26 ივნისი, 2013
ვისთან ერთად გაატარა ანრი ჯოხაძემ ღამე პრეზიდენტის აპარტამენტში
საპრეზიდენტო ნომერს გიგანტური კორიდორი აქვს, ოქროთი მოვარაყებული კედლებითა და ტერასით. სააბაზანო ოთახის ახლოს არის ფანჯარა, საიდანაც პარიზის მომხიბვლელი პანორამა იშლება. 17 ივნისს ანაკლია-განმუხურში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და ქართველი მომღერლების მონაწილეობით განმუხურის ამფითეატრში კონცერტი გაიმართა. ალბათ ამ ფაქტს პრესა განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევდა, რომ არა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ანრი ჯოხაძის ფოტოსესია. ფოტოებზე ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერი ხდებოდა. ერთ ფოტოზე ანრი საწოლში მარტო პოზირებდა, მეორეზე კი- რამდენიმე მომღერალთან და საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებთან ერთად.

როგორც გაირკვა, ანაკლიაში
გამართული კონცერტის შემდეგ ანრიმ ღამე სასტუმრო „ოქროს საწმისში“ საპრეზიდენტო ნომერში გაატარა. ნომერი, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, დღე-ღამეში 2000 ლარი ღირს, სასტუმროს მერვე სართულზეა და მიხეილ სააკაშვილის მოსასვენებელ აპარტამენტად ითვლება. სოციალურ ქსელში ატეხილმა აურზაურმა, როგორ და ვისთან ერთად მოხვდა მომღერალი საპრეზიდენტო ნომერში, ანრი გააღიზიანა და მოგვიანებით დაწერა. „ეს რას ნიშნავს, პრეზიდენტის გარდა სხვას არ აქვს უფლება, რომ მსგავსი ტიპის ლუქსში ღამე გაათიოს?“ მომღერალს ტელეფონით დავუკავშირდი და ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვი.

- ანრი, გამარჯობა. რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვა იმ ცნობილ ფოტოებთან დაკავშირებით, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
- (იცინის) თქვენ აშკარად ყველამ გააფრინეთ. კონცერტი მქონდა სამი დღის წინ და მაგ სასტუმროში ვცხოვრობდი. მერე რა მოხდა?!
- სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ფოტოების გავრცელების შემდეგ სასტუმროს პერსონალი გაათავისუფლეს.
- ჩემი ფოტოების გამო არავინ გაუთავისუფლებიათ. ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს თუ ვენდობით, ადრე გაათავისუფლეს, როდესაც პრე-ზიდენტი იყო დაბინავებული და ვიღაცამ საპრეზიდენტო ნომერში ფოტოები გადაიღო. ლამაზი დიზაინი აქვს და ალბათ მაგიტომ გადაიღო.
- თქვენ როგორ მოხვდით ამ ნომერში?
- (იცინის) რა მნიშვნელობა აქვს? რა მოხდა, ვიღაც რომ აღმოჩნდეს საპრეზიდენტო ლუქსში? მართლა არ მესმის, რა არის აქ აჟიოტაჟის ასატეხი, ეს არის უაზროდ აგორებული ისტერიკა.
- რა ღირდა ნომერში ღამის გათენება?
- არ ვიცი, მე არ ვიხდი ხოლმე (იცინის).
- ვისი ორგანიზებული იყო კონცერტი?
- ახალგაზრდული კონცერტი იყო ანაკლიაში დამსვენებლებისთვის და ცსხვადასხვა ქვეყნიდან იყო ხალხი ჩამოსული, რაც ცოტა გამიკვირდა. მათ შორის- ჩვენი მეზობელი რუსეთიდანაც და ჩვენ ვმღეროდით. ბევრი მომღერალი ვიყავით- მე, ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე, ჯგუფი „სეიშენი“ , თიკა ჯამბურია, ოღონდ თიკა წამოვიდა, არ დარჩენილა.
- ანრი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ და სკანდალების ნაკლებობას არ უჩივი. ამ ფოტოების გავრცელების შემდეგ ხალხმა ჩათვალა, რომ ესეც შენი სკანდალების ნაწილია...
- აზრად არ მომივიდოდა, თუ რომელიმე მედიასაშუალება აიღებდა ამ ფოტოებს და უაზროდ გააპიარებდა. ანრი ჯოხაძეზე არ არის საუბარი, ნებისმიერი ადამიანი რომ შევიდეს პრეზიდენტის ლუქსში, დასაძრახია? უამრავი ადგილი აქვს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მონახულებული, სადაც ჩვეულებრივი ადამიანებიც დადიან.
- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხშირად გაგვიგია მომღერლებისგან წუწუნი, რომ კონცერტები აღარ ტარდება და არ იწვევენ.
- სამარცხვინოა, როდესაც მომღერალი ამბობს, რომ ამა თუ იმ ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რომ როგორც მომღერალი და შემოქმედი შედგეს. ეს არის დიდი სირცხვილი. რას ნიშნავს, ეგეთი ბანძი ხარ, რომ თუ ხელისუფლებამ მხარი არ დაგიჭირა, არავის სჭირდები? არასოდეს დამიწუწუნია არც ერთი ხელისუფლების მისამართით, რომ რაღაცაში გვერდით არ გვიდგას. რა შუაშია ხელისუფლება ჩემს საქმიანობასთან, ამიხსენით?!
Rating
- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ზოგიერთი მომღერალი ამბობს, რომ საღამოებზე აღარ ეპატიჟებიან. მაგალითად, ნინო ჩხეიძე წუწუნებდა, რომ მოდის კვირეულსა და „რუსთავი 2“ -ის საღამოზე არ დაპატიჟეს. თქვენ თუ გიგრძნიათ ეს?
- მოდის კვირეულსა და „რუსთავი 2“ -ის დაბადების დღეს კონკრეტული პირები ხელმძღვანელობენ. აქედან გამომდინარე, ვერავის ვუსაყვედურებ, რატომ არ დამპატიჟეთ-მეთქი. რაც შეეხება სახელწიფოს მიერ ორგანიზებულ კონცერტებს, მაგასაც ვერ ვიტყოდი, რომ ვინმე დაიბლოკა და არ ისურვეს მათი გამოყვანა, 26 მაისს, ფაქტობრივად, ყველა მომღერალი დაკავებული იყო. კულტურის სამინისტრომ ორგანიზება გაუწია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს, სადაც თითქმის ყველა მომღერალმა მივიღეთ მონაწილეობა.
- ამ დღეს თქვენი ძალიან ლამაზი კლიპი გავრცელდა ტელევიზიებით, რომელშიც ჰიმნს ასრულებთ.
- სპონტანურად დამარტყა თავში, რომ საქართველოს ეროვნული ჰიმნი გამეკეთე-ბინა. ქალაქში კარგი ბავშვები შევკრიბე. მინდოდა, ორიგინალური ყოფილიყო, რადგან ბავშვებთან ერთად ჰიმნი არავის უმღერია. შემდეგ წავედი სტუდიაში და ჩავწერე. რაც შეეხება კლიპის გადაღებას, ამისათვის მადლობა ბიზნესმენ რომან ფიფიას. აი, ეს არის საინტერესო, საიდან მოაქვს ანრი ჯოხაძეს კლიპის დასაფინანსებელი თანხები. ამ ადამიანმა ნაწილობრივ დააფინანსა ჩემი დუეტი გურამ საღარაძესთან და მისი ძალიან მადლიერი ვარ. ეს ის ადამიანია, რომელიც ამის სანაცვლოდ მადლობას არ ითხოვს და მინდა, ქედი მოვიხარო მის წინაშე. ასეთი ადამიანი სამი-ოთხი მაინც რომ გამოჩნდეს და მომღერლებს რომ დაეხმარონ, ქვეყანაში შოუბიზნესი დაიქოქება.
- უახლოესი გეგმები გაგვანდე.
- მინდა შემოქმედებითად აქტიური ზაფხული მქონდეს, ვიშრომებ და საინტერესოდ გავატარებ დროს. 4 ივლისს ბულგარეთში მივდივარ და ერთი კვირა დავისვენებ.
- დასასრულს მაინც გკითხავთ, ვისთან ერთად გაატარეთ ღამე საპრეზიდენტო ნომერში?
- სამწუხაროდ, მარტომ (იცინის).

მართალია, ანაკლიის სასტუმროს საპრეზიდენტო ნომერი სულ რაღაც 2000 ლარი ღირს, მაგრამ ყოფილ ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, საქართველოს პრეზიდენტს ძალიან უყვარს სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტისას ძვირად ღირებულ სასტუმროებში გაჩერება. ამჯერად მსოფლიოში არსებულ ათ საუკეთესო და ძვირად ღირებულ სასტუმრო-საპრეზიდენტო ნომერს გაგაცნობთ.

1. საპრეზიდენტო აპარტამენტი სასტუმრო Presi­dent Wilson-ში (ჟენევა, შვეიცარია)
აპარტამენტებს მთელი სართული უკავია. საპრეზიდენტო ლუქსს აქვს კერძო ლიფტი. საძინებლის ოთხივე ფანჯარა ჟენევის ტბას გადაჰყურებს. კაბინეტში მდგარი მაგიდა გათვალისწინებულია 20 კაცზე, რომელშიც ქვეყნის პირველ პირს თავისუფლად შეუძლია თათბირის ჩატარება. სასტუმრო ოთახში 40 ადამიანის გამასპინძლებაა შესაძლებელი. ნომერი იდეალურია უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან ყველა ფანჯარა ტყვიაგაუმტარია. ნომერში ერთი დღე-ღამის გატარება 33 ათასი დოლარი ღირს.
Rating
2. საპრეზიდენტო აპარტამენტი სასტუმრო Grand Resort Lagoniss-ში (ათენი, საბერძნეთი)
ბერძნული სასტუმრო განსაკუთრებულ სტუმრებს ულამაზეს ვილაზე გაჩერებას სთავაზობს. ვილა შედგება დიდი საძინებლისგან, აუზისგან, სადაც მუდმივად თბება წყალი და რაც მთავარია, აქვს ცალკე ოთახი მასაჟისთვის. ნომრის განსაკუთრებული ხიბლი ზღვასთან სიახლოვე და საკუთარი ნავმისადგომია. მომსახურე პერსონალისთვის გათვალისწინებულია ცალკე შესასვლელი. ნომერში ერთი დღე-ღამის გატარება 25600 დოლარი ღირს.
Rating
3. საპრეზიდენტო აპარტამენტი სასტუმრო The Bridge-ში (ბაჰამის კუნძულები)
ძვირად ღირებული აპარტამენტი განთავსებულია 10 ოთახში და მდებარეობს ორ სასტუმროს შორის არსებულ ხიდზე. ნომერს ემსახურება პირადი პერსონალი, აქვს საკუთარი ბარი, სამზარეულო და გასართობი ცენტრი. ნომერში ერთი დღე-ღამის გატარება 25 ათასი დოლარი ღირს.
Rating
4. საპრეზენტო ნომერი მანსარდით სასტუმრო Martinez-ში (კანი, საფრანგეთი)
სასტუმროს მეპატრონეები ამტკიცებენ, რომ ეს არის ყველაზე ლამაზი ადგილი ევროპაში. 200-მეტრიანი ტერასა, კანის არყის ხეების ტყეს გა-დაჰყურებს. ნომრები გაფორმებულია არტ-დეკორის სტილში. აპარტამენტში შედის ორი საძინებელი, სამზარეულო, საუნა, თურქული აბანო და უმშვენიერესი ხედი იშლება ნებისმიერი ფანჯრიდან. ნომერში ერთი დღე-ღამის გატარება 21500 დოლარი ღირს.
Rating
5. საპრეზიდენტო ლუქსი სასტუმრო Elounda-ში (კრეტა, საბერძნეთი)
სასტუმრო განთავსებულია 1100 მეტრზე. ლუქსის კომპლექსში შედის საძინებელი, საკუთარი აუზი, საკონფერენციო ოთახი შენობის სახურავზე. ნომერს აქვს პატარა ბაღი ლიმონისა და ფორთოხლის ხეებით. ნომერში ერთი დღე-ღამის გატარება 19 ათასი დოლარი ჯდება.
Rating
6. საპრეზიდენტო ლუქსი სასტუმრო Cala Di Volpe-ში (სარდინია, იტალია)
სასტუმრო აშენებულია 1963 წელს არქიტექტორ ჟაკომო კოლუმის მიერ, ხმელთაშუა ზღვის მეთევზეთა სოფლის სტილში. შენობა ჩამალულია ევკალიპტის ხეებში. ექსკლუზიური აპარტამენტი შედგება სამი საძინებლის, სამი აბაზანისა და საკონფერენციო ოთახისგან. ოთახებში დგას ხელნაკეთი დეკორატიული ავეჯი. ზღვაში ბანაობა სასტუმროდან გაუსვლელადაა შესაძლებელი, რადგან აივანზე განთავსებულ პერსონალურ აუზში მუდმივად ზღვის წყალია. ნომერში ერთი დღე-ღამის გატარება 18800 დოლარი ღირს.
Rating
7. საპრეზიდენტო ლუქსი სასტუმრო Plaza-ში (ნიუ-იორკი, ამერიკა)
ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული აპარტამენტი ნიუ-იორკში. ნომერი შედგება ორი სასტუმრო ოთახის, ხუთი საძინებლის და ხუთი აბაზანისგან, რასაც, ფაქტობრივად, სასტუმროს მე-18 სართული უკავია. ნომერს აქვს პერსონალური ღვინის მარანი, სადაც 2000 ბოთლი უნიკალური ღვინოა შენახული, თუმცა მათი საფასური არ შედის ნომრის ღირებულებაში. იქ ერთი დღე-ღამის გატარება 15 ათასი დოლარი ღირს.
Rating
8. საპრეზიდენტო ნომერი სასტუმრო MGM-ში (ლას-ვეგასი, ამერიკა)
სასტუმრო შედგება თხუთმეტი ვილისგან. მათ შორის ყველაზე ძვირფასი ნომერი მოიცავს ოთხ საძინებელს, აბაზანას, დიდ პარკს და სკვერს. ნომერს ემსახურება პირადი მოსამსახურე პერსონალი. ნომერში ერთი დღე-ღამის გატარება 15 ათასი დოლარი ღირს.
Rating
9. საპრეზიდენტო ლუქსი სასტუმრო Villa Kapla-ში (რომი, იტალია)
ასეთ აპარტამენტში ცხოვრება იგივეა, რაც იცხოვრო ვატიკანში. სასტუმროში სტანდარტული მოსაწყენი ჭერის ნაცვლად მოხატული თაღებია. ვილის ტერიტორია 2 ათასი კვადრატული მეტრია. საპრეზიდენტო ნომერში გარდა საძინებლისა, შედის საიმპერატორო ჯაკუზი, სახლის კინოთეატრი, პერსონალური ლიფტი და სპორტული დარბაზი. ნომერში ერთი დღე-ღამის გატარება 13500 დოლარი ღირს.
Rating
10. საპრეზიდენტო ლუქსი სასტუმრო Muerice-ში (პარიზი, საფრანგეთი)
საპრეზიდენტო ნომერს გიგანტური კორიდორი აქვს, ოქროთი მოვარაყებული კედლებითა და ტერასით. სააბაზანო ოთახის ახლოს არის ფანჯარა, საიდანაც პარიზის მომხიბვლელი პანორამა იშლება. სასტუმროს ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ამ ადგილზე გიჟდებოდა სალვადორ დალი. ნომერში ერთი დღე-ღამის გატარება 10800 დოლარი ჯდება.
Rating

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
[]
ჰომოსექსუალების ორგიები,ფუ თქვენი,რა დასაბადებლები იყავით!
19:06 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ხახახა
პრეზიდენტთან.
11:43 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კია
კარგი დრო ატარა პრეზიდენტმა თუ შერგო
11:31 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS