12 ნოემბერი, 2014
ამალია, ირაკლი, ტარიელი, უსახელო ემიგრანტი - ჩვენი დროის გმირები
ამჯერად სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს ყველაზე პოულარულ სახეებს წარმოგიდგენთ სოციალური ქსელი ბოლო დროს ყველაზე კარგ საშუალებად იქცა იმისათვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ქვეყანაზე. ვინ არის პოპულარული, როგორც პოლიტიკაში, ასევე შოუბიზნესში. ''ფეისბუქი'' იდეალურია იმისთვისაც, რომ სრულიად უცნობი ადამიანი პოპულარული გახდეს და მეორე დღეს ვარსკვლავად გაიღვიძოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამის ძალიან ბევრი მაგალითი ვნახეთ.

ამ კუთხით თითქმის ყოველი კვირა დატვირთულია, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს, ანუ ჩვენი დროის გმირები, რომლებსაც წლებმაც ვერაფერი დააკლო და დღემდე ინარჩუნებენ პოპულარობას.

ამჯერად
სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს ყველაზე პოულარულ სახეებს წარმოგიდგენთ.

ნინი ბადურაშვილის გათხოვება სამი წლის წინ ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ნინი ერთ-ერთი წარმატებული და გარეგნულად გამორჩეული შოუბიზნესის ვარსკვლავია. მართალია, მომღერალი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაზე არასოდეს ულაპარაკია. მართალია, მასზე სხვადასხვა სახის ჭორი მუდამ ვრცელდებოდა, თუმცა თავად ამაზე საჯაროდ არასდროს გაუცია პასუხი, ამიტომ მის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩენილმა ირაკლი კუტალაძემ საზოგადოების გაასმაგებული და გაშმაგებული ინტერესი გამოიწვია.
ნინის ქორწილის და რუსეთში გადაბარგების შემდეგ თითქოს კუტალაძის გარშემო ატეხილი ხმაური ჩაცხრა, მაგრამ რამდენიმე თვეში ფეხმძიმე ნინი საქართველოში დაბრუნდა. მომღერლის მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე ერთ-ერთ ჟურნალში ირაკლი კუტალაძის სკანდალური ინტერვიუ გამოქვეყნდა, რის შემდეგაც გვარი კუტალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ამ ამბიდან თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ კუტალაძე არავის უთმობს პირველობას და მის შესახებ ნებისმიერი სიახლე სოციალური ქსელის მომხმარებლებს ხუმრობის ხასიათზე აყენებს.


''მტვერში წაქცეული ფერადკანიანის'' სევდიანმა ამბავმა მთელი ინტერნეტი შეძრა. სკანდალის მიზეზი მწერალ ლელა კოდალაშვილის მიერ გამოაქვეყნებული სტატუსი იყო, სადაც წერდა, რომ საბურთალოზე, ავტობუსიდან ფერადკანიანი გადმოაგდეს და ზედ წიხლებიც მოაყოლეს, თან ეძახდნენ, ებოლას ვირუსი გაქვსო.

Rating

მწერალი პოლიციაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მაგრამ ავტობუსიდან გადმოგდებული ფერადკანიანის ამბავი მწერლის ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდა, კოდალაშვილი კი ''ფეისბუქზე'' ხალხმა ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა. მწერალი თავის მართლების რეჟიმში გადავიდა, რაღაცები პირველად ჩვენებასთან შედარებით შეცვალა, მაგრამ საზოგადოების ნაწილისთვის ბოლომდე დაუჯერებელ ამბად დარჩა მტვერში წაქცეული უსახელო ემიგრანტის ისტორია, რომელიც კანის ფერის გამო ავტობუსის მგზავრების მსხვერპლი გახდა.

მას შემდეგ, რაც ია ფარულავას ''ნიჭიერის'' აუდიტორიის წინაშე ხელი სთხოვა, ''ჩემი ტარიელი'', როგორც მას სოციალურ ქსელში მოიხსენიებენ, გამორჩეული სახეა. გიტარისტი ტარიელ სუარი მხოლოდ ხელის თხოვნას არ დასჯერდა და კიდევ არაერთხელ გაგვაოცა.

ხან იას მეგობარ პარიკმახერს ''ფეისბუქის'' საშუალებით თავს დაესხა და ხანაც მეუღლის მიერ ჩაბარებულ კატა ზუზის ვერ მოუარა და გაექცა, რის შემდეგაც ტარიელმა სახლის ფანჯარა ჩატეხა და ამ თემაზე სტატუსიც გამოაქვეყნა. ია მეუღლეს შეურიგდა და ცდილობს, ნაკლებად მოხვდეს სკანდალების ეპიცენტრში, ტარიელიც ისე გულწრფელად ვეღარ გვაოცებს თავისი სტატუსებით.

ამალია ჯიბლაძე ბოლო დროის ყველაზე სკანდალური სახეა. ''ნიჭიერის'' ერთ-ერთი მონაწილის ამბავი საკმაოდ უცნაურად წარიმართა. ორი კვირის წინ, ორშაბათ საღამოს, ლამის მთელი საქართველო აატირა, მაგრამ მოგვიანებით მის ნამღერში ეჭვი შეიტანეს და ტელევიზია ფონოგრამის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

Rating

ამალიას უამრავი დამცველი გამოუჩნდა. ქალბატონი სახლში ჩაიკეტა და ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა, სამაგიეროდ, სახელმა ამალიამ ერთი კვირის განმავლობაში ყველა პოლიტიკური მოვლენა გადაფარა და სიმღერიდან ხალხი მისი პირადი ცხოვრების განხილვაზე გადავიდა. აღმოჩნდა, რომ ქალი, რომელსაც თვითნაბადი მარგალიტი უწოდეს, მანამდე რუსეთში ცხოვრობდა, სადაც საკუთარი ანსამბლიც ჰქონდა და ერთ-ერთ კულტურის ცენტრში მუსიკას ასწავლიდა.

არავინ იცის, დაუბრუნდება თუ არა ამალია სცენას ''ნიჭიერში'', რადგან ამ ამბავს ''რუსთავი 2'' ამ ეტაპზე ასაიდუმლოებს და სავარაუდოდ, უფრო დიდ სიურპრიზს გვიმზადებს.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ახალ გმირებს დაველოდოთ და ვნახოთ, ვინ აჯობებს ამ ოთხეულს, რომლებიც ჯერჯერობით პოზიციებს არ თმობენ.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
redaktsias
Agar gvinda es badurashvilebi,davigalet! Mogvbezrda erti DA I gives kitxva.
20:13 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
აკიდო
ტარასა გერმანიაშია......იანა კიდე ახალ ზუზი კატას მოიყვანს ალბათ სახლში.
08:45 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS