27 მაისი, 2015
რატომ გაუშვეს მერსი სულხანიშვილი ჯაჯანიძის შოუდან
მთავარი პროდიუსერი მაია წყვეტს, ჩვენს გუნდში ვინ იქნება და ვინ - არა
მერსი სულხანიშვილმა
რამდენიმე წლის წინ პოპულარობა ლამაზი მკერდის წყალობით მოიპოვა. მცირე ხნის წინ კი გია ჯაჯანიძის შოუში დაიწყო მუშაობა ჟურნალისტად და მისი გადაცემის სტუმარიც გახლდათ, თუმცა, როგორც სანდო წყაროსგან გავიგეთ, რამდენიმე კვირის წინ მერსი ''სხვა რაკურსიდან''ხმაურიანად გაუშვეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად მერსის დავუკავშირდით.

- მერსი, გავიგეთ, რომ ''სხვა რაკურსში''აღარ მუშაობ...
- ვისგან გაიგეთ, შეგიძლიათ, მითხრათ? რა თქმა უნდა, არაა მართალი. ეს ამბავი თქვენგან გავიგე პირველად.

- ე.ი. ძველებურად ''სხვა რაკურსის''თანამშრომელი ხარ?
- ყველაფერი ძველებურადაა. დღევანდელი მონაცემებით, ეს მხოლოდ ბოროტი ჭორია. ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, მას დამაკავშირეთ.

- ამის თქმის უფლება არ გვაქვს. გავიგეთ, რომ რამდენიმე გადაცემაა, ''სხვა რაკურსში''აღარ ხარ. კარგია, რომ კვლავ მუშაობ.
- თუ რაიმე შეიცვლება, ამას საზოგადოება ''ფეისბუქის''საშუალებით გაიგებს. ჯერჯერობით ტელეკომპანია ''იმედში''ვარ.

მერსისთან საუბრის შემდეგ ''სხვა რაკურსის''წამყვან გია ჯაჯანიძეს დავუკავშირდით.

- გია, გავიგეთ, რომ მერსი სულხანიშვილი სკანდალით გაუშვით გადაცემიდან.
- სკანდალები არ ყოფილა. გადაცემა არის ცოცხალი ორგანიზმი. არსებობს ძირითადი ორი პროდიუსერი, რომლებიც გადაცემას განაგებენ. მაია სტეფნაძე, მანონი ოქრუაშვილი და მე ვართ ძირითადი გუნდი, რომლებიც ვწყვეტთ, რა იქნება გადაცემის თემა და ვინ იქნებიან გადაცემის სტუმრები. მთავარი პროდიუსერი მაია წყვეტს, ჩვენს გუნდში ვინ იქნება და ვინ - არა.

- ამბობენ, რომ მერსი არაპროფესიონალურად იქცეოდა და გადაცემის თემები გაჰქონდა კონკურენტ შოუებში.
- მსგავსი რამ მართლა არ მომხდარა.

- ისიც ვიცით, რომ ერთერთი გადაცემა მისი წყალობით ეთერში ვერ გავიდა.
- დედას გეფიცებით, ასეთი რამ მართლა არ მომხდარა.

- მინდა გითხრათ, თავად მერსი უარყოფს, რომ ''სხვა რაკურსში''აღარ მუშაობს. ამბობენ, არ ამხელს, გადაცემაში რომ აღარაა.
- ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი. შემიძლია გითხრა, რომ პირადად მე მერსისთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. მაია არც კონფლიქტური ადამიანია და არც - მკაცრი. რაც შეეხება საქმეს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან ექნება საქმე. შეიძლება, მერსისთან დაკავშირებით რაიმე არ მოეწონა და გაუშვა. მისი წასვლის ის მიზეზები, რაც შენ მითხარი, არ ყოფილა. გვქონია კამათი შემოქმედებით საკითხებზე, მაგრამ ეს ურთიერთობაზე არ ასახულა. მერსი რომ წავიდა, რამდენიმე დღეში კორპორატიული საღამო გვქონდა, მაიამ უთხრა, შეგიძლია წამოხვიდეო და ჩვენთან ერთად იყო.

- რამდენი ხანია, რაც მერსი ''სხვა რაკურსში''აღარ მუშაობს?
- პირველი მაისიდან აღარ მუშაობს, მაგრამ ჩვენ მაინც ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.

მოგვიანებით მერსის კვლავ დავუკავშირდით. ამჯერად მან სულ სხვა კომენტარი მოგვცა:

- ტელევიზიაში მსგავსი ცვლილებები ყოველთვის ხდება. ''იმედში''დღესდღეობით კვლავ ვმუშაობ. ''სხვა რაკურსიდან''კონფლიქტის გამო არ წამოვსულვარ. უბრალოდ, ხანდახან ხდება, რომ ამოწურავ თავს ერთ გადაცემაში და გინდა, სხვა რამე გააკეთო. გადაცემაში თუ დასჭირდებათ ჩემი სტუმრობა, ჩვეულებრივად მივალ. მე, მაია სტეფნაძესა და გია ჯაჯანიძეს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ძველებურად ვმეგობრობთ. არ გამოვრიცხავ, რომ მოგვიანებით მე და მაიამ კვლავ ვითანამშრომლოთ. ვფიქრობ, მაია ნომერი პირველი პროდიუსერია საქართველოში.

- თუმცა სწორედ მაიასთან მოხდა გაუგებრობა, რადგან ის წყვეტს, ვინ იყოს გუნდის წევრი და ვინ - არა.
- უბრალოდ, გადაცემის ჩაწერის შემდეგ დავსხედით, ერთი-ერთში ვისაუბრეთ. ჩვენი იდეები გაიყო. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადაცემიდან წამოვსულიყავი.

- თქვენი აზრები რატომ გაიყო? ეს ფინანსებთან ხომ არ იყო დაკავშირებული?
- არა, როგორ გეკადრებათ, რა სისულელეა. ახლაც ტელეკომპანია ''იმედში''მოვედი.

- რომელ გადაცემაში მუშაობ?
- ვარ ''იმედის დილაში''და მერე სხვა პროექტშიც ვიქნები. ამ ეტაპზე ვერ დაგიკონკრეტებთ, რატომ წამოვედი. უბრალოდ, ასე გახდა საჭირო.

- ამბობენ, რომ შენი წყალობით, ერთი გადაცემა ეთერში ვერ გავიდა, რადგან წაგეშალა, იმასაც ამბობენ, რომ კონკურენტი გადაცემები შენგან ''სხვა რაკურსის''თემებს იგებდნენ.
- რას ამბობთ, რომელ ხუთშაბათს არ გასულა ჩვენი გადაცემა?

- ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩაწერილი გადაცემა წაიშალა.
- შეგიძლიათ გადაამოწმოთ, გადაცემები ეთერში ანონსების მიხედვით გადიოდა. მსგავსი არაფერი მომხდარა და რაც შეეხება იმ ამბავს, რომ ვითომ ჩემგან გაიგეს კონკურენტმა გადაცემებმა ''სხვა რაკურსის''თემები, ესეც დიდი სიცრუეა. მომიყვანეთ ერთი მაგალითი მაინც, როცა ''სხვა რაკურსის''თემა გავიდა კონკურენტ გადაცემაში. არც ვიცი, რისი ღირსია, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


ბეჭდვა