24 მაისი, 2015
ეკა ჩხეიძე: "ჩვენს ოჯახს რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გული არ დაწყვეტოდა რამეზე..."
სიმართლე გითხრა, არ ვიცი, რა განსხვავებაა საჯარო და საავტორო სკოლას შორის
გასულ კვირას დაირეკა ბოლო ზარი და მეთორმეტე კლასელები დაემშვიდობნენ მოსწავლეობის ტკბილ ხანას. ამის პარალელურად თავგამეტებით ემზადებიან სტუდენტობისათვის. შეიძლება ბევრმა მათგანმა სკოლის დამთავრების სიხარული აბიტურიენტობის მძიმე რიჟიმის გამო ვერც კი შეიგრძნო. ასეა თუ ისე, ეს საბაკალავრო განთლების მიღების მსურველთა გასავლელი გზაა. ჩვენს ქვეყანაში, აბიტურიენტობა საკმაოდ ძვირად ფასობს, რადგან მოსწავლეების უმეტესობას, როგორი ტიპის სკოლაშიც არ უნდა დადიონენ, მაინც სჭირდება დამატებით მომზადება, რაც არც ისე იაფი "სიამოვნებაა".
სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ეკა ჩხეიძესა და ნანუკა ლითაშვილს დავუკავშირდით.

ეკა ჩხეიძე: "განათლების დონე უფრო და უფრო დაბალა მიდის"

- ჩემმა შვილმა საქართველოში დააამთავრა ბიზნესადმინისტრირება კავკასიის ბიზნეს სკოლაში, მერე კი დაინტერესდა ხელოვნებით, ხატვით, დიზაინით, მამის კვალს გაჰყვა და ინტერიერის დიზაინზე სწავლობდა რომში, უკვე იქ სწავლაც დაასრულა, ყველაზე კარგ სტუდენტად დასახელდა. დასაქმების საკითხი როგორ იქნება, არ ვიცი, რაც იქ ისწავლა, ჩვენს რეალობაში არ გამოიყენება, რადგან აქ სხვანაირი მეთოდები და მუშაობის სტილი აქვთ, იქ კი საკუთარიც ბევრი ჰყავთ დასასაქმებელი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახს რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გული არ დაწყვეტოდა რამეზე, რაც შეგვეძლო,ჩავდეთ მის განათლებაში, მერე რას იზამს, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაუღიმებს იღბალი.

- საჯარო სკოლაში დადიოდა ინანო თუ კერძოში?
- თავიდან დადიოდა ნინო რამიშვილის სახელობის საავტორო სკოლაში. სიმართლე გითხრა, არ ვიცი, რა განსხვავებაა საჯარო და საავტორო სკოლას შორის, მაგრამ ასე ერქვა, გადასახადი არ იყო. 50 ბავშვი რომ ერთ კლასში ზის, ეგეთ სკოლაში არასდროს უსწავლია, თუნდაც იმიტომ, რომ სწავლა, კონტროლი კერძოში უფრო მეტი იყო. საავტორო სკოლის მიმართ ინანოს ძალიან დადებითი ემოციები აქვს, მაგრამ შემდეგ გაიხსნა ბრიტანული სკოლა და იქ გადავიდა, რასაკვირველია, ბრიტანული სკოლა უფრო მაღალი დონის იყო, ახალი გახსნილი იყო და იაფიც გახლდათ.

- უმღლესში ჩაბარებამდე თუ დადიოდა ცალკე რეპეტიტორებთან?
- არა, ბრიტნაულმა სკოლამ მისცა იმდენი, რომ თავისით ჩააბარა კავკასიის ბიზნეს სკოლაში, იტალიაში წასვლამდე მხოლოდ ხატვაში სჭირდებოდა დახმარება, ჯერ მამამისთან გადიოდა რაღაც საკითხებს, შემდეგ ცოტა ხანს გუგა კოტეტიშვილთან იარა, რომ ტექნიკური დეტალები ესწავლა, ეს იყო და ეს. დანარჩენი, საკუთარი ცოდნით წავიდა, მით უმეტეს, რომ იტალიური არ იცოდა, ინგლისურად იყო მის სასწავლებელში სწავლა და წასვლისას ამ ფაქტორმა ხელი არ შეუშალა, ამ ხნის განმავლობაში კი ისე ისწავლა იტალიური, რომ დიპლომი იტალიურად დაიცვა და 100-დან 100 ქულა აიღო.

საერთოდ, სკოლაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ ბავშვის მონდომება მთავარია. ვიცი საკმაოდ ძვირად ღირებული სკოლები, რომლის მოსწავლეებს მაინც სჭირდებათ დამატებით მომზადება, მაგრამ ბავშვის მონდომება უმნიშვნელოვანესია. ინანო ძალიან მონდომებული იყო, ღრუბელივით იწოვდა ყველაფერს, მეორე შვილს კი ამას ვერ ვატყობ - თუ დავალება არ აქვს, მასზე ბედნიერი არავინაა. უფროს შვილს სხვანაირი "ჟილკა" ჰქონდა, ხუმრობდა კიდეც, სკოლაში მყავდა ორი ხუთოსანი, ვის ჯიბრზეც მაღალ ქულებს ვიღებდიო, არ უშვებდა იმას, რომ ვიღაცას მასზე უკეთესი ქულები ჰქონოდა და ეს გარკვეულწილად კარგია.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაიკო
კარგი შვილი გყოლიათ, თუმცა, კავკასიის ბიზნეს სკოლაში ჩვეულებრივი სკოლიდანაც მოეწყობოდა, რადგან ყოველთვის „ნედაბორია"(რუსულისათვის ბოდიშს ვიხდი). წარმატებებს გისურვებთ.
20:30 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS