18 ივლისი, 2013
რას უმოწმებდა ''ბოზანდარა ბიანკას'' ხვიჩა მაღლაკელიძე
ფოტოს დროს ვამოწმებდი, რამდენად პროპორციული ჰქონდა ბიანკას მკერდსა და ბოქვენს შორის გაპარსული ტერიტორიის მუნიციპალურობა, ამ დროს შემომისწრო შვილმა ცოტა ხნის წინ მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე ''პროფილში'' რეპერის ამპლუაში მოგვევლინა. ამბობს, რომ მუსიკის ეს ჟანრი დიდად არ ხიბლავს. მისი ახალი ამპლუა სამშობლოს დასჭირდა და მანაც უკან არ დაიხია.
ამჯერად გიტარისტს ფოტოხელოვნებაზე, ფოტოსესიაზე ვესაუბრეთ. ''ფეისბუქის'' მისი გვერდიდან ყველაზე სკანდალური ფოტო ამოვარჩიეთ და მისი ისტორიაც დაწვრილებით გამოვკითხეთ.

- ხვიჩა, ზოგადად რა დამოკიდებულება გაქვს ფოტოსესიასთან?
- ისეთივე, როგორც ფოტოსესიას ჩემთან. როცა
მაქვს, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ხან რეკლამისთვის მიწევს ფოტოობიექტივთან პოზირება, ხან - ჟურნალისთვის. მიყვარს, როცა ფოტოგრაფი მეუბნება, ესა თუ ის ''ობრაზი'' დაიჭირეო. იმ მომენტში სხვა სამყაროში ვგრძნობ თავს.
- კამერის კომპლექსი არასდროს გქონია?
- რას ამბობ, მე და კომპლექსი (იცინის)? თუ ჩემი სამშობლოს უკიდეგანო სივრცე მოითხოვს, ნებისმიერ ფოტოს გადავიღებ.
- ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომელი პროფილით დადგნენ ფოტოობიექტივის წინ, რა რაკურსით, სხეულის რა ნაწილი გამოაჩინონ. შენთან როგორაა საქმე?
- რა შუაშია სხეულის რომელიმე ნაწილი. რენტგენს როცა იღებ, კიდევ ჰო, მაგრამ აქ ხელოვნებაა, ნენა, და არა ხუდადოვის ტუბდისპანსერი.
- თავად თუ გიყვარს ფოტოების გადაღება?
- ბავშვობიდან მიყვარდა ალიკ გასპარიანი, შთამომავლობით ფოტოგრაფი ბათუმში. ბევრი რამ მასწავლა ამ სფეროში. ფოტოაპარატიც მაჩუქა - ''ფედ'' , ასე ერქვა. ყველაფერს ვუღებდი ფოტოებს. ღამით ტუალეტშიც დავდევდი ოჯახის წევრებს. მერე იმავე ტუალეტში ვიკეტებოდი და ფირებს ვამჟღავნებდი. ხედავ, რა ძველი ვარ? ფირები იყო მაშინ და არა ციფრული. მაშინდელ უშუქობას ასე თუ გამოიყენებდი და დადებით მხარეს მოუძებნიდი, შანსი არ იყო, ვინმეს შემთხვევით სინათლე აენთო და ფირი გაეფუჭებინა... მაშინ იყო ფოტოების გადაღების მუღამი, თორემ ახლა რა, უსვამ თითებს ამ ტელეფონის ეკრანს და ლამის ახალი ეროგენული ზონები აღმოვაჩინე თითებზე.
- ეს ფოტო სად არის გადაღებული?
- რამდენიმე წლის წინ ბათუმში მარიამობას გადავწყვიტეთ (ვინ გადაწყვეტდა, აბა, გამოიცანით) ბოზანდარა ბიანკას ჩამოთრევა. გაივსო ქალაქი ამ მომღერლის მუყაოს სურათებით. ბუჩქები და სკვერები აივსო მეოცნებე ანანისტთა კბილთა ღრჭიალით. ამ ფოტოს დროს ვამოწმებდი, რამდენად პროპორციული ჰქონდა ბიანკას მკერდსა და ბოქვენს შორის გაპარსული ტერიტორიის მუნიციპალურობა, ამ დროს შემომისწრო შვილმა ფოტოაპარატით და კი ხედავთ, როგორ მექაჩება მარი, წამო, მედეას ძეგლთან წავიდეთ, იქ უფრო კარგად ჩანს ყველაფერიო.
- და წახვედით მედეას ძეგლთან?
- არა, მაღლაა ძალიან და თან ჩემი მტკაველი არ ეყოფოდა მაგის გაზომვას (იცინის).
- ''პროფილის'' ბოლო გადაცემაში გნახეთ, რეპერის ამპლუა მოირგე...
- ამ ამპლუის რა მოგახსენო, დიდად არ მიყვარს ეგ ჟანრი, მაგრამ გავიმეორებ და რასაც ჩემი სამშობლო მოითხოვს, იმას გავაკეთებ. გასკდით გულზე, პროლეტარებო (იცინის).
- ცხელი დღეები გვიდგას თბილისში, სად ემალებით ზაფხულის მცხუნვარე დღეებს?
- ბათუმში ვარ, გოჭივით შებრაწული ვდგავარ დღედაღამ სანაპიროზე. ბოლოკიღა მაკლია პირში.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS