06 ივლისი, 2015
გიორგი ყიფშიძე ''X ფაქტორის'' სექსსიმბოლოს კომპლიმენტებს კულისებშიც ეუბნება - ''გაშიშვლებას არ დავთანხმდები...''
აწყობილი ვიყავი მხოლოდ ოჯახურ ამბებზე თიკო მოსემღვდლიშვილი ''X ფაქტორის'' ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მონაწილეა. მისდამი კომპლი-მენტებს არც წამყვანები იშურებენ და არც მაყურე-ბლები, თუმცა კონკურსის სექსსიმბოლოს გარეგნობაზე განსაკუთრებული აქცენტი არ სიამოვნებს.

- საკმაოდ მობილიზებული უნდა ვიყო და ვარ კიდეც, მით უმეტეს, ფინალამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. ერთი საკითხია, მაყურებელს რა მოეწონება და რა - არა, მაგრამ ვცდილობ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი ვიყო როგორც რეპერტუარის, ასევე ვიზუალის კუთხით. რაც შეეხება გარეგნობას, საქართველოში რატომღაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუკი ვიზუალი ასე თუ
ისე ხელს გიწყობს, ან ვერ მღერი, ან კარგი მსახიობი არ ხარ და გარეგნობის ხარჯ-ზე გადიხარ ფონს. არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ, მაგრამ ვფიქრობ, ამდენი ტური მხოლოდ ვიზუალის ხარჯზე არ გამივლია.

მე ვიცი ჩემი ვოკალური შესა- ძლებლობები და ვიცი, რა კუთხით უნდა წავიდე ცხოვრებაში, რა ჟანრი შევასრუ-ლო. მეტ-ნაკლებად უკვე მაქვს გამოცდილება ამ სფეროში, საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მყავს და ნაკლებად მტკენს გულს ვიღაცის მიერ აკრეფილი სიტყვები, მაგრამ მონაწილე ბავშვებს ასაკის გამო ბევრი რამ გულზე ხვდებათ და ცოტა თავი შეიკავონ. ცხოვრებაში არცთუ ცოტა რამ გა-ვიარე, მეუღლეს დავშორდი, იმდენად მაქვს გული გაცივებული, რა უნდა მი- თხრან, რომ გული მეტკინოს, არც ვიცი. ცხოვრებაში ბევრად უარესი რაღაცებიც ხდება, სიტყვები არაფერია ამასთან შედარებით.

Rating

- მეუღლესთან ურთიერთობ?
- გვყავს შვილი, 6 წლის ტატო, და მისგან გამომდინარე გვაქვს ურთიერთობა. მეუღლეს სხვა ოჯახი აქვს, მგულშემატკივრობს, მირეკავს და მილოცავს შემდეგ ტურში გადასვლას. ჩვეულებრივი, კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.

- ჭორები გავრცელდა, გიორგი ყიფშიძე ძალიან ხშირად აქებს და რა ხდებაო.
- გიორგისთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. რომ დამინახავს ხოლმე, ისედაც იცის კომპლიმენტების თქმა, სცენის გარეთაც. აბსურდია იმის თქმა, რომ ჩვენ შორის რაიმე ხდება (იღიმის).

- მეუღლესთან დაშორების შემდეგ გქონია სხვასთან ურთიერთობა?
- მქონდა სერიოზული, ხუთწლიანი ურთიერთობა, რომელიც, სამწუხაროდ, ერთი წლის წინ დასრულდა. უკვე მორჩა. ძალიან მინდა, დავისვენო ასეთი ურთიერთობებისგან, აზრზე მოვიყვანო ჩემი ცხოვრება, რას მივედ-მოვედებოდი, არ ვიცოდი (იცინის). აწყობილი ვიყავი მხოლოდ ოჯახურ ამბებზე, რა თქმა უნდა, შვილზე, რომელიც ჩემთვის მუდამ ყველაზე მთავარია, და შეყვარებულზე. ახლა მინდა, ჩემს კარიერაზეც ვიზრუნო და დამოუკიდებლად რაიმე შევქმნა.

- შენ კი გსურს დასვენება, მაგრამ ''X ფაქტორიდან'' გამომდინა- რე, თაყვანისმცემლები მოგიმრავლდებოდნენ.
- ყველას პასუხს ვერ ვცემ, ''ფეისბუქზე'' შემოტევაა. რომ დავიწყო ქექვა, რა თქმა უნდა, რაღაც ურთიერთობას გამოვკრავ ხელს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია სოციალური ქსელით დაწყებული ურთიერთობა. არა მგონია, რომ აქედან რაიმე გამოვიდეს და გამოუსვლელი ურთიერთობებისთვის საერთოდ არ მცალია (იღიმის). როცა ჩამოვყალიბდები და ვიტყვი, რომ ყველაფერი გავაკეთე საქმეში, რაც მინდოდა, მერე ვიქნები მზად ოჯახისთვის.

- მოგვიყევი, რა გაჩხუბებს მენტორთან.
- ცოტა ჯუჯღუნა ვარ და ვეჯუჯღუნები. შენიშვნას რომ მომცემს, ვუხსნი მიზეზს და ის მპასუხობს, მიზეზი არ მაინტერესებსო (იცინის). არ ვჩხუბობთ, კარგი ურთიერთობა გვაქვს.

Rating

- სოფოს ფავორიტიაო...
- ამას ვერ ვიტყვი. ძალიან მიხარია, თუკი მართლა ასეა, მაგრამ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გრძნობს, რომ ფავორიტია. სოფო ნიჟარაძე ყველასთან ისე იქცევა, რომ თანაბარუფლებიანად გაგრძნობინებს თავს. როცა რეპეტიციაზე ვართ, მენტორია, აქვს დისტანცია, რომელსაც ინარჩუნებს, ამაში ამპარტავნებას არ ვგულისხმობ, ბევრ ისეთ შენიშვნას მაძლევს, რაც გასათვალისწინებელია. გვქონდა შეკრება, სადაც პირადი ამბებიც გავუზიარეთ ერთმანეთს, მაგრამ რეპეტიციაზე მენტორის ამპლუას მაქსიმალურად ინარჩუნებს.

- თიკო, შენი გარეგნობიდან გამომდინარე, შიშვლად გადაღება არ შემოუთავაზებიათ?
- იყო რამდენიმე შემოთავაზება, სერიალებში, სხვათა შორის, მთავარ როლებზე, რასაც არ დავთანხმდი. მტკივა გული, რომ საქართველოში ამ ყველაფერს არასწორად იგებენ. უკვე ვიცი, თქვენს ფოტოსესიაში მხარი რომ გამომიჩნდება, რა კომენტარებს დაწერენ, შვილი გყავს და რას აკეთებო. მე რომ შიშვლად გადამეღო, ალბათ, მსოფლიო დონის ბოზად გამომაცხადებდნენ (იცინის). არ მინდა, ჩემს შვილზე ფსიქოლოგიურად რაიმემ იმოქმედოს. მეც არ ვარ ამისთვის მზად. მეორე მხრივ, არის რაღაცები, რაც ესთეტიკურია და არავულგარული, რასაც მე სცენაზე ვაკეთებ. თვალი ჭამს და თვალი სვამსო, ტყუილად არ არის ნათქვამი. როცა ვოკალიც გიწყობს ხელს და გარეგნობაც და შეგიძლია, ვიზუალითაც გაამყარო გამოსვლა, ვერ ვხვდები, რა არის ამაში ცუდი. უბრალოდ, შესაძლოა, სხვაც გამოვიდეს შორტით, ტოპით, მაგრამ მისი ვერ დაინახონ და მაინცდამაინც ჩემი შეამჩნიონ.

ნინო მურღულია
ჟურნალი''რეიტნგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მრჩეველი
ყველა მღვდლის შვილს მირჩევნია მოსე მღვლის შვილი!!!
02:35 / 13-07-2015
გამოხმაურება / 0 /
maia maia
რა არ მომწონს და რომ გადაჯიშდა კაცი და ქალი...ჩასაფრებულები არიან სტატიებზე,ბოღმა ომ ანთხიონ...გაიხდის თუ არ გაიხდის ვინ გვეკითხება? კარგი მსახიობი და მომღერალია-მე მხოლოდ ამას დავაკვირდებოდი...შენ ადვოკატობაში რამეს მაინც გიხდიან ??
14:58 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
კის
maia maia-ს. რა არ მოგეწონა საყვარელო? არ თქვა ახლა, არც მე გავშიშვლებურვარო!!
10:17 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მარკ რივკინ
იმდენი 100-დოლარიანი მომცა, რამდენიც ეს გაშიშვლებულა "სამუშაოდ" და რამდენსაც მომავალში გაშიშვლდება.
10:15 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
პავლე
რაც კარგია, კარგია... შეეცილე თუ გინდა, სიტყვაში. მაგარიაა ი ვსიო!!!
10:12 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS