18 ნოემბერი, 2014
ნატალი მაჩიტიძეს გაშიშვლებისთვის 8 ათას ლარს სთავაზობდნენ
მის გმირთან სწორედ ''რეიტინგის'' ჟურნალისტი მიდის ინტერვიუს ჩასაწერად და მერე ჩვენი ჟურნალის გარეკანზეც ''აღმოჩნდება'' შესაძლოა, ნატალი მაჩიტიძე ზოგიერთ თქვენგანს რეალური შოუ ''მდიდრები და ღარიბებიდანაც'' ახსოვს, თუმცა მას შემდეგ თითქმის ათი წელიწადი გავიდა. ნატალის, ეფექტური გარეგნობის გამო, საკმაოდ ბევრ კარგ წინადადებას სთავაზობდნენ, მათ შორის, რამდენიმე ათასის სანაცვლოდ ''პლეიბოიში'' გაშიშვლებას, თუმცა თავის დროზე მსახიობმა კარიერას მეუღლე და ოჯახი ამჯობინა, ოღონდ, ეს არ დაუფასდა. ქმარს უკვე ოთხი წელია,
დაშორებულია, ჰყავს ხუთი წლის შვილი, მარიტა, რომლისთვისაც ბევრ რამეს აკეთებს და ბევრ რამეზეც ამბობს უარს.

ნატალი ''მარაო რუსთავი 2''-ის ''ერთგულების ტესტის'' მორიგი გმირია, ლევან ჯავახიშვილთან ერთად, რომლის ''შებმაც'' სცადა ნიკა გრიგოლიას დავალებით. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო ''ფსიქოპათთა თამაშების'' პირველ სერიაში. სხვათა შორის, მის გმირთან სწორედ ''რეიტინგის'' ჟურნალისტი მიდის ინტერვიუს ჩასაწერად და მერე ჩვენი ჟურნალის გარეკანზეც ''აღმოჩნდება''. ამ და სხვა თემებზე თავად ნატალის ვესაუბრეთ.

- როგორ აღმოჩნდი ნიკა გრიგოლიას გადაცემაში ლევან ჯავახიშვილის ''შემბმელად''?
- დამირეკა ''მარაოს'' პროდიუსერმა ქეთი ლომსაძემ, ის კარგად მიცნობდა და იცოდა, რომ მსახიობი ვიყავი და დამაკავშირა ''ერთგულების ტესტის'' პროდიუსერს. სხვათა შორის, არ ვიცოდი, თუ საქართველოში მსგავსი პროექტი კეთდებოდა, რუსულ არხებზე მქონდა ნანახი. პირველად ცოტა უკურეაქცია მქონდა, არ მინდოდა, რომ ვინმეს ოჯახის დანგრევის მიზეზი გავმხდარიყავი. ამბობენ, რომ არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ურთიერთობაში მესამე არ ვიქნები. მოკლედ, თავიდან ცოტა სკეპტიკურად მივუდექი, მაგრამ ფორმატის გაგების შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ მსახიობი ვარ, შემოთავაზებულ წინადადებას დავთანხმდი. აქამდე არასდროს მქონია შემთხვევა, რომ მამაკაცთან ფლირტი იქით დამეწყო. ძირითადად, აქეთ მეფლირტავება ყველა და მათ მოშორებაში ვარ (იცინის).
- ლევან ჯავახიშვილი იყო თქვენი სამიზნე. მის ცოლს, მარიკუნა ოშხნელს თუ შეხვდი?
- მარიკუნას შევხვდი და რამდენიმე საინტერესო დეტალი გამიმხილა, რაც ლევანს მოეწონებოდა, მაგალითად, მასაჟი, და რამდენიმე თავისთვის დაიტოვა, მერე სხვა ''თავდამსხმელებიც'' არ გამოჩნდნენო (იღიმის). ასევე დამარიგა, რომ ხაზი არ უნდა გამესვა მის ვიზუალზე, რადგან გარეგნობასთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს კარგად არ აღიქვამს, ამიტომ უფრო მეტად გააკეთე აქცენტი, რომ შენც როკი გიყვარსო. სხვათა შორის, მე ვერ შევესწარი, მაგრამ მარიკუნა ძალიან იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, თურმე უთქვამს, რომ ლევანი მას სხვა გოგოზე არავითარ შემთხვევაში არ გაცვლიდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ადამიანი ასე თავდაჯერებულია, თუმცა გადაცემა მაინც საინტერესოა. რა მოხდა, ამას უკვე გადაცემაში ნახავთ. ლევანი საქმიან გასაუბრებაზე დავიბარეთ, მე თითქოს ვიყავი პიარმენეჯერი და ერთ-ერთი კომპანიის სახე უნდა გამხდარიყო. ჩემი
შესაძლოა, ნატალი მაჩიტიძე ზოგიერთ თქვენგანს რეალური შოუ ''მდიდრები და ღარიბებიდანაც'' ახსოვს, თუმცა მას შემდეგ თითქმის ათი წელიწადი გავიდა. ნატალის, ეფექტური გარეგნობის გამო, საკმაოდ ბევრ კარგ წინადადებას სთავაზობდნენ, მათ შორის, რამდენიმე ათასის სანაცვლოდ ''პლეიბოიში'' გაშიშვლებას, თუმცა თავის დროზე მსახიობმა კარიერას მეუღლე და ოჯახი ამჯობინა, ოღონდ, ეს არ დაუფასდა. ქმარს უკვე ოთხი წელია, დაშორებულია, ჰყავს ხუთი წლის შვილი, მარიტა, რომლისთვისაც ბევრ რამეს აკეთებს და ბევრ რამეზეც ამბობს უარს.
ნატალი ''მარაო რუსთავი 2''-ის ''ერთგულების ტესტის'' მორიგი გმირია, ლევან ჯავახიშვილთან ერთად, რომლის ''შებმაც'' სცადა ნიკა გრიგოლიას დავალებით. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო ''ფსიქოპათთა თამაშების'' პირველ სერიაში. სხვათა შორის, მის გმირთან სწორედ ''რეიტინგის'' ჟურნალისტი მიდის ინტერვიუს ჩასაწერად და მერე ჩვენი ჟურნალის გარეკანზეც ''აღმოჩნდება''. ამ და სხვა თემებზე თავად ნატალის ვესაუბრეთ.
მხრიდან იყო გარკვეული მცდელობები, გამომწვევი ტოპი მეცვა, თან ჩემ შესახებ ველაპარაკებოდი, მსახიობი ვარ, თამამ სცენებში მონაწილეობას მთავაზობენ და როგორ ფიქრობ, რამდენად გამომივა-მეთქი. სხვათა შორის, საკმაოდ უხერხული სიტუაცია იყო, რადგან აქამდე ამა თუ იმ როლზე ასე არ მიღელვია.
- შენ გამოცდიდი შენს ქმარს?
- აუცილებლად. ოღონდ დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ წინასწარ გაფრთხილებული არ იქნებოდა.
- თაყვანისმცემლებს ვიშორებო, რომ გვითხარი, საინტერესოა, როგორია თავიდან მოცილების მეთოდები?
- (იღიმის) უკვე რობოტივით ვარ. ძალიან ხშირად მომმართავენ სოციალურ ქსელში, გაცნობის მიზნით. შესაძლოა, ვიღაცისთვის მისაღებია, მაგრამ მე არასდროს გამიცნია ვინმე ''ფეისბუქით''. კარაოკეს წამყვანი გახლავართ და იქაც ბევრი ცდილობს, ჩემი ტელეფონის ნომერი გაიგოს და დამეკონტაქტოს. ამ შემთხვევაშიც თავს ვიკავებ, ეს განპირობებულია ჩემი პირველი განქორწინებით. არ ვიცი, კიდევ შემიძლია თუ არა სიყვარული. ამაზეც ხშირად ვფიქრობ, მაგრამ ალბათ, შემიძლია, რადგან ძალიან დიდი გრძნობა მაკვშირებდა ჩემს ქმართან.
- წლების წინ რეალურ შოუში გაიმარჯვე.
- პროფესიით მსახიობი ვარ. 19 წლის გახლდით, თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც რეალურ შოუში მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, მაგრამ დღემდე ბევრს ვახსოვარ ამ პროექტიდან. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, მიდიოდა ფულზე თამაში, კონფლიქტებიც იყო.…
- ვიცი, რომ ამის შემდეგ ბევრი წინადადება მიიღე.
- პროექტის დასრულებიდან ორ წელიწადში გავთხოვდი. ზუსტად იმ პერიოდში მქონდა ყველაზე მეტი შემოთავაზება, მაგრამ ყოფილი მეუღლე, ასე ვთქვათ, აზიატი იყო და ყველაფერზე უარის თქმა მომიხდა. სიყვარულის გამო მივატოვე ჩემი პროფესიაც, მაგრამ ბოლოს დაშორება გადავწყვიტე, სულ სხვა მიზეზების გამო, რაზეც საჯაროდ საუბარი არ მინდა.
- კარიერის აწყობა ნულიდან არ გაგიჭირდა?
- საკმაოდ. როცა ბევრ წინადადებაზე ამბობ უარს და მერე გინდა დაბრუნება, რთულია. ''შუა ქალაქში'' პეტოს შეყვარე-ბულის როლი ვითამაშე, ''დეტექტივებში'' - მკვლელის, ახლახან გადამიღეს ''ფსიქოპათთა თამაშებში'', პირველ სერიაში, მსახიობი ქალის როლში. ყველა როლი რაღაც კუთხით გასწავლის და საინტერესოა. ''ფსიქოპათთა თამაშების'' გადასაღებ მოედანზე ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი. ამბობენ, რომ შესაძლოა, მეორე სეზონში ჩვენი გმირების ისტორიები გაგრძელდეს, ვნახოთ.
- როლზე როგორ მუშაობ?
- ბევრ დეტალს ვითვალისწინებ, რაღაცები შეიძლება, შენთან ახლოს იყოს, რაღაცები - საერთოდ არა. ძირითადად, მაინც ისეთი როლები მქონია, რომ ნაკლები შეხება აქვს ჩემს რეალურ თვისებებთან. მაგალითად, ''ფსიქოპათთა თამაშებში'' ჩემს გმირს შვილი ჰყავდა მიტოვებული, რაც ჩემთვის მიუღებელია. ძალიან ბევრ როლზე არ ვთანხმდები და კასტინგებზე სიარულიც ცოტა მოსაბეზრებელია. ყველაზე მეტი შემოთავაზება სწორედ გაშიშვლებაზე მაქვს. წინასწარ ვაფრთხილებ, თუ გახდა უნდა მთხოვოთ, ტყუილად აღარ მოვალ-მეთქი.
- შენი გარეგნული მონაცემის გოგონას მხოლოდ ამას სთავაზობენ?
- ჩემი გარეგნული მონაცემების გოგონებს რეჟისორები ურჩევენ, ამ ქვეყანაში პოპულარული ვერ გახდები, თუ არ გაიხადეო.
- შორენას მაგალითზე, ალბათ.
- დიახ, მაგრამ საკმაოდ ცუდი მიდგომაა. საქართველოში ერთი ასეთი სტერეოტიპია - ერთხელ გაიხდი და ასე ითამაშებ, გარანტირებული გაქვს მუდმივად მსგავსი როლები, რადგან ეს კომერციულია. შენ მანიპულირებ გარეგნობით და გაშიშვლებით და მსახიობისთვის ეს ცუდია. მე მირჩევნია, სხვადასხვა როლი მოვირგო, თუნდაც დამამახინჯონ, ვიდრე სხეულის გამოჩენით გავხდე ცნობილი. შესაძლოა, შავი პიარი კარგია ზოგ შემთხვევაში, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია. მეორე მხრივ, თუკი ვიცი, რომ ფილმი რაღაცას მომცემს და გახდის გარდა, სათამაშოც გაქვს, სხვა თემაა. ''დეტექტივებშიც'' იყო შხაპის სცენა და ცოტა ჩანდა სხეულის ნაწილები, მაგრამ საინტერესო ტიპაჟს განვასახიერებდი და ამიტომ დავთანხმდი. თანაც, მომწონდა ეს სერიალი, რეიტინგულიც იყო, თუმცა მხოლოდ რეიტინგზე არ არის. თუკი რაღაც არ მომწონს, იქ რეიტინგის გამო არ მივიღებ მონაწილეობას. მაგალითად, იყო შემოთავაზება ''პლეიბოიდან'', 8 ათას ლარს მიხდიდნენ, მაგრამ ვიცი, რისთვისაა ეს ჟურნალი და არ მინდა, მამაკაცების გასართობად ვიქცე (იღიმის).
ავირჩიე ნამდვილად რთული, ეკლიანი გზა. უცბად პოპულარობის მოპოვების ბევრი შანსი მქონდა, მაგრამ მაინც მოლოდინის რეჟიმში ვარ. ველოდები, მაგალითად, შემოთავაზებას ტელევიზიიდან, რომ წამყვანად დავიწყო მუშაობა. მგონია, რომ ამისთვის მაქვს მონაცემები, რუსთავის ტელევიზიაში ერთი წელი მიმყავდა გადაცემები.
- მახსოვს, შორენა ბეგაშვილს გამსგავსებდნენ გარეგნულად. ახლა თმის ფერი შეგიცვლია და ნაკლებად ჰგავხარ. ორივე რუსთავიდან ხართ.
- ერთმანეთს ვიცნობთ და შორენა თეატრალურიდანაც მახსოვს. ბევრს ვედავები, როცა ამბობენ, რომ პლასტიკური ოპერაციებით გალამაზდა. ბევრს აქვს გაკეთებული ოპერაციები, მაგრამ შორენასნაირი ლამაზები არ არიან. საერთოდ, ცუდია, როცა ვიღაცას გადარებენ, თითქოს შენს ინდივიდუალობას კარგავ. ქუჩაში რამდენჯერმე მოუძახებიათ ჩემთვის, შორენაო (იღიმის), როცა შავი თმა მქონდა. კარგ ადამიანს მადარებენ, მაგრამ მირჩევნია, როგორც ნატალის, ისე მიცნობდნენ.
- შენ არ გაქვს ტუჩის პლასტიკა გაკეთებული?
- არა, შემიძლია, ბავშვობის ფოტოც გაჩვენოთ. ჩემს შვილსაც ჩემი ტუჩები გამოჰყვა.
- მეორედ ოჯახის შექმნაზე თუ ფიქრობ?
- არა. ალბათ, ყველაფერი თავისთავად მოვა. დაშორებიდან 4 წელი გავიდა, ფობიასავით ჩამომიყალიბდა, რომ მეორედაც იგივე არ მოხდეს. ალბათ, ისეთივე იმპულსური აღარ ვიქნები. ჩემს მეუღლეს ერთხელ მივეცი შანსი, მაგრამ მივხვდი, რომ ადამიანი არ იცვლება. ახლა მასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ბავშვს მამიკოზე სულ თბილად ვესაუბრები. ბავშვს არჩევანის წინაშე არ დავაყენებ. მისი ინტერესები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც მე მაკლდა, მინდა, მას ჰქონდეს.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
შორენა ბ.
რა ლამაზი იკო და რას დამგვანებულა .დრომ მოტეხა
21:59 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ენდი
ძაან ლამაზი იყო მახსოვს, ლამაზი ჩქარი საუბრით. წარმატებებს ვუსურვებ ნატალის. ღირსია ყველაფრის კარგი გოგოა!!!
22:25 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS