04 იანვარი, 2015
10 ნაკლებად რეიტინგული ქართველი ვარსკვლავი - reitingi.ge-ს მიხედვით
2014 წელს, როგორც ჩანს, არ გაუმართლათ გასულ კვირას, ''რეიტინგის'' მორიგ ნომერში 10 ყველაზე პოპულარული სახე გამოვავლინეთ, რომელთა შესახებაც სიახლეები მთელი წლის განმავლობაში საიტზე ყველაზე კარგად იკითხებოდა.

ჩვენ გვაქვს უნიკალური საშუალება, ყოველდღიურად ვადევნოთ თვალი ვარსკვლავების რეიტინგებს და გასული ნომრისგან განსხვავებით, ამჯერად ყველაზე ''გაცვეთილ'' სახეებს წარმოგიდგენთ.

მართალია, მათ ყველა იცნობს, ხშირად იწვევენ სატელევიზიო გადაცემებში და ჟურნალების გარეკანზეც ხვდებიან, მაგრამ 2014 წელს, როგორც ჩანს, არ გაუმართლათ და ხალხის ინტერესი წლის ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს.

10. მაია დარსმელიძე - წელს
განსაკუთრებულად გამოირჩეოდა სოციალურ ქსელში სკანდალური სტატუსებით და ბილწსიტყვაობით. თავიდან კარგად დაიწყო, ხალხი აჰყვა და როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კომენტარებით რეკორდს ხსნიდა, მაგრამ მალე მოჰბეზრდათ და მომღერლის სტატუსების მკითხველები საიტზე თანდათან შემცირდა.

Rating

9. ლევან სუხიტაშვილი - 2014 წელი მისთვის პროდუქტიული აღმოჩნდა. ''ჩემი ცოლის დაქალებში'' როლი მიიღო და საზოგადოებას თავი შეახსენა, მაგრამ, როგორც ჩანს, დაოჯახებული სუხიტაშვილი ხალხისთვის იმდენად საინტერესო აღარ აღმოჩნდა.

Rating

8. ქართლოს ნატროშვილი - მიხეილ სააკაშვილის პაროდია ყველაზე კარგად გამოსდის და მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში ორიოდ წელია, აღარ გამოჩენილა, ნატროშვილი უსაქმურად მაინც არ დარჩენილა. სააკაშვილის პაროდიით ეთერში კვირაში ერთხელ მაინც ჩნდება, მაგრამ ეტყობა, აქტუალურობისთვის მხოლოდ პაროდია არ კმარა.

Rating

7. ოთო ნემსაძე - ალბათ, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, რადგან წელს დაოჯახდა და მუსიკალური კონკურსი ''ბრავო'' მოიგო, მაგრამ მის შესახებ დაწერილმა სიახლეებმა მკითხველი ვერ დააინტერესა.

Rating

6. მერსი სულხანიშვილი - ამ გოგონამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხალხს გაეცნო. თავი არ დაუზოგავს, სხეულის სხვადასხვა ნაწილის გამოჩენით, მაგრამ მერსის ტალღამ ინტერნეტსივრცეს ერთჯერადად გადაუარა.

Rating

5. რამაზო რომა - თითქოს პოპულარობისთვის ყველაფერი აქვს, მაგრამ სტამბოლში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ისეთი საინტერესო ვერ აღმოჩნდა მკითხველისთვის, რომ მასზე დაწერილი საკმაოდ სკანდალური სიახლეები აეტაცებინათ.

Rating

4. ლალი მოროშკინა – ის ყველა სფეროში მოღვაწეობის დროს რეკორდს ხსნიდა პოპულარობით, მაგრამ გათხოვების შემდეგ იმიჯი შეიცვალა და მხოლოდ პოლიტიკურად მძიმე 2014 დაუდგა. შესაბამისად, მეოჯახე ლალიმ ყვითელი ამბების მოყვარული მკითხველები ძველებურად ვეღარ დააინტერესა.

Rating

3. მარკუს მეტრეველი - ეს მომღერალი რას აღარ აკეთებს პოპულარობისთვის, არ ერიდება ეთერში ცხოვრების პიკანტური დეტალების მოყოლას, თითქოს ექსტრავაგანტური გარეგნობაც ხელს უწყობს, რომ მკითხველს მის შესახებ სიახლეები აინტერესებდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მარკუსმა საკუთარ იმიჯს რაღაც დააკლო.

Rating

2. ნინა წკრიალაშვილი - წლების განმავლობაში ნინას ახალი სიმღერის ჩაწერაც კი არ სჭირდებოდა პოპულარობის შესანარჩუნებლად. ის მუდმივად იყო ჭორების ეპიცენტრში და არასოდეს ერიდებოდა გულახდილ საუბარს. წელს, როგორც ჩანს, დასვენება გადაწყვიტა ან უბრალოდ, სკანდალებით დაიღალა. ამიტომ პოლიტიკური განცხადებებითაც ნაკლებად აქტიურობდა და პირად ცხოვრებაშიც ჯერჯერობით ახალი არაფერი აქვს.

Rating

1. შორენა ბეგაშვილი - გასული ორი თვის განმავლობაში შორენა ''მარაოს'' ეთერში იმდენჯერ გათხოვდა, რომ ალბათ ყველაზე რეიტინგული ვარკვლავების სიას უნდა ედგეს სათავეში, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, პირიქით აღმოჩნდა. ჟურნალისტებთან ინტერვიუზე უარს აცხადებს და როგორც ჩანს, ხალხიც მისგან სიახლეს ნაკლებად ელის.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ტატიანა
დაიღალა ხალხი ამდენი პროსტიტუტკების ყურებით................
12:16 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
zuba
რამაზო რომა არა 'შვანცკის კოკორი"ერთი საშინელი პიდარასტია
17:45 / 05-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ძალიან გთხოვთ ამ ერთიდაიგივე ხალხით ნუ გვიბურღავთ ტვინს და რომ იცოდეთ.....ყოველწუთას ცხვირში,რომ გვტენით თავი მოგვაბეზრეეეეეეთ.....ნაფტალინის სუნი ასდის ნინას და შორენას უკვეეეეეე.....ვინმე ახალი ნახეეეეთ.....
12:20 / 05-01-2015
გამოხმაურება / 0 /
shorena
Ar inerviulo tu tsels Shorenam gajoba,momaval tsels pirveli iknebi imedi makvs,shen is "varskvlavi" xar modidan ROM arasdros gamova.tsarmatebebs gisurveb DA gilotsav axal tsels.
19:43 / 04-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თამაზინო
"წვრილვარსკვლავთა ღამე"...
13:30 / 04-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS