09 სექტემბერი, 2015
როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში მამულიჩას გათავისუფლებას : '' უბრალოდ შერჩევით სამართალზე ვღიზიანდებით''
პროდიუსერ კახი მამულაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელში.

''მამულიჩას გამოსვლამ განსაკუთრებულად გამახარა ამხანაგებო!...თქვენ'', წერს ნოე სულაბერიძე

''კახი, ყველაფერი კარგად იქნება'', ეკა ხოფერია.

''მიყვარხარ'': ნანკა კალატოზიშვილი.

თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს რომ პროდიუსერის გათავისუფლება სხვა არაფერია თუ არა შერჩევითი სამართალი.

''დღევანდელ მამულიჩას გამოშვების თემაზე აჟიოტაჟს მინდა გამოვეხმაურო. მეც ძალიან გავბრაზდი. იმიტომ არა რომ კონკრეტულად ამ პიროვნების ციხეში ჯდომა მინდა, არც ვიცნობ და არც ვიცი, რას მოღვაწეობს პროდუსერობის გარდა (რა ჩემი საქმეა), უბრალოდ შერჩევით
სამართალზე ვღიზიანდებით, რაც ბუნებრივია. მაინც გრძლად გამომდის, ვატყობ და მინდა, ჩემი აზრი მოგახსენოთ რასთან გვაქვს საქმე. თუ ვცდები, შემისწორეთ.

მოკლედ ყველას აზრი მაინტერესებს. დავიწყოთ იქიდან, რომ (დღევანდელი გინების ადრესატი) ხელისუფლება კი არა, არამედ სასამართლო წყვეტს მაგ ამბავს, ის სასამართლო, რომელიც დღემდე გატენილია ნაციონალების კადრებით. თუ დემოკრატიის გზას ვადგავართ პარალელურად პოლიტიკური ნიშნით ვერ გაუშვებ ადამიანებს სამსახურებიდან.

მოგიბრუნდებიან და გეტყვიან - არაფერს ვაშავებ, პროფესიონალი ვარ ... რატო მიშვებ სახლში, ნაციონალი რომ ვარ? და ატყდება ამბავი. არადა "საბოტაჟნიკობენ კანონის ფარგლებში".

დღეს პროკურატურამ დაკავების მოთხოვნით მიმართა მოსამართლეს, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და გირაოთი გამოუშვა მამულიჩა. მგონი. უკვე ხვდებით რაშია საქმე...

ამ მოსამართლეს ვერ შეედავები, თავის უფლებაა დააკმაყოფილოს, ან არ დააკმაყოფილოს სარჩელი. არსად გარბისო, პასპორტი ჩამოართვეს და ა.შ, მოკლედ არგუმენტირებულად დაასაბუთებს თავის გადაწყვეტილების მიზეზებს...

საბოლოო განაჩენი 23 სექტემბერს ალბათ საპროცესო გარიგება იქნება და მაგით დამთავრდება ეს კონკრეტული ამბავი. მოკლედ ჩიხია... სასამართლო სისტემა კი შეიცვალა უკეთესობისკენ 0,001 გამამართლებელი განაჩენი გამოქონდა მიშას ჯიბის სასამართლოს, მაგრამ გასაწმენდია.

დემოკრატია და კადრების წმენდა კიდე პოლიტიკური ნიშნით შეუთავსებელი ამბავია, არადა ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, რაც ამ პირობებში ასევე ძალიან ძნელია''..., წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი, მის აზრს ბევრი იზიარებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ზურა
სახელმწიფოა ოღონდ ერთეულებისთვის
21:39 / 09-09-2015
გამოხმაურება / 0 /
კიმა
არა რა, ეს ხომ სახელმწიფო არ არის, მითუმეტეს სასამართლო!!!
18:26 / 09-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS