26 ნოემბერი, 2014
ნუნუკა თამაზაშვილი მესამე შვილს ელოდება
''ბეიბი ბუმის'' პირველი ლენტი ანუკა არეშიძემ გაჭრა დასავლურ სამყაროში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს ''ბეიბიბუმერებს'' ეძახიან. მაშინ ქალთა მშობიარობის რაოდენობის გაზრდა ეკონომიკური მდგომარეობის ზრდამ გამოიწვია და სწორედ მას შემდეგ დამკვიდრდა ეს ტერმინი მთელ მსოფლიოში. მართალია, საქართველოში ჯერჯერობით ეკონიმიკას არაფერი ეშველა, მაგრამ პოლიტიკური ''ბეიბი ბუმი'' ნამდვილად გვაქვს. იმედია, პოლიტიკოსთა ოჯახებს მალე ქვეყნის დანარჩენი ნაწილიც შეუერთდება და დემოგრაფიული მდგომარეობაც გამოსწორების გზაზე დადგება.

პრემიერ-მინისტრის მეუღლე – ნუნუკა თამაზაშვილი, მესამე შვილს ელოდება. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის
წინ გავიგეთ, მაგრამ პრემიერის მეუღლე ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს და შესაბამისად, ინფორმაციის გადამოწმება რთული აღმოჩნდა. ''სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები'' - ასე ერქვა დადგმას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე 28 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა.

ედგარ ლი მასტერსის მონოლოგების კრებულზე დაყრდნობით შექმნილ სერენა დანდის ნამდვილ ამბებს ქალთა ძალადობაზე საქართველოში ცნობილი ქალბატონები კითხულობდნენ. იტალიელ ელჩ ფედერიკა ფავისთან ერთად იყვნენ ანუკა არეშიძე, ნინო სუხიშვილი, მაია ფანჯიკიძე, თეა წულუკიანი, პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა და სხვა ქალბატონები. მათ შორის არ იყო ნუნუკა თამაზაშვილი. კულისებში ამბობდნენ, რომ ნუნუკამ ფეხმძიმობის გამო თავი შეიკავა საკმაოდ მძიმე დადგმაში მონაწილეობისგან.

ღარიბაშვილის მეორე ნახევრის ორსულობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება პრემიერის პრესსამსახურთან ვცადეთ, თუმცა, როგორც გვითხრეს, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ფაქტია, რომ ბოლო დროს ნუნუკა საჯაროდ აღარ ჩანს და სავარაუდოდ, ფეხმძიმობის პირველ თვეებში მშვიდად ყოფნას ამჯობინებს.

''ბეიბი ბუმის'' პირველი ლენტი ანუკა არეშიძემ გაჭრა. პოლიტიკაში ''ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ ანუკასა და კახის ოჯახს მესამე ვაჟი, ვაჩე კალაძე შეემატა.

მესამე შვილზე ფეხმძიმედ აღმოჩნდა დავით ნარმანიას მეუღლე თიკა თინიკაშვილიც. ეს ამბავი მერობის წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, მაგრამ მიუხედავად საპატიო მდგომარეობისა, ნარმანიას მეუღლე ყველა შეხვედრაზე თან ახლდა.

გიორგი მარგველაშვილს საყვარელ ქალზე ოფიციალურად დაქორწინებას ჯერ კიდევ წინასაპრეზიდენტო პერიოდში სთხოვდნენ, მაგრამ მაშინ წყვილმა არაფორმალური ურთიერთობა არჩია და მაკა ჩიჩუა პირველი ლედის სტატუსის გარეშე დარჩა. მარგველაშვილის გაპრეზიდენტებიდან ერთი წლის თავზე კი პრეზიდენტმა ჩიჩუასთან ხელი მოაწერა და მალე ცნობილი გახდა, რომ წყვილი საერთო შვილს ელოდებოდა. მარგველაშვილსა და ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილები ჰყავთ. პრეზიდენტის ვაჟი (სქესი უკვე ცნობილია) იანვარში დაიბადება.

ბავშვს ელოდება თინა ბოკუჩავაც. თინას პირადი ცხოვრება ჯერ კიდევ დაოჯახებამდე გახდა სკანდალის მიზეზი. პარლამენტარის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია ერთი წლის წინ გავრცელდა. მაშინ ბოკუჩავა ერთ-ერთ ცნობილ ნაციონალს დაუკავშირეს, რომელსაც ცოლიც ჰყავდა და შვილებიც. ეს ამბავი ჭორი აღმოჩნდა და ზაფხულში კოტე იოსელიანზე გათხოვდა. ახლა კი ახალგაზრდა პარლამენტარი ბავშვს ელოდება, მაგრამ ამის გამო პოლიტიკური აქტიურობა არ შეუწყვეტია და ხმაურიან განცხადებებსაც არ ერიდება.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა