18 ივნისი, 2015
ნანუკა გოგიჩაიშვილი პაემნებზე ბევრს ჭამს - ''წინასწარ მიყვარს ჩემი ქმარი და შვილები''
რ მომწონს, რომ ჩემი მოხიბვლა რთულია, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს ნანუკა გოგიჩაიშვილი ისეთ სიყვარულს ელოდება, როცა ერთი დანახვისთანავე გონება გაუნათდება და მიხვდება, რომ ის ''ის'' არის. ამასთანავე, მისი გონება ძალიან პრაქტიკულად არის მოწყობილი. ჯერჯერობით მის ცხოვრებაში არ გამოჩენილა მამაკაცი, რომელიც ამ გონებასა და გულს მთლიანად ''წაართმევს''. თანაც, ნანუკა ამ ყველაფერს უბრძოლველად არ დათმობს.


- ძალიან გამხდარი ხარ და გყავს სიყვარულის ობიექტი?
- ყველა ამ შეკითხვას რატომ მისვამს? ისე უფორმო და სქელი ვიყავი? მეკითხებიან, შეყვარებული ხარო?
მგონია, რომ თვალები მიბრწყინავს სხვანაირად და კარგად გამოვიყურები და მერე ვიგებ, რომ გამხდარი ვარ (იცინის). მივხვდი, რომ სიყვარული მართლა ალამაზებს, ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ასეა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არ მოსულა.

- ხალხი ინტერესდება, რატომ არ გყავს არავინ.
- (იღიმის) იცი, მეც როგორ ველოდები სიყვარულს? ვიცი, რომ ვთქვათ, სექტემბრის 3 რიცხვში გავიღვიძებ და მზად ვიქნები სიყვარულისთვის, გავალ გარეთ და შევხვდები ვინმეს. დღეს კი ჩემ თავთან იმდენად ჰარმონიულად ვარ, თითქოს ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს და მათ სულ ჭიდილი აქვთ. ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც უფრო ამავსებს.

- რა არის სიყვარული?
- ყველაფერი. დილას შეყვარებული ვიღვიძებ და მგონია, რომ არ არის საჭირო, კონკრეტული ვინმე გიყვარდეს. შეიძლება, ბალიშს გავხედო და გავიღიმო, არადა, ვინმეს ეგონოს, რომ შეყვარებული ვარ. უბრალოდ, ძალიან მომწონს სიყვარული. მგონია, რომ სიყვარულამდე ადამიანი გარკვეულ პერიოდს გადის, თითქოს რაღაც მზადდება. ამ დროს ბევრ ადამიანს არ უნდა მიედ-მოედო. ჩადებული მაქვს, რომ ერთადერთი უნდა ვიპოვო.

Rating

- მაღალი სტანდარტები გაქვს ალბათ და წუნია ხარ.
- მინდა, ჩემ გვერდით საინტერესო მამაკაცი იყოს. მარტო რომ ვრჩები საკუთარ თავთან, ზუსტად ვიცი, მეორე ნახევრისთვის რისი მიცემა შემიძლია, ამიტომაც მაქვს ალბათ მაღალი სტანდარტები. ბავშვობიდან ყველას ეგონა, რომ ჩემ გვერდით აუცილებლად იქნებოდა განსაკუთრებული მამაკაცი, რადგან ძალიან ვაფასებ ნიჭსა და გონებრივ შესაძლებლობებს. როცა ადამიანი თავის პროფესიაში მაგარია, პროფესიონალია, ნიჭიერია, ამაზე ვგიჟდები, გარეგნობა მეორეხარისხოვანია. ვაქცევ ამასაც ყურადღებას, მაგრამ თუ ძალიან საინტერესო ადამიანია, ვიზუალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. სიმაღლე არ არის ის კრიტერიუმი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ძირითადად, დაბალი ბიჭები მომწონს. კარლა ბრუნი და სარკოზი მომწონს, რადგან სარკოზის ძალას ყოველთვის ვგრძნობდი და მის გვერდით ნებისმიერი ქალი იქნებოდა. ძლიერი მამაკაცი თუ ხარ, გაქვს ხიბლი, რომ შემოდიხარ, იგრძნობა, რატომ გიდგას გვერდით ერთი თავით მაღალი ქალი.

- მყარი ოჯახი რას ნიშნავს, იცი. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის საფუძველი რა არის?
- რაღაც დონემდეა ვიზუალი მნიშვნელოვანი, მერე უკვე აღარ. შეიძლება, ძალიან ლამაზი ქალი ან კაცი დამახინჯდეს და პირიქით. ხასიათი კი არის ის, რაც არასდროს იცვლება. სახლში მყავს ორი წყვილი, დედ-მამა, ორივე ერთნაირი, რომლებიც ზღაპარში ცხოვრობენ, ფილმის გადასაღებად რომ გამოდგება, ბებია-ბაბუა კი სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანები არიან, თუმცა ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. მამაკაცის ძლიერი ენერგეტიკა არის განმსაზღვრელი. თუკი ხასიათით ვერ შეეწყვნენ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ვერ შედგება.

- შენ გაქვს კაცის მოხიბვლის ხერხები?
- თავად არ ვიწყებ საუბარს. შესაძლოა, ვიღაცამ იკითხოს, რატომ არაფერს ამბობსო. თუკი საინტერესო თემა წამოიჭრება, მერე ვიწყებ სრულიად გახსნილად ლაპარაკს. ამით გამომდის ხალხის მოხიბვლა. ალბათ, მოსწონთ, როგორიც სინამდვილეში ვარ და არასდროს ვთამაშობ.

- ქალი რომ პაემანზე არ ჭამს, ეს სტერეოტიპიც უცხოა შენთვის?
- სრულიად. ეს მოსწონთ ბიჭებს, რომ პაემანზე შემიძლია მწვადი შევუკვეთო და მივირთვა. ამას სულ აღნიშნავენ. თავხედი არ ვარ, მაგრამ არაფრის მერიდება. შემიძლია, ყველა თემაზე დაველაპარაკო ბიჭს. ისიც ხშირად უთქვამთ, რომ ვიზუალი უკან მხევს. ბევრი ადამიანი არ მოვა და არ გაგიცნობს, რადგან ეგონება, ლამაზი გოგოა და ვერაფერზე დაველაპარაკებიო. თავს არ ვიქებ, მაგრამ მომწონს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.

Rating

- ეს გაპოვნინებს ალბათ სიყვარულს.
- არა, აქ ველოდები ჯადოსნურ ამბავს. თითსაც არ ვანძრევ. ეს ალბათ სისულელეა, მაგრამ მეექვსე გრძნობა მაქვს განვითარებული და მჯერა, რომ იქნება ჯადოსნური ამბავი. ფსიქოლოგია და ზოდიაქოს ნიშნები მიტაცებს. ხშირად პირველად ნანახ ადამიანზე ბევრი რამ მითქვამს და გაჰკვირვებიათ. ლელა კაკულიას მეძახიან ხოლმე (იცინის). პირველივე შეხედვიდან უნდა ვი-გრძნო, რომ განსაკუთრებული ადამიანი შემოვიდა. უცნაურ ადამიანს ვეძებ. ჩემი აღმოჩენა უნდა იყოს და არა ის, ვის შესახებაც ყველამ იცის. მაინც მონადირის ნატურა მაქვს, ცოტა კაცური თვისებაა, მაგრამ ამას ჩემი ზოდიაქო, კირჩხიბი განსაზღვრავს. ძლიერი ხასიათი მაქვს, ცხენზე ამხედრებულ პრინცს კი არა, ჭიდილსა და ბრძოლებს ველოდები, მარტივ რამეებზე არ ვგიჟდები.

- მოქეიფე ჩვეულებრივი ქართველი ტიპაჟი შენთვის არაა.
- მე თვითონ ქეიფზე უარს არ ვამბობ, მაგრამ ასეთი მამაკაცები არასდროს მომწონებია. მსმელი კაცი არ მიყვარს, რომ გეტორღიალება და სიყვარულს გიხსნის, გამაღიზიანებელია.

- რაიმე სერიოზული ურთიერთობა გქონია, რაზეც გული დაგწყვეტია?
- იცი, როგორ მინდა ასეთი ისტორია, მაგრამ არაფერს შევუტოკებივარ. მომწონს, რომ გაიღვიძებ და ტელეფონს ამოწმებ, მოვიდა თუ არა მესიჯი, მაგრამ მე ასეთი არ ვარ. ზოგადად, არ მიყვარს, როცა ვინმე ჩემს გრძნობებს აკონტროლებს. ამიტომაც არ ვსვამ, რომ თავშეკავება შევინარჩუნო. თითქოს ყველაფერი შემონახული მაქვს, რომ მთლიანად იმ ერთ ადამიანს დავუდო. ბავშვობიდან უაზრო აკვიატება მქონდა, წინასწარ მიყვარდა ჩემი ქმარი და შვილები, მაგრამ, ამის მიუხედავად, ემოციებს არასდროს ავყოლილვარ. არ მომწონს, რომ ჩემი მოხიბვლა რთულია, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ლელა დ.
ნანუკა ძალიან საყვარელი გოგოა! კარგი მშობლები და უნიჭიერესი ბებია-ბაბუა ყავს. ვუსურვებ წარმატებებს!
15:02 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი-ს
მარი შე მართლა რეგვენო!!!!
14:46 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნაზიკო
ამ გოგოს როგორც ლამაზს ვერ აღვიქვამ და მომკალით თუ გინდათ.ერთი დაყუდებული ცხენია.
08:36 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ოჰ ოჰ ბოროტებო და შურიანებო კარგი არაფერი დაგცდეთ ცუდი მეტად დაინახეთ რა გეშველებათ თქვენ რას გავხართ სხვას რო მ უწერთ სახე არგივარგაო
09:40 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი
ეხლა რა არის ,ნეტა რა იქნებოდა მანამდე?
06:05 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS