20 მაისი, 2015
სკანდალი ჟურნალისტის გარშემო, რომელსაც გეი უწოდეს - ''სიტყვა გეი ჩემს დასამცირებლად გამოიყენა...''
მე რომ ჰომოფობი მშობლები მყოლოდა და ეს სტატუსი წაეკითხათ, შეიძლებოდა, თვითმკვლელობამდეც მივსულიყავი ''იმედზე'' მუშაობს ერთი გეი ბიჭუნა, ნიკა ჭავჭავაძე. მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად აკრძალული მაქვს მისთვის, მაინც არ ეშვება პროვოკაციებს და ჯაჯანიძის შოუში მიწვევს.

17 მაისისთვის ამზადებენ კონკრეტულად ''იდენტობის'' წინააღმდეგ გადაცემას. ვთხოვე, თავად გეი ხარ და სამარეს რატომ უთხრი შენსავე თემის ინტერესებს-მეთქი, მაგრამ ამ უთავმოყვარეო გეებს ჩემი შეგონება უშველით? მუშაობს რუსეთი და ბიძინას ტელევიზია, როგორც შეუძლია'',- ეს სტატუსი უფლებადამცველ ირაკლი ვაჭარაძეს ეკუთვნის, ადრესატი – ნიკა
ჭავჭავაძე - კი გია ჯაჯანიძის გადაცემა ''სხვა რაკურსის'' ჟურნალისტია.

ვაჭარაძის სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავმა ადამიანმა დაწერა კომენტარი. იყვნენ ისეთები, ვინც უფლებადამცველს ამ ნაბიჯს არ უწონებდნენ, რადგამ მან ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად დაწერა და ამით მისი უფლებები შელახა. ნიკას ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია და როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ვაჭარაძეს გადაცემიდან უპასუხებდა.

14 მაისს ეთერში ''სხვა რაკურსის'' მორიგი გადაცემა გავიდა, სადაც მიიწვიეს როგორც სექსუალური უმცირესობა, ასევე საზოგადოების ცნობილი სახეები, რომლებიც გადაცემაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვაჭარაძე კი უცხოური გრანტებით მანიპულირებაში დაადანაშაულეს. შოუ შედგა, მაგრამ გაურკვეველი დარჩა ჟურნალისტის ბედი, რომლის სექსუალური ორიენტაციის შესახებ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი დაიწერა.

რას აპირებს, იჩივლებს თუ არა სასამართლოში, როგორ გადაიტანა ის მძიმე პერიოდი, როდესაც მისი ორიენტაციის შესახებ ყველა ღიად საუბრობდა. ნიკა ჭავჭავაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ირაკლი ვაჭარაძესთან მაშინ პირველად დავრეკე და გადაცემაში დავპატიჟე, მანამდე არანაირი შეხება არ მქონია. არ მიცნობს და როგორ დაასკვნა ჩემი იდენტობა სატელეფონო კავშირით?! სოციალურ ქსელში მის სტატუსზე კომენტარებს თვალს ვადევნებდი, მაგრამ არ შევსულვარ დისკუსიაში.… არ მინდოდა, აფექტში ჩავარდნილს რამე ისეთი დამეწერა, რაც შესაძლოა, ჩემ საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა, რადგან ძალიან ჭკვიანია და სამართლებრივადაც კარგად ესმის ყველაფერი.

- შენი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა თუ წაიკითხეს ეს სტატუსი და ამის გამო რამე პრობლემა ხომ არ შეგქმნია?
- მე რომ ჰომოფობი მშობლები მყოლოდა და ეს სტატუსი წაეკითხათ, შეიძლებოდა, თვითმკვლელობამდეც მივსულიყავი. თან გასათვალისწინებელია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეპილეფსია მაქვს და შესაძლებელი იყო, ნერვიულობის გამო შეტევაც დამმართნოდა. ამ სტატუსის შემდეგ პრობლემა შემექმნა საზოგადოებაში, სადაც მიცნობენ, მათგან აგრესიულ მზერას ვგრძნობდი, მიჭირდა უცხო ხალხთან ურთიერთობა, რადგან ჩემი დისკრიმინაცია მოხდა და ვაჭარაძემ ''გეი ბიჭუნა'' მიწოდა. მე ვამბობ, რომ არ ვარ გეი, მაგრამ ვაჭარაძემ ჩემს დასაკნინებლად გამოიყენა ეს სიტყვა და ჰგონია, რომ რადგან გეი მიწოდა, ამით დამამცირა ჰეტეროსექსუალი ბიჭი. ყველაზე საშინელება ის არის, რომ უფლებადამცველმა, რომელიც ლგბტ თემის უფლებებს იცავს, სიტყვა გეი ჩემს დასამცირებლად გამოიყენა.

- სასამართლოში უკვე უჩივლე?
- უკვე მყავს ადვოკატი, რომელსაც არც ერთი საქმე არ აქვს წაგებული და ზუსტად ვიცი, რომ ამასაც მოიგებს. აუცილებლად მოვითხოვ კომპენსაციასაც, რადგან დაირღვა მე-17 მუხლი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

- წეღან ახსენე, რომ ვაჭარაძე საკმაოდ ჭკვიანია. როგორ ფიქრობ, თავად ვერ მიხვდებოდა, რომ შენს უფლებებს არღვევდა?
- ვაღიარებ, რომ ვაჭარაძე ძალიან ჭკვიანია, მაგრამ იმდენად აფექტში იყო იმ დროს, რომ ცხელ გულზე დაწერა. ალბათ, თავადაც ხვდება, რომ სამართლებრივად დარღვევაა. ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენი ადამიანი მწერდა სოციალურ ქსელში, რომ მისთვის აუცილებლად უნდა მეჩივლა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბევრი მტერი ჰყოლია და ჩასაფრებულები იყვნენ, რამე შეშლოდა.

- ხომ არ დაგიკავშირდა ტელეფონზე ამ სტატუსის შემდეგ?
- არა, უბრალოდ, ჩვენი გადაცემიდან დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, დაწერა თუ არა ნამდვილად ის სტატუსი და პასუხი იყო, რომ არც უარყოფს და არც ადასტურებს, რაც ჩემთვის გაუგებარია. უახლოეს დღეებში სასამართლო იქნება. ჩემი გადაცემის გუნდი მხარში მიდგას და პროდიუსერი მაია სტეფნაძე რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა მეშველებოდა, მან დამაკვალიანა, როგორ მოვქცეულიყავი და მიხარია, რომ გვერდით მისნაირი ადამიანი მყავს.

- გადაცემის გასვლის შემდეგ აღმოაჩინე, რომ შენი ბინა გატეხეს.
- მარტო ვცხოვრობ, ქირით. სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ კარს საკეტი ჰქონდა მოგლეჯილი. იმ მომენტში ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე, მძარცველი შიგნით იყო. მეზობლებთან ერთად შევედი სახლში და ყველაფერი გად-მოყრილი იყო, მაგრამ წაღებული- არაფერი. ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, კამერა იყოს სახლში დამონტაჟებული. ახლა ვერავის დავადებ ხელს, მაგრამ ვფიქრობ, მტრები ჩემს ასაკთან შედარებით საკმარისად მყავს. არ ვიცი, შეიძლება ძარცვა იყო, მაგრამ მაგ დროს ხომ ძვირფა-სი ნივთები მიაქვთ და ყველაფერი ადგილზე დამხვდა. შესაძლებელია, ჩემი შეშინება უნდოდათ, რაც მოახ-იმ მომენტში ძალიან შემეშინდა ერხეს. ერთი პრობლემაა კიდევ, გაზის ანთება გამიჭირდა და შესაძლე-ბელია, რაღაც ამ კუთხით შემიქმნეს პრობლემა. აუცილებლად დღესვე ამ საქმეს სამართლებრივი კუთხითაც მოვაგვარებ.

პ.ს. ირაკლი ვაჭარაძე გადაცემაში მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ამჯერადაც სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა: ''იმედის'' ეთერში ახლა სხედან სექსმუშაკები, გეები, ტრანსები, ნარკომანები, მკითხავები და კიდევ მრავალი ჯურის ხალხი და თავის ჭკუით მაკრიტიკებენ მე, სინამდვილეში კი ფანტასტიკურ რამეს აკეთებენ: საქართველოს აჩვენებენ, რა ბედი ელის საზოგადოებას, სადაც ადამიანები არიან დაჩაგრულები, გეტოებში გაყრილები და დისკრიმინირებულები. ილაპარაკეთ. რაც მეტს იდუღებს მაჭარი, მით მეტად დაიწმინდება ღვინო ჩენჩოსგან. ათობით აღშფოთებულ მეგობარს ვხედავ. ნუ ღელავთ, გთხოვთ. ჯაჯანიძის გადაცემის ფინალი იყო სასარგებლო, კარგი, ყველამ თქვა, რომ დისკრიმინაცია არის ცუდი.… სულელებიც თუ დისკრიმინაციას ეწინააღმდეგებიან, ესე იგი ჩემი საქმე კარგად გამიკეთებია''.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


ბეჭდვა