01 აგვისტო, 2013
ვისთან ერთად აპირებს დასასვენებლად გაპარვას ანი გიუნტერი
უკვე ეჭვი მეპარება იმაში, კიდევ შევძლებ თუ არა სანაპიროზე დაწოლას და გარუჯვას, რადგან ამჟამად მანქანშიც კი უკანა სავარძელზე, შუა ადგილას ვჯდები, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მომხვდეს მზე ''რუსთავი 2'' -ის დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ანი გიუნტერი ძალიან ხიფათიანი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ცდილობს იფრთხილოს, თავსატეხი მაინც არ ელევა. ცხენიდან მისი გადმოვარდნა თითქმის მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა, ცოტა ხნის წინ კოჭში ისე მოირტყა ჩემოდანი, ფეხის თაბაშირში ჩასმა დასჭირდა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ თავგადასავლებისა, რაც
ანის გადახდენია. თავს, ჩვენი რესპონდენტი მსგავს ამბებზე ვრცლად ინტერვიუში გვიამბობს და თან საზაფხულო გეგმებსაც გაგვიმხელს.

- ველოდები ივლისის ბოლოს, რომ გავშალო ფრთები და წავიდე დასასვენებლად. აუცილებლად მინდა ჩემს ქმართან ერთად საქართველოს ფარგლებს გარეთ გამგზავრება. ვისვენებ იქ, სადაც შედარებით ნაკლებ ნაცნობ სახეებს ვხედავ და სადაც შედარებით განსხვავებული სიტუაციაა, მომწონს ის ადგილები, რომლებიც ძილის იმიტაციას მიქმნის, რადგან მონატრებული ვარ ძილს. მინდა, ცოტა ხანს ბავშვების გარეშე დავისვენო, რადგან მერე ერთი თვე მათთან ერთად მომიწევს ყოფნა, ეს კი დასვენება არ არის. ისე, ამ ბოლო დროს მზეს ვეღარ ვიტან, მზეზე ყოველი გასვლა თავის ტკივილით მთავრდება... ახლა ველოდები ანალიზის პასუხს, რომელიც დაადგენს, რამდენად ცუდად მოქმედებს ჩემზე მზის სხივები. უკვე ეჭვი მეპარება იმაში, კიდევ შევძლებ თუ არა სანაპიროზე დაწოლას და გარუჯვას, რადგან ამჟამად მანქანშიც კი უკანა სავარძელზე, შუა ადგილას ვჯდები, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მომხვდეს მზე.
Rating
არადა, ზღვაზე დასვენება ძალიან მიყვარს, ადრე შემეძლო, საათობით ვწოლილიყავი პლაჟზე. რაც უფრო დიდხანს ვიყავი მზეზე, მისგან უფრო მეტ ძალასა და ენერგიას ვიღებდი, ახლა კი მოღრუბლულ ამინდში მომიწევს გარუჯვა. არადა, ადრე პლაჟზე საათობით ვიწექი, დამცავი კრემი სხეულის ყველა ნაწილისთვის ყოველთვის თან მქონდა, ჯერ ძლიერის წასმას ვიწყებდი, შემდეგ ვასუსტებდი და ნელ-ნელა ვირუჯებოდი. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი კუს ტბაზე ვიყავით, მახსოვს, გადამიგდო დამცავი კრემი, ეს არ გჭირდებაო და ის იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა კანი დამეწვა და გამიჩნდა ხალები, არადა დაბადებიდან მხოლოდ ერთი ხალი მქონდა ფეხის თითზე, ეს იყო ნიშანი, რომლითაც დაკარგვის შემთხვევაში ჩემი პოვნა შესაძლებელი იქნებოდა (იცინის).
- ალბათ ბავშვობაში გქონდათ ამოჩემებული ადგილი, სადაც დასასვენებლად ხშირად დადიოდით...
- კი, ასეთი იყო სიონი, სადაც პირველად ორი თვის ჩამიყვანეს და მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ, 2008 წელს, ომის პერიოდშიც კი იქ ვიყავით, არ გვქონდა შუქი და პირობები, მაგრამ სიონს არ ვუღალატეთ. ძალიან კარგი იქნება, თუ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ამ ადგილს, რადგან მართლაც კარგი შერწყმაა მთის ჰაერისა და იმ წყალსაცავის, რომელიც იქ მდებარეობს. ადამიანს საშუალება გეძლევა, დაისვენო სიგრილეში, მთის ჰაერზე და იმავდროულად გაგრილდე. შარშან საღამოს რვა საათზე მიმყავდა ბავშვები წყალსაცავში საცურაოდ, ყველას გიჟი ვეგონე, რადგან ამ დროს წყალი საკმა 
ოდ ცივია, ტემპერატურა გავზომე და 21 გრადუსი იყო, სამაგიეროდ, გაკაჟდნენ.
Rating
- გამოდის, რომ ბავშვებს ცივ წყალში აცურავებდი...
- კი, მე ისედაც საკმაოდ გრილ წყალში ვაბანავებ ბავშვებს, მაქსიმუმი 28 გრადუსია. მე ცხელი შხაპი კი მიყვარს, მაგრამ არ მინდა, ჩემი შვილები მცივანები იყვნენ და ვცდილობ, ხელი შევუწყო მათ ჯანსაღად აღზრდას, რასაც მიაჩვევ, იმას მიეჩვევიან, მაგრამ ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ და არც ვაკეთებ, თავად ბავშვები მაძლევენ ამის საშუალებას. ბავშვს ის არ უნდა გაუკეთო, რაც არ სიამოვნებს, ჩემი შვილებისთვის გრილ წყალში ბანაობა ცხოვრების სტილია და არა გაკაჟების ხერხი.
- ანი, რამდენადაც ვიცი, ხიფათიანი ხარ, პირდაპირ ეთერში ერთხელ ცხენიდანაც კი გადმოვარდი...
- კიდევ ბევრი რამ გადამხდენია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ისედაც. ერთხელ იოგას ცენტრიდან მქონდა ჩართვა, არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ თვალი დავიწვი, თუმცა ჩართვასა და ჩართვას შორის მოვასწარი საავადმყოფოში მისვლა და გამორეცხვა, ამის შემდეგ ახლო კადრით აღარ ვუჩვენებივარ, თორემ თვალი საკმაოდ დაზიანებული მქონდა. ხიფათიანი კი ვარ, მაგრამ არ შეიძლება, არ ვთქვათ, რომ ყველაფერთან ერთად, ფრთხილიც გახლავართ.
Rating
- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინათაც გქონდა ფეხი თაბაშირში ჩასმული...
- კი, ჩემს ქმარს ერთი ჩემოდანი ლიფტთან მიჰქონდა, მეორე მე ავწიე, უცნაურად გაქანდა, კოჭში მომხვდა და მეტკინა. ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ჩავიკეცე, დავეცი და მივხვდი, რომ სიარული აღარ შემეძლო, ტრავმატოლოგთან ვიზიტის შედეგად კი ფეხი თაბაშირში ჩამისვეს. საოცარი იყო ჩემი და ექიმის საუბარი, რომელმაც მკითხა, ოდესმე ფეხი ტრავმირებული მქონდა თუ არა, რომ დავიწყე დამწვრობით, ცხენიდან გადმოვარდნით, საკმაოდ გრძელი ისტორია გამომივიდა (იღიმის). ყოველთვის ვცდილობ ვიფრთხილო, მაგრამ ამაოდ... ჩემს დაბადების დღეზე, სტუმრები რომ რეკავდნენ რა წამოვიღოთო, სპირტსა და ბამბას ვაბარებდი, რადგან ტორტის ანთებისას თავი გავიტეხე, რაღაც დამივარდა, ასაღებად დახრილმა გაღებული ფანჯრის კუთხეს ისე ავარტყი თავი, რომ სისხლდენა დამეწყო და ვერ მიჩერებდნენ. კიდევ კარგი, ექიმები მყავდა ირგვლივ და ბოლოს თავგადახვეულს მომიწია დაბადების დღის აღნიშვნამ. ერთხელ მანქანის კარში ისე მომაყოლეს თითები, ტკივილისგან ყმუილი დავიწყე, სიძის მეგობართან ვიყავით, პატივისცემა უნდოდათ, ჩანთა გამომართვეს და კარი მომიხურეს, არადა იმ დროს ხელი ზუსტად იმ ადგილას მედო, სადაც ყველაზე კარგად იხურება მანქანის კარი.
- ცუდი ამბებიდან საზღვარგარეთ დასვენებაზე გადავიდეთ... ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში გინდა გამგზავრება?
- დიდი ხანია, მალდივის კუნძულებზე მინდა გამგზავრება. ამ ოცნების ასრულებას კი ბევრი არაფერი სჭირდება, გარდა ფინანსებისა. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ოჯახი გვაქვს, რატომღაც ვერ მოვახერხეთ წასვლა. ჩემი აზრით, უცხო ქვეყანაში ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად გამგზავრება ყველაზე ხელსაყრელი გაზაფხულზეა, საზაფხულო დასვენებისას კი ყურადღებას კომფორტსა და ბუნებას ვაქცევ. როდესაც დასვენებაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რას ვგულისხმობთ ამაში, შეიძლება დასვენება დავარქვათ უცხო ქვეყანაში ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად წასვლასაც და ასევე შეზლონგზე ან ჰამაკში ჩაწოლას და წიგნის კითხვას, თუმცა პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, წიგნს სეიშელის კუნძულებზე წაიკითხავ თუ კახეთში. პასიური დასვენება არ მიყვარს და მის არსს ვერასდროს გავიგებ, თუ სადმე მხოლოდ იმისთვის მიდიხარ, რომ ერთ ოთახში ჩაიკეტო, მაშინ, ჩემი აზრით, მნიშვნელობა არა აქვს, სად იქნები.
- რომელმა ქვეყანამ დატოვა შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
- ძალიან მიყვარს ევროპა, თუმცა აზიასაც აქვს თავისი ხიბლი. სიმართლე რომ ვთქვა, ვერ დავიკვეხნი, ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი-მეთქი, აქამდე სულ ვსწავლობდი, კონსერვატორიაში ვიყავი ძირითადად, ფესტივალებზე თუ მოგვიწევდა სადმე გამგზავრება და სულ ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი მოგზაურობა. ახლა ყველაფერი ხელმისაწვდომია, მაგრამ ხან დრო არ არის და ხან - ფინანსები.
Rating
- ბარგის ჩალაგებას დიდხანს უნდები?
- ეს ჩემთვის საშინელებაა. შეიძლება არ წავიდე დასასვენებლად იმიტომ, რომ ვიცი, ბარგის ჩალაგება მომიწევს. როცა ოთხ წელიწადში ხუთ ბინას შეიცვლი, გადაიბარგები შენი შვილებითა და ნივთებით, არაა გასაკვირი, რომ ბარგის ხსენებაც არ გინდოდეს. არადა, 26 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ბინაში ვცხოვრობდი, ბოლო ოთხ წელიწადში კი ხუთი სახლის შეცვლამ მომიწია.
- ასე ხშირად რატომ გიწევს ბინების შეცვლა?
- იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ვერ იტანს ერთფეროვნებას. ძალიან მიკვირს, ერთი ცოლი ამდენ ხანს როგორ შერჩა. სხვათა შორის, ეს მარტო მე კი არა, მის ახლობლებსაც უკვირთ (იღიმის).
- შენი მეუღლე რამდენად ამყოლია დასვენებისას?
- არის ამყოლი, გიჟდება წანწალზე და შვილებიც ეგეთი გვყავს, ოღონდ სადმე წაიყვანე და არაფერი ეზარებათ.
- ყველაზე კარგად რომელი ზაფხული გახსენდება?
- ალბათ ბავშვობაში გატარებულ ზაფხულს გამოვყოფდი, თუმცა ნამდვილად კარგი იყო ის ზაფხული, როცა მე და ჩემმა მეუღლემ პრაღასა და ბარსელონაში ვიმოგზაურეთ, ღირსშესანიშნაობებიც ვნახეთ, დავისვენეთ კიდეც და დადებითი ემოციებით დავბრუნდით, თუმცა ეს არ იყო საკმარისი, ახლაც ვაპირებთ გავიპაროთ სადმე და კარგად დავისვენოთ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
რ.ნ
დიდად საჭირო ინფორმაციაა არაყი არ დაავიწყდეს......
08:37 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დუდუ
ტატა, იქნებ ახსნა რას ნიშნავს სიტყვა "მოტყლარჭვით". მე ამ სიტყვის ზუსტი განმარტება ვერსად ამოვიკითხე.
17:36 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ფსიხოლოგი
ტატა, ბრავო. ქალი რომელიც თქვენისთანა "შედევრებს" აფქვრევს ბაგედან, ძალიან "დასაფასებელია. ნუ დაგავიწყდება, რომ სიყვარული და ისევ სიყვარული ხანგძლივი ცხოვრების გარანტიაა. გირჩევ ადამიანებში დაინახო უმრო მეტი პოზიტივი, ვიდრე ნეგატივი. ეს პირველ რიგში თქვენისთანა ადამიანებისთვისაა კარგი და აუცილებელიც.
17:33 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ნეტა ეს ვიღას დაკარგია, ან რა ცნობილი სახე ეგ არის.წინადადებებს ენის მოტყლარჭვით ლაპარაკობს.ეგ არის ჟურნალისტი?
15:00 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მცხეტელი
მშვენიერი ოჯახი.გაიხარეტ
14:32 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS