06 იანვარი, 2018
რა აჩუქა ნიკუშა შენგელაიასა და ეკა ჭიჭინაძეს ქორწილში ბიძინა ივანიშვილმა
დრომოჭმული ტრადიცია არ არსებობს, არსებობს დამახინჯებული ტრადიცია ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნიკუშა შენგელაიამ და ეკა ჭიჭინაძემ ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს. ქორწილის დეტალებსა და ზოგადად, ქართულ ტრადიციებზე ეკა ჭიჭინაძეს ვესაუბრეთ.

-  პატივს ვცემ ქართულ ტრადიციებს, რომლებიც ოჯახიდან მოდის. ქვეყნისა და ერის იდენტობისთვის ტრადიციების შენარჩუნება აუცილებელია.
ჩემი აზრით, დრომოჭმული ტრადიცია არ არსებობს, არსებობს დამახინჯებული ტრადიცია, მაგალითად, თამადის, ქელეხის ტრადიცია. ქელეხს იმიტომ აკეთებდნენ, რომ ხალხი მისასამძიმრებლად სხვა სოფლებიდან ჩადიოდა, გადიოდა გრძელ გზას და პატივისცემის ნიშნად ჭირისუფლის ოჯახი სუფრას ახვედრებდა, დღესდღეობით
კი ამან არასწორი ფორმა მიიღო. შევხვედრივარ საშინელ თამადასაც.
- ათეული წლის წინ ოჯახის შექმნას რამდენიმე ეტაპი უძღოდა წინ, დღეს კი ხელის თხოვნა, ნიშნობა აღარ იმართება.
- რიტუალები, რაც შენ ჩამოთვალე, ყველა ქვეყანაშია და ძალიან ლამაზია, მთავარია იყოს გულწრფელი გრძნობა, ოჯახის ტრადიცია ჩემთვის განსაკუთრებულია, ღერძია. უბრალოდ, ეს ტრადიციები არ უნდა გაუფასურდეს, არ დამახინჯდეს. აი, ჩვენც ოცი წლის შემდეგ ჩავატარეთ ეს რიტუალი...
- თქვენს ხელის მოწერას გულისხმობთ?
- შეგვეძლო, სადმე წავსულიყავით და უბრალოდ, ხელი მოგვეწერა, მაგრამ ეს ყველაფერი გასართობად მოვიფიქრეთ. როცა ადამიანი ასაკში შედის, საჭიროა, ბიუროკრატიული საკითხები მოგვარებული ჰქონდეს.
წლების წინ ქორწილი კი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ულამაზესი რიტუალით, ჯვრისწერით შემოვიფარგლეთ და ასე დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ახლა კი, 20 წლის შემდეგ, ზუსტად ჯვრისწერის დღეს, 24 ოქტომბერს დავამთხვიეთ ხელის მოწერა, თან ამ დღეს ნიკუშას დაბადების დღეცაა და სიმბოლური იყო. საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრეთ ერთად და მყარი გადაწყვეტილება მივიღეთ (იცინის). ნიკუშამ ბევრი იფიქრა, კარგად დამაკვირდა და ისე მომიყვანა ცოლად, წინა ცოლების შემთხვევაში დაუკვირვებლად დგამდა ნაბიჯს, ახლა კი დამაკვირდა და აშკარად გაუმართლა, ხელიც მოვაწერეთ (იცინის).
- ამ ყველაფერს ორგანიზება ვინ გაუკეთა?
- თავიდან მე ვიყავი აქტიურად ჩართული და მინდოდა, ხელის მოწერის რიტუალისთვის ამასთანვე გართობის სახე მიმეცა, მერე კი ნიკუშამ ჩამომართვა სადავეები და მთელი ენთუზიაზმით ჩაერთო სამზადისში.
- სიძე-პატარძლის იმიჯზე ვინ იზრუნა?
- როდესაც რაიმე წვეულება ან უბრალოდ, განსაკუთრებული შემთხვევაა, ყოველთვის გამორჩეულად ვემზადები, ვცდილობ, ახალი იმიჯი მოვირგო, ეს სტიმულსაც მაძლევს. თავიდან თეთრი კაბის ჩაცმა მინდოდა, გამზადებულიც კი მქონდა, მაგრამ მერე შემრცხვა, ვიფიქრე, დამცინებენ-მეთქი და ბოლოს არჩევანი შავ-თეთრზე შევაჩერე.
- სტუმართა რიგებში უამრავი ცნო­ბილი სახე, პოლიტიკოსი ვნახეთ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთ­ან ერთად.
- პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს ქორწილში იყვნენ, ჩვენი მეგობრები არიან, ისინი ახლა არიან ხელისუფლებაში, თორემ ჩვენ უკვე ბევრი წელია, ვმეგობრობთ. დათო უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ოჯახთან ნათელმირონობა გვაკავშირებს, ნიკუშა მათი უმცროსი ბიჭის ნათლიაა, მაია ფანჯიკიძე კი ძალიან დიდი ხანია, ჩვენი მეგობარია, ასე რომ, ჩვენთან მეგობრული სტატუსით იყვნენ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილსა და ეკას, ჩვენ შორის პოლიტიკა არ არსებობს, სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი მეგობრობა 2011 წლიდან იღებს სათავეს, პირადად მე დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ეს ოჯახი, პოლიტიკისგან დამოუკიდებლად.

Rating

- ვინ ხელმძღვანელობდა სუფრას, ვინ იყო თამადა?
- დათო მაღრაძე, ოღონდ არა ისეთი, როგორიც წარმოგიდგენიათ, ძალიან მხიარული თამადა გახლდათ.
- საინტერესოა, რა გისახსოვრათ ბიძინა ივანიშვილმა?
- დიდი ტელევიზორი. დასამალი არაფერია, რადგან ოჯახური დღესასწაული გვქონდა, სიმბოლურად საოჯახო ნივთი გვაჩუქა.
- დედამთილი - სოფიკო ჭიაურელი, მამამთილი – გიორგი შენგელაია, როცა ასეთი ოჯახის ახალი რძალი ხარ, ზედმეტი პასუხისმგებლობა ხომ არ არის?
- როცა ამ ოჯახის წევრი ხდები, რასაკვირველია, პასუხისმგებლობა არის, თან სერიოზული. ჩვენ გიორგისთან მთელი 8 წელი ვიცხოვრეთ, მაგრამ არც მისგან, არც სოფიკოსგან არც ერთხელ არ გვიგრძნია, რომ ისინი ამხელა პიროვნებები იყვნენ და მათი სიდიდეც სწორედ აქედან მომდინარეობს. გიორგი ძალიან საინტერესო და უნიჭიერესი ადამიანია, სოფიკოს კი რაც უფრო ახლოს იცნობდი, მით უფრო აღფრთოვანებაში მოდიოდი ყოველდღე.
- თქვენი აზრით, რატომაა ქალის ღალატი ''მომაკვდინებელი'' და კაცის – არა.
- ესაა თემა, რომელიც ჩემთვის გაუგებარია. ღალატი წარმოუდგენელია, ეს რომ ჩემს ოჯახში მოხდეს, იქ ყველაფერი დამთავრებულია. სწორედ ამიტომაა საჭირო წყვილის, პირობითად, ორწლიანი თანაცხოვრება, რომ მიხვდე, ის ადამიანი შენია თუ არა. ჩემნაირი ადამიანისთვის წარმოუდგენელია ღალატი როგორც კაცის, ასევე ქალის მხრიდან. ''კაცს ყველაფერი ეპატიება'' - ეს ფრაზა ჩემთვის არ არსებობს. ამაზე არც ვფიქრობ.
- არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე რას ფიქრობთ?
- არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ადამიანის ორიენტაციას, მეგობრებიც მყავს ასეთი და ყურადღებას ამ საკითხზე არც ვამახვილებთ. რა ქნას, ასეთია. ამ თემის წინ წამოწევა არ იძლევა კარგ შედეგებს, მე ჩვენს ქვეყანაში დაჩაგრული არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი არ შემხვედრია. არც ''ტაბურეტკებით'' სირბილია სწორი და არც ის, რომ წინ წამოსწიონ ორიენტაციის გამო.
- რამდენად აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში ქალიშვილობის ინსტიტუტი?
- როგორც მესმის და ვიგებ, მგონი, ჯერ კიდევ აქტუალურია, მაგრამ გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტის შემოსვლა, რომელსაც მე მივესალმები, თანდათან გააქრობს ქალიშვილობის თემას.
- საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი პოლიტიკა და სექსი რატომაა?
- ეს ორი უკიდურესობაა. სხვათა შორის, ხშირად მიფიქრია ამაზე. შეიძლება, ეს სოციალური პრობლემების გამო ხდება. სექსის საკითხიც წამოწეულია, რაც ჩემი აზრით, ცოტა პროვინციალიზმია. ჩვენ პატარა პროვინცია ვართ, ყველა ყველას იცნობს, ყველა ერევა პირად ცხოვრებაში, განსაკუთრებით თბილისში. ეტყობა, ხალხს თვითონ არ აქვს საინტერესო ცხოვრება და სხვის ცხოვრებაში იქექებიან.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
status quo
ეს იმ სი.ის შვილი არაა,ბიძინაზე დებილიაო რომ ამბობს?ესეც მამასავით უმადური იქნება,უსაქმური ლოთი...
11:24 / 26-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ნანო,გეთანხმები,ჯიგარი ხარ,მაგრამ ერთია,რომ ეს ხელოვანი ხალხი ვინც ქართულ კულტურას აკეთებდა ,არ შეიძლება ამ ერთ ხიხოს ამბიციებს გადაყვეს,ისე უნდა დადგეს საკითხი,რომ ყველა "თავის თავს ეყუდნოდეს"რომ ამ მათხოვართან შესახვეწი არავის ჰქონდეს,რომელსაც ფულის გარეშე, არავინ, თავსაც არ გაუყადრებდა!
00:01 / 31-08-2015
გამოხმაურება / 0 /
nano-s
Sainteresoa tkven uars itkodit? Ra bogma xart,es kidev rbili shepasebaa tkvennairebis.
12:07 / 22-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გურული
არწივები ზეიმობენ.გვიხარია გილოცავტ.
15:09 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ვიღაც ნანოს
ალბათ არ იცით, რომ ასეთი ღვარძლიანი კომენტარის ავტორის მიმართ იმდენად დიდი აგრესია უჩნდება ნორმალურ ადამიანს, რომ მის კომენტარს აღარც უღრმავდება, -თუ მაინცდამაინც უნდა, რომ ჩაუღრმავდეს...შური და სიძულვილი მიშასთვის შეინახე და გაყევი თან,-ჩვენს ქვეყანას შენგელაიებისა და ჭიაურელების მოძულე ადამიანი არაფერში გამოადგება...
18:54 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS