16 ნოემბერი, 2014
მარიამ კუბლაშვილს ყოფილმა ქმარმა ნაჩუქარი მანქანა წაართვა
18 წლის ვიყავი, პირველად საჭესთან რომ დავჯექი მანქანის მართვა ავტოსკოლაში ისწავლა. პირველი მანქანაც თავისი შრომით შეიძინა. მას მერე საკუთარი დანაზოგით ცვლის ტრანსპორტს. მარიამ კუბლაშვილს სამსახურში მძღოლი ჰყავს, მაგრამ გვერდით ჯდომას საჭესთან ჯდომა ურჩევნია. ახლა შავი ''ბე-ემ-ვეს'' ჯიპი ჰყავს. ამბობს, რომ ეს რევოლუციაა ამ მარკის მანქანებში.

- მარი, რა ასაკში მიუჯექი პირველად საჭეს?
- 18 წლის ვიყავი, პირველად საჭესთან რომ დავჯექი. მანქანის მართვა ავტოსკოლაში ''06''-ის მარკის ავტომობილზე ვისწავლე. იოლი აღმოჩნდა, კარგი მოსწავლე გამოვდექი. არადა, თავიდან მეშინოდა.
პირველად მანქანა რომ გავატარე, მახსოვს ვიკითხე, სულ ეს არის-მეთქი? უბრალოდ, თავიდან მანქანის ადგილიდან დაძვრა და პარკირება მიჭირდა. ტესტირება კახეთში ჩავაბარე და ასიდან ასივე ქულა ავიღე. მონდომებული ვიყავი, ძალიან მინდოდა, ჩემთვის მანქანა ეყიდათ.
- ვინ გიყიდა პირველი მანქანა?
- მაშინ ოჯახი მქონდა, ჩემი ქმარი ამერიკაში იყო და მეგონა, გამომიგზავნიდა მანქანას….
- არ გამოგიგზავნა?
- მაშინ მანქანების ბიზნესი დაიწყო, სულ 2-3 მანქანა ჰყავს გამოგზავნილი. მეც გამომიგზავნა, მაგრამ რამდენიმე დღეში უკან წამართვეს.
- როგორ?
- ვიღაც უცხო ტიპები მოვიდნენ, ჩამომსვეს და წაიყვანეს. მანამდე დამირეკა და გამაფრთხილა, წაიყვანენო. ძველი ''ემელი'' იყო, მაგრამ იმხელა კომფორტი იყო ეს ჩემთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა დისკომფორტს მიქმნიდა, უნივერსიტეტში მანქანით რომ მივდიოდი, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ამის მერე ''იქს 5'' გამომიგზავნა და რამდენიმე დღეში ისიც ჩამომართვეს, გვჭირდებაო. მერე ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა. მე ხომ ზოგადად სასწაულებით ვცხოვრობ. ასეთივე სასწაულით ვიყიდე ჩემი პირველი მანქანა, ''პაჯერო''. მაშინ უკვე ადვოკატი ვიყავი. პროცესი მოვიგე. ჩემს კლიენტს თანხა უნდა მოეცა, მაგრამ ვერ გადამიხადა. ფული არ ჰქონდა. მანქანის ბაზრობის მფლობელი იყო, მითხრა, მოდი და ამ თანხა-ში რომელიმე მანქანა ამოარჩიეო. ახალთახალი მანქანა წამოვიყვანე, ვერცხლისფერი, ორკარიანი ''პაჯერო''.
- როგორი იყო პირველი გასვლა ქალაქში, რა სირთულეებს წააწყდი?
- სხვათა შორის, არ გამჭირვებია. ცოტა უკან სვლა მიჭირდა. ჩემი ქმრის გამოგზავნილი მანქანა კი მივამტვრიე ცოტა, მაგრამ ისე გავაკეთე, რომ ვერავინ გაიგო. ალბათ, ამ ინტერვიუდან გაიგებენ (იცინის). გასარეცხად მყავს-მეთქი, სახლში ასე ვთქვი და მეორე დღეს საღ-სალამათი მოვიყვანე უკან. ''პაჯეროც'' მივარტყი ორჯერ, ერთხელ წინ დამიმუხრუჭა მანქანამ და უკნიდან შევასკდი და მეორედ დისტანცია ვერ დავიცავი, ტრაილერმა კუდი მოიქნია და შევეჯახეთ. მოკლედ, ის საწყალი ''პაჯერო'' გავანადგურე. ორი თვე ამერიკიდან ფარის ჩამოტანას ველოდე, ფარს ცალკე მანქანის ფასი ჰქონია. ზოგადად, სისწრაფე არ მიყვარს, ამ ბოლო დროს ცოტა გავთამამდი. არც ერთი ავარიის დროს ბალიში არ გამხსნია.
- რა გასწავლა ავტოსაგზაო შემთხვევებმა?
- დისტანცია, სიფრთხილე. სამწუხაროდ, ქალებს გაბარიტების შეგრძნება არ გვაქვს.
- ახლაც თავად უზიხარ საჭეს, თუ მძღოლი გყავს?
- კომპანიაში მყავს მძღოლი, მაგრამ არ მიყვარს, როცა საჭეს სხვა უზის და მე გვერდით ვზივარ, გულის რევის შეგრძნება მაქვს, ბავშვობიდან ასე ვარ. არავინ მიჯერებდა, ამას რომ ვამბობდი, მანქანა გინდა გყავდეს და ამიტომ ამბობ ამასო, მეუბნებოდნენ.
- ''პაჯეროს'' რა ბედი ეწია?
- გავყიდე. სხვათა შორის, მანქანების გაყიდვაში მაგრად მიმართლებს, კარგ ფასად გავყიდე და ძალიან იაფად შევიძინე შავი ''ცე-ელ-ესი''. მაშინ ქალაქში არ იყო ბევრი ასეთი მანქანა. 4 წელი ვიარე ამ მანქანით. სხვათა შორის, არ ვიცი მანქანის მოვლა. ეს მანქანაც კარგ ფასად გა-ვყიდე. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს მანქანა არ მყავდა. კომპანიის მანქანით დავყავდი მძღოლს. ამასობაში გავიმარჯვე, გამარჯვება თავში ამივარდა (იცინის), სახლზე საზრუნავი აღარ მქონდა. ამიტომ ჩემი დანაზოგი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ვაგროვებდი ბინისთვის, იმ გაყიდული მანქანის ფულს დავამატე და აი, ეს მანქანა ვიყიდე. ჩემი კომპანიის დირექტორის მეუღლე გამყვა, მოვიარეთ მაღაზიები. იქ ვნახე ახალი ''ბე-ემ-ვე''. არადა, არ მინდოდა ''ბე-ემ-ვე''. ''მერსედესი'' უფრო მომწონს, მაგრამ ეს იმდენად მომეწონა, საჭეც რბილი ჰქონდა, მუხრუჭებიც. უარს ვერაფრით ვიტყოდი. იმ დღესვე წამოვიყვანე. ამდენი ვიშრომე, რატომ არ დავიმსახურე კარგი მანქანა-მეთქი, ვიფიქრე. ეს არის რევოლუცია, გარდატეხა ''ბე-ემ-ვეს'' ჯიპებში. რამდენიმე დღის გამარჯვებული ვიყავი. მაღაზიამ დიდი ფასდაკლება გამიკეთა, ჩვენი მოსიარულე სახე იქნები, მაღაზიაში ერთადერთი გვაქვსო.
- რა არის მთავარი კომფორტი შენთვის მანქანაში?
- რბილი საჭე, მუსიკა, ტელეფონის დასატენი, სუნამოები და თავის მოვლის საშუალებები. უდროობის გამო ზოგჯერ მანქანის სარკეშიც მიწევს ტუჩის საცხის წასმა. კაი ''ვაჟკაცური'' გინებაც მესმის აქეთ-იქიდან, მაგრამ არ ვიმჩნევ (იცინის).
- კანონმორჩილი ხარ?
- სისწრაფისა და ტელეფონზე საუბრის გამო მომდის ჯარიმები. რამდენჯერმე მაპატიეს. ისეთ სახეს მივიღებ ხოლმე, იმდენ ბოდიშს ვიხდი. ახლა მეგობარმა მანქანაში ''ბლუთუსი'' დამიყენა და ტელეფონზე საუბრის პრობლემა მოიხსნა.
- კიდევ აპირებ მანქანის შეცვლას?
- ებრაელებთან მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა. თურმე ებრაელს ჰკითხეს, რომელი მანქანა გირჩევნია, ''მერსედესი'' თუ ''ბე-ემ-ვეო''. ახალიო, უპასუხა ებრაელმა. დაზღვეული ხარ, ორი წელი არაფერი გაგიფუჭდება. ახლა უკვე უნდა დავტრიალდე, ორ წელიწადში ამასაც გავყიდი სარფიანად და სხვას ვიყიდი.
- საოცნებო მანქანა გყავს?
- ''ბე-ემ-ვეს'' ''ემ ექვსი'' მინდა მყავდეს. მოძველდება ეს და დავიწყებ მოქმედებას.
- ბინა, რომელიც მოიგე, რა მდგომარეობაშია?
- ბინა ჯერ არ მოუციათ. შემომთავაზეს ჯიქიას სასაფლაოებთან, ძალიან ცუდი ადგილია და უარი ვთქვი. თავიდან ლაპარაკი იყო ცაგარელის ქუჩაზე, ამიტომ უნდა დაველოდო, პირველი ვარიანტი ერთ წელიწადში იქნება მზად. 2015 წლის აგვისტოსთვის დამპირდნენ.
- შენს მეწყვილეს, ვიქტორს მიეცი ბინის თანხის ნაწილი?
- კონკურსი რომ დამთავრდა, ფულს მთხოვდა. თანხას ნელ-ნელა ვუხდი. უკვე 10 ათასი დოლარი გადავურიცხე. არც ვიცი, რა ფასად არის შეფასებული ბინა, რომელსაც მომცემენ. 40 კვადრატული შავი კარკასია.
- ახლა სად ცხოვრობ?
- ჩემს სახლში დავბრუნდი, ბავშვი განიცდიდა, სხვაგან რომ ვცხოვრობდით. დედაც ჩემთან არის. ახლა ჩემი ძმა გავუშვი ქირით.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ნინაკა
სად ნახა ჯიქიას სასაფლაოსთან კორპუსები? იმ ბინებიდან სასაფლაო მოშორებითაა, თავის სოფელს აღარ სჯობია ჯიქია? რას ბოდიალობს.
09:17 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
მაგარი ქალი და მაგარი ადოკატი ხარ მარი
20:45 / 21-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
მარიამ აღფრთოვანებული ვარ შენით,ისეთი ენეგიული ხარ, ისეთი შემართებით ეკიდები საქმეს, რომ ეს ნამდვილად მისაბაძია, ნეტა ჩემს ქვეყანას შენნაირი დამოუკიდებელი და "შემდგარი" ქალი ბევრი ჰყავდეს, წარმატებებს გისუვებ ცხოვრებაში!!!
12:39 / 21-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
მარიამ მართლაც საყვარელი და მაგარი GAსAჟIMი გოგოა. კიდევ ბევრ წარმატებებს უსურვებ. მე მგონი ცუდი არაფერი მითქვავს.
11:45 / 20-11-2014
გამოხმაურება / 0 /
xato
dzalian miyvars es adamiani,carmatebebs vusurveb.
00:58 / 20-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS