13 მარტი, 2015
''ქორწინებამდე თანაცხოვრების მომხრე არ ვარ''
მთავარია, ადამიანი შინაგანად იყოს პატიოსანი მომღერალ ზურა მანჯავიძეს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი რესპონდენტისთვის გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტი მაინცდამაინც მისაღები არ ყოფილა, თუმცა ოჯახში თანასწორუფლებიანობას აღიარებს, ღალატის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობას ქალსაც და კაცსაც ერთნაირად აკისრებს.

- საკმაოდ ტრადიციული ადამიანი ვარ, ოღონდ არა თავგადაკლული. ტრადიცია, რომელიც ნეგატიურ დამოკიდებულბას იწვევს ჩემში, არის უზარმაზარი ქელეხი ან ქორწილი, 1000-კაციანი, მაგალითად. არ ვამბობ, რომ პატარა არ უნდა გაკეთდეს, უბრალოდ, ასეთი მასშტაბის არც ქორწილი მომწონს და არც ქელეხი, მით უმეტ
ეს, თუ ეს უკანასკნელი დიდხანს გრძელდება და ქეიფს ემსგავსება. ისეთ სუფრაზეც არ მსიამოვნებს ყოფნა, სადაც მთავარი სმაა, არაა გართობა, სიმღერა, ცეკვა, ლექსი, დროის ტარება.

- ხშირად ისმის პრეტენზიები თამადის მიმართ.
- ვისაც თამადა არ მოსწონს, იმას კარგი თამადისთვის არასდროს მოუსმენია. მე ისეთ თამადებთან მქონია ურთიერთობა, რომელთა მოსმენაც ჩემთვის გაკვეთილივით იყო, თუკი ასეთ ადამიანს მოუსმენენ, ნეგატიური დამოკიდებულება აღარ ექნებათ.

- ზურა, რას იტყვით დაუპატიჟებელ სტუმარზე დღევანდელ დღეს?
- როდესაც სტუმარი გყავს, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებ, რომ თავი არ შეირცხვინო, უსტუმრო ოჯახი – ეს ქართველი კაცისთვის ყველაზე სამარცხვინო დახასიათებაა. ამიტომ, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, ცდილობენ, თავი არ შეირცხვინონ. დაუპატიჟებელი სტუმარი დისკომფორტს მაშინ იწვევს, თუკი მისი კარგად გამასპინძლების საშუალება არ გაქვს.

- როგორ ფიქრობთ, პატრიოტობა დღეს სტერეოტიპულია?
- სტერეოტიპულის რა მოგახსენო, მაგრამ ვაიპატრიოტი უფრო მრავლადაა დღეს, ვიდრე ისინი, ვისაც ნამდვილად შესტკივა გული ქვეყანაზე. ამ თემით მანიპულირება ბევრს შეუძლია, პატრიოტული საქმის ჩუმად კეთება კი - ცოტას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. თვითონ ამ სიტყვამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, დევალვაცია განიცადა, პატრიოტობა თანამდებობა არ არის, სიტყვით მანიპულირება არაფრის მომცემია, საქმითაა სიყვარულის დამტკიცება საჭირო.

- საუბარი ოჯახურ ტრადიციებზე გადავიტანოთ. რამდენად მისაღებია თქვენთვის თანაცხოვრება ქორწინებამდე?
- ამ საკითხისადმი ყველას თავისებური მიდგომა აქვს, მაგრამ მე არ ვარ ქორწინებამდე თანაცხოვრების მომხრე. ამ საკითხში უფრო კონსერვატორი ვარ და მირჩევნია, ოჯახი ტრადიციების დაცვით შეიქმნას.

- ოჯახის უფროსი აუცილებლად კაცი უნდა იყოს?
- ოჯახში თანასწორუფლებიანობის მომხრე ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, მცირე უპირატესობა მაინც კაცს უნდა ჰქონდეს, სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე. კაცი კაცის ფუნქცია-მოვალეობებს უნდა ასრულებდეს, ქალი – ქალისას. ძირითადი შემომტანი მაინც კაცი უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალი არ უნდა მუშაობდეს. გადამწყვეტი სიტყვა, ოღონდ არა ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, კაცს უნდა ეკუთვნოდეს. პატრიარქალური ოჯახის მომხრე ვარ. ოჯახს ეს საძირკველი რომ ერღვევა, მერე ხდება გაუკუღმართება, კაცი უნდა იყოს შემომტანიც, წარმმართველიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალის უფლებები უნდა ირღვეოდეს. მამაკაცი უნდა იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალი - შინაგან საქმეთა მინისტრი.

Rating

- როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში ღალტს სქესი რატომ აქვს? სწორია ეს მიდგომა?
- რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ღალატის გამო პასუხისმგებლობა კაცსაც ისევე ეკისრება, როგორც ქალს, რელიგიურადაც ასეა და ადამიანურადაც.

- ხშირად ამბობენ, რომ ჩვენს რეალობაში მამაკაცები შესუსტდნენ, გარეგნულადაც შეიცვალნენ, გამოჩნდნენ ბიჭები საყურით, ვიწრო შარვლით…
- ქალის როლის გაძლიერება კაცის შესუსტებამ და იმ უმწეო მდგომარეობამ გამოიწვია, რაშიც კაცები ჩაცვივდნენ, ან საკუთარი თავი ჩაიგდეს. არარეალიზებული კაცების პრობლემას ვაწყდებით, რომელთაც არ აქვთ სამსახური, არ არიან შემომტანები, ფუნქციურად მორღვეულები არიან, შემდეგ ეს ფსიქოლოგიური პრობლემები სქესობრივ ცხოვრებაზეც აისახება, ყველაფერი ეს იწვევს აგრესიას, რომელსაც კაცი მასზე სუსტ ქალზე ავლენს და იკვრება ეს მოჯადოებული წრე.

- დღეს, როდესაც სექსუალური ცხოვრება თავისუფალი გახდა, ქალის პატიოსნება რით განისაზღვრება?
- ამაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა, ქალის პატიოსნება იცი, რა არის? რაო? სამჯერ გათხოვდა და საყვარელი ისევ პირველი ჰყავს, მაინც იმ საყვარლის ერთგული დარჩაო. მეორესაც მოგიყვებით, ერთ ქალზე თქვეს: ლესბოსელიაო, რატომო? ქმარი მოუკვდა და მას შემდეგ არც ერთ კაცთან არ გაუვლიაო. ადრე მაგას პატიოსნებას ეძახდნენ და ახლა ლესბოსელობა თუ ერქვა, არ ვიცოდიო (იცინის). მთავარია, ადამიანი შინაგანად იყოს პატიოსანი. არიან მეძავები, რომლებიც ბევრ ვითომ პატიოსან ქალზე მეტად პატიოსნები არიან შინაგანად, ასევე არიან ვითომ პატიოსანი ქალები, რომლებიც გულში და ფიქრით ღალატობენ, უბრალოდ, რაღაც უშლით ხელს, რომ ეს ყველაფერი შეასრულონ. პატიოსნების კრიტერიუმი ჩემთვის არის ერთგულება, როცა ქალიცა და კაციც თავისი სიყვარულის ერთგულია.

- რაც შეეხება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას…?
- ასე თუ ისე, შევეგუე მათ არსებობას. ვერ ვიტყვი, მათ მიმართ დადებითად ვარ განწყობილი-მეთქი, მაგრამ მიწევს ურთიერთობა, თუმცა ვცდილობ, დისტანცია დავიცვა, არ შევდივარ მათთან ახლო ურთიერთობაში და არ ვმეგობრობ. რაც შეეხება გეიაღლუმს, ამის სას-ტიკი წინააღმდეგი ვარ, იყვნენ თავისთვის, მაგრამ არაა საჭირო ამის აფიშირება და გრანტების გამო რაღაცების კეთება. საინტერესო ისაა, რომ ასეთი ქმედებებით, გეიაღლუმებით და ლგბტ პირების უფლებების დაცვით არასამთვრობო ორგანიზაციები გრანტებს იღებენ, თავად კი იმ არასამთავრობოს წარმომადგენლები შეიძლება, სულაც არ მიეკუთვნებოდნენ ლგბტ საზოგადოებას. თავად არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებს, გეებსა და ლესბოსელებს სულ არ უნდათ საკუთარი ორიენტაციის აფიშირება, თავისთვის აკეთებენ საქმეს, მაგრამ ასეთი აქციებით, აღლუმებით სხვადასხვა ორგანიზაცია ამა თუ იმ წყაროიდან ფინანსდება.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ლუბა ცინცადზე
ზურა კარგი ადამიანი ხარ დგევანდელ დგეს ქარტველი კაცი როგორიც სენ ხარ ალბატ ნაკლებია გაიხარე სენს ოჯახტან ერტად
22:04 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
არ გიცნობდე მაინც რა აფერისტიც ხარ ... )) ამოუვიდა ეხლა, ამ ინტერვიუში ფრთები ... მაგარი ქვეშქვეშა " კაცი" ხარ შენ .
02:56 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკუნა
მაპატიეთ მაგარამ მეტქვენი და "ფორტეს"გოიმური სიმღერები არ მომწონს:((
16:19 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კახა
"ლგბტ პირების უფლებების დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტებს იღებენ." მთავარია გრანტები არ მიიღონ, ადამიანის უფლებების დაცვას რა მნიშვნელობა აქ. თანასწორუფლებიანობის მომხრეა ოღონდ უპირატესობა კაცს უნდა ქონდეს და ქალი არ შეიძლება იყოს წარმმართველი.
13:57 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნენე
ძალიან მომწონდა და მომწონს ეს პიროვნება, ასეთი უნდა იყოს თანამადეროვე ქართველი კაცი.ღმერთმა გაგახაროს
09:50 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS