეს ყველაფერი უკვე შენ გჭირდება, რომ უკეთესად იყო. დაოჯახების სურვილი გვაქვს, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ ვიცით, იმედი მაქვს, ამ თავისუფალ დროს ჭკვიანურად გამოვიყენებთ.
- ანუ, ამ ზაფხულს ოჯახის შექმნას გეგმავთ?
- ვნახოთ, ალბათ, კი, ზუსტად არ ვიცი (იღიმის).
- შენს რჩეულს რამდენად მოსწონს ნინა, როგორც ცოლი?
- მგონი ნაკლებად, ისევე როგორც მე არ მომწონს დათოსნაირი ქმრები.
- რა არ მოგწონს?
- არ მომწონს ღვინოსა და ფეხბურთზე გადარეული მამაკაცები. რატომ არის კარგი ქმარი დათო, რადგან ნინას დაქა-ლებს სახლიდან არ ყრის? დათო ერთი შეხედვით ვითომ ძალიან უპრობლემო კაცია, მაგრამ თურმე ღალატი სცოდნია. მე ჩემს ახლობელს არ ვურჩევდი, რომ მისნაირ კაცს ცოლად გაჰყვეს.
- ე.ი. შენი რჩეული დათოსგან სრულიად განსხვავებულია?
- კი, ძალიან განსხვავებულია, არ არის სასმელსა და ფეხბურთზე გადარეული.
Reiting
- ნინას საკმაოდ რთული დედამთილი ჰყავს, თუ იცნობ შენს სადედამთილოს და როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან?
- ძალიან კარგი, რადგან ჩემი შეყვარებულის დედა ძალიან საინტერესო ადამიანია. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს და გვსიამოვნებს ურთიერთობა, უამრავი თვისება აქვს, რის გამოც შეიძლება, როგორც ქალს, დედას პატივი სცე. დედამთილის კი არა, შეიძლება შენი მშობლების, ძმის რამე არ მოგწონდეს, მაგრამ ეს საგანგაშო არაა, თუ ერთად ცხოვრობთ, შეიძლება, პრობლემა შეგექმნას, თუმცა, არც ერთი არ ვიბრძვით პირველობისთვის. მისი შვილის ცხოვრებაში მე ჩემი ადგილი მაქვს, მას – თავისი, ბედნიერები ვიქნებით, რადგან ჩემმა შეყვარებულმა ზუსტად იცის, როგორ გაანაწილოს პატივისცემა, ყურადღება და სიყვარული.
ჩემი სადედამთილო ხშირად გვიკეთებს გემრიელ სადილებს და გვეპატიჟება, ამას წინათ სიურპრიზის გაკეთება უნდოდა, ტორტი უნდა დაეხვედრებინა ჩვენთვის და ჩვენ კიდევ ვერ მოვახერხეთ ასვლა, რადგან მოუცლელები და უზნეოები აღმოვჩნდით.
- შენი შეყვარებული რას საქმიანობს?
- რეჟისორია, სხვადასხვა პროექტშია დაკავებული, რეკლამებსაც იღებს.
- რადგან მისი საქმიანობა შენს სფეროსთან ახლოსაა, ალბათ რჩევებსაც გაძლევს...
- რა თქმა უნდა, ორივე ვაძლევთ ერთმანეთს რჩევებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მე უფრო ვტკენ ხოლმე გულს, ვიდრე ის მე. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მირჩევნია, ჩემგან ეწყინოს და საქმე კარგად გააკეთოს, ვიდრე შეცდომა დაუშვას, იმ მომენტში ვერ გააანალიზოს და მერე ინანოს.
- ალბათ დასასვენებლად ერთად აპირებთ წასვლას...
- ალბათ კი. მე მოვრჩი გადაღებას, მაგრამ მას არ დაუმთავრებია საქმე, დაასრულებს და მერე დავალაგებთ გეგმებს. ზუსტად ვიცი, რომ საქართველოს რამდენიმე კურორტს ვეწვევი, მაგრამ საზღვარგარეთაც მინდა წასვლა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
პრიმა
ლელას,შენ ალბათ სილამაზის კუნწულა ხარ... რატომ უნდა იყო ადამიანი ასეთი სულმოკლე და რატომ უნდა აკრიტიკო სხვა, ტუმცა ეს ქართველების თვისებაა...
19:52 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანას
ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს,
19:45 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ძალიან მომწონს ნინა იგივე ანი ტყებუჩავა სერიალში მისი შვილებიც და მისი დაქალებიც ნუ ძაან კეთილი და კარგი გოგოააა
18:42 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ბოღმიანების საყურადღებოდ,მართალია არ მოგწონთ მაგრამ თქვენ ინტერნეტთან და სერიალებთან კლავთ დროს და ამ გოგოს კარიერაც აქვს მოწყობილი და პირად ცხოვრებაშიც კარგად გრძნობს თავს ეგ გიკლავთ თქვენ გულებს მოცლილო უსაქმურებო... ძალიან პოზიტიური გოგოა...შხამს იმიტო აფრქვევთ რომ თქვენ უკეთესი გარეგნობის ხართ და სახლში ზიხართ???????? გულებში და სულში ჩაიხედეთ მანდ არ უნდა იყო ბოროტი,თორე ფიზიკურობა რა სალაპარაკო თემაა...
14:46 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
კარგი გოგოა , ვისაც არ მოგწონთ ნუ უყურებთ და ნურც კითხულობთ რაა
15:54 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS