23 ივნისი, 2013
სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას ვერა ქობალია
მთელი წინა პერიოდი საავადმყოფოში იყო, მაგრამ მშობიარობას არ დასწრებია. ალბათ, იცით, როდესაც ბავშვი საკეისრო კვეთით ჩნდება, დედას არ უწვენენ გულზე და თუკი მამა თანახმაა, მამის გულზე აწვენენ. ჩვენთანაც ასე მოხდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია 14 მაისს გოგონას დედა გახდა. პატარას ანასტასია დაარქვეს. ვერასა და მისი მეუღლისთვის, დავით კურცხალიასთვის, ანასტასია პირველი შვილია. წყვილს ძალიან უნდა, სამი შვილი ჰყავდეს.
ჩვენი რესპონდენტი აქამდე საკმაოდ აქტიურად ცხოვრობდა, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველი გახლდათ, მაგრამ ამჟამად
4-თვიან დეკრეტშია და ამბობს, ახლა რომ პოსტზე იყოს, აუცილებლად წამოსწევდა წინ ახალბედა დედებისთვის დეკრეტის გაგრძელების საკითხს. ამჟამად ანასტასიასთან ურთიერთობით ტკბება და დიასახლისობასაც ართმევს თავს, რაც მანამდე ვერ წარმოედგინა, თუმცა აქვე ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი რთული საქმეა, რაც ცხოვრებაში გაუკეთებია.

- ჩემი გოგონა, ანასტასია, 14 მაისს დაიბადა. ორსულობის 42-ე კვირა იყო და ამის გამო საკეისრო კვეთა დამჭირდა. ძალიან მინდოდა, ფიზიოლოგიური მშობიარობა მქონოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ანასტასია ცოტა გვიან დაიბადა (იღიმის).
- ანასტასია რატომ დაარქვით?
- ბოლო მომენტში მოვიფიქრეთ. ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ სანამ პატარა არ დაიბადება, სახელი მანამდე არ უნდა შეურჩიო. რომ შეხედავ, შემდეგ შეიძლება მიხვდე, რა სახელი მოუხდება. რომ დაიბადა, მაინც საკმაოდ რთული იყო სახელის შერჩევა, რადგან ადამიანს მთელი ცხოვრება ის სახელი უნდა ერქვას, რასაც მშობლები ურჩევენ. ბოლოს ექთნები შემოდიოდნენ და გვთხოვდნენ, სახელი დაარქვით, საბუთები უნდა გადავაგზავნოთო. ანასტასიას გარდა მოგვწონდა სალომე და კიდევ რამდენიმე სახელი, მაგრამ როცა დაიბადა, მივხვდით, რომ ეს სახელი ყველაზე მეტად მოუხდებოდა.
- ოპერაციის მერე თავს როგორ გრძნობდით?
- ვფიქრობ, როცა ბავშვი ჩნდება, დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ოპერაცია რთულია, მაგრამ ემოციურად მთლიანად ბავშვზე ხარ გადართული. ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. როგორც გითხარით, მინდოდა, ფიზიოლოგიურად მემშობიარა, მაგრამ ასე მოხდა...
- მეუღლე ესწრებოდა მშობიარობას?
- მთელი წინა პერიოდი საავადმყოფოში იყო, მაგრამ მშობიარობას არ დასწრებია. ალბათ, იცით, როდესაც ბავშვი საკეისრო კვეთით ჩნდება, დედას არ უწვენენ გულზე და თუკი მამა თანახმაა, მამის გულზე აწვენენ. ჩვენთანაც ასე მოხდა (იღიმის). როგორც კი ანასტასია გაჩნდა, ჩემს მეუღლეს დაუწვინეს გულზე. როგორც ამბობენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კმაყოფილი ვიყავი იქ მშობიარობით. ყველა ქალს, ვისაც საზღვარგარეთ უნდა ბავშვის გაჩენა, ვეტყვი, რომ საქართველოში ამისთვის ყველანაირი პირობებია.
- ახალბედა დედის შეგრძნება როგორია?
- არა მგონია, ასე სწრაფად შეიძლებოდეს ამ გრძნობასთან შეჩვევა, მით უმეტეს, როდესაც პირველი შვილია. არ ვიცი, შესაძლოა, მეორე ბავშვზე სხვანაირი შეგრძნება მქონდეს ან იგივე, მაგრამ ჩემთვის ეს დიდ ემოციებს უკავშირდება და რთულად აღსაწერია. სხვებისგან მუდმივად გესმის, რას ნიშნავს შვილი. ყოველდღიურად იზრდება ეს ემოციები. ბევრი რამ სხვანაირი ხდება შენს ცხოვრებაში ბავშვის გამო.
- თქვენს მეუღლეში, როცა მამის ამპლუაში დაინახეთ, რაიმე ახალი თვისება ხომ არ აღმოაჩინეთ?
- ძალიან მეხმარება. გამიგია, რომ მამებს პატარების ხელში დაკავების ეშინიათ, მაგრამ დათო ანასტასიას აღზრდაში ძალიან არის ჩართული, თუმცა ეს არ გამკვირვებია, რადგან ვიცოდი, ასეთი იქნებოდა.
- ვის ჰგავს ანასტასია?
- (იღიმის) ყველა ამბობს, რომ მამას ჰგავს. შესაძლოა, მერე შეიცვალოს, ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მინდა, რომ მეც დამემსგავსოს (იცინის). მინდა, დედასაც ჰგავდეს და მამასაც. ჯერ მგონი, ძალიან პატარაა და კიდევ ბევრჯერ შეიცვლება.
- თვალის ფერი ვისი აქვს?
- ჯერ ჩემი, მაგრამ ამბობენ, რომ შესაძლოა, თვალის ფერიც შეეცვალოს.
- ძიძა გყავთ?
- არა, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავს და თავად ვუვლი, გადავწყვიტე, რომ ძიძა ამ ეტაპზე არ არის საჭირო. ჭამს და სძინავს, ამიტომაც ახლა არ ავიყვანე ძიძა. სამი-ოთხი თვის შემდეგ, როდესაც გაიზრდება და უფრო აქტიური გახდება, ძიძას ავიყვანთ. მერე მეც დავუბრუნდები ალბათ მუშაობას.
Rating
- დეკრეტული შვებულება როდის გეწურებათ?
- კანონით ოთხი თვეა დეკრეტი. ახლა რომ თანამდებობაზე ვიყო, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას და ჩავერთვებოდა საკითხში, რომ დეკრეტული შვებულება უფრო მეტი იყოს. მგონია, რომ დედას უფრო მეტი დრო სჭირდება პატარასთან ურთიერთობისთვის. დღესდღეობით კი ამ ოთხ თვეს დავჯერდები, შემდეგ კი ვფიქრობ დაბრუნებაზე, თუმცა არ ვიცი, სად და როგორ. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის მრჩეველი ვარ, დეკრეტი 1-ელ ოქტომბერს მიმთავრდება. ცოტა რთული სათქმელია, ძველ სამსახურში როგორ დავბრუნდები, რადგან იმ დროს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.
- ვერა, საკმაოდ ახალგაზრდა დაინიშნეთ თანამდებობაზე. როცა ასეთი მაღალი პოსტი გიკავია, შემდეგ ალბათ რთულია შესაფერისი სამსახურის მოძებნა. როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება იმუშაოთ?
- ამ შეკითხვას ხშირად მისვამდნენ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემს თანამდებობას ისე არასდროს ვუყურებდი, რომ მინისტრობის შემდეგ აუცილებლად პრემიერ-მინისტრი უნდა გახდე. ეს თანამდებობა ჩემთვის იმის შესაძლებლობას უკავშირდებოდა, რომ ქვეყნისთვის საჭირო საქმე გამეკეთებინა და წვლილი შემეტანა ამ სფეროს განვითარებაში. ამიტომ შემდეგი სამუშაო შეიძლება უკავშირდებოდეს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, ან თუნდაც რომელიმე კომპანიას.
- თქვენ კანადის მოქალაქე ხართ. ბავშვიც იქნება ამავე ქვეყნის მოქალაქე?
- დიახ, ანასტასიასაც ექნება კანადის მოქალაქეობაც. ახლა შევიტანეთ დოკუმენტაცია და სურათიც გადავუღეთ, რაც ძალიან საინტერესო იყო, რადგან ერთი თვის ბავშვს თავისი პასპორტი ექნება. თუკი რომელიმე მშობელი კანადის მოქალაქეა, ბავშვიც ავტომატურად იღებს იმავე ქვეყნის მოქალაქეობას. დათო საქართველოს მოქალაქეა.
- ვინ მოგილოცათ ბავშვის დაბადება და რა საჩუქრები მიიღეთ?
- ყველასგან სასიამოვნო იყო მოლოცვა. გამიხარდა, რომ ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ კანადიდან და აქ ერთი თვის განმავლობაში დარჩნენ, რამდენიმე დღეა, რაც წავიდნენ. ჩემი და ლონდონში ცხოვრობს და ისიც ჩამოვიდა. სასიამოვნო და ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის ჩემი ოჯახის ერთად შეკრება იყო. ახლა ერთი ბინიდან მეორეში გადავდივარ და კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ნივთები არ არის მნიშვნელოვანი. მთავარი ადამიანები და მათთან ურთიერთობაა, განსაკუთრებით კი ოჯახი.
- პრეზიდენტმა თუ მოგილოცათ და რაიმე საჩუქარი თუ გამოგიგზავნათ?
- მისგან მოლოცვა, რასაკვირველია, მივიღე, მაგრამ საჩუქარი არა და მგონი, მისგან არც იყო აუცილებელი. მომილოცა მისმა მეუღლემ, სანდრა რულოვსმა და გამომიგზავნა საჩუქარი - ახალშობილის ჰოლანდიური მაისურები.
- ისევ ოჯახურ თემას დავუბრუნდეთ, როგორც ამბობენ, კაცები შვილებზე ეჭვიანობენ ხოლმე. თქვენი და დათოს ურთიერთობაში არის მსგავსი რამ?
- ჩვენთან ნამდვილად არ არის ასეთი რამ. პირიქით, პატარის დაბადებამ უფრო დაგვაახლოვა. ორსულობის პერიოდში ვკითხულობდი, რომ დედებს დეპრესია ემართებათ ხოლმე, ახლა არ მესმის, როგორ შეიძლება, ბავშვის დაბადების შემდეგ დეპრესია გქონდეს (იღიმება).
- მეორე შვილზე ხომ არ ფიქრობთ უკვე?
- დედაჩემმაც მკითხა, როდის აპირებთო? - ჯერ ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე მეორე ბავშვზე არ ვფიქრობთ, მაგრამ სამომავლოდ გვინდა, ბევრი შვილი გვყავდეს. ქედს ვიხრი მრავალშვილიანი დედების წინაშე, მაგრამ ალბათ, ხუთ შვილს ვერ გავაჩენდი. არ მესმოდა და ახლა მივხვდი, რამდენად დიდი სამუშაოა დედობა და დიასახლისობა. ყოველთვის ვფიქრობდი, რა პროფესიაა დიასახლისობა-მეთქი, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ ეს ნამდვილად არის პროფესია. ერთ-ერთი ურთულესი საქმეა, რაც გამიკეთებია. იდეალური იქნებოდა სამი შვილი, მაგრამ წინასწარ თქმა რთულია.
Rating
- ვერა, ჩადექით უკვე ფორმაში?
- ვცდილობ, მაგრამ ერთი თვე ვარჯიში არ შეიძლებოდა, ახლა ნელ-ნელა ჯერ ცურვაზე სიარულს დავიწყებ, შემდეგ ვარჯიშებსაც დავამატებ. ვატყობ იმასაც, რომ ბავშვთან დედას იმდენი მოძრაობა უწევს, რომ თავისთავად შეიძლება ფორმაში ჩადგომა. დიეტა, მგონი, არ მჭირდება, 13-14 კილო მქონდა მომატებული. სასწორზე დადგომა არ მიყვარს. ექიმთან რომ დავდიოდი, მაშინ მიწევდა აწონვა. სამოსზე ვატყობ, რამდენი მაქვს მომატებული ან დაკლებული. ვფიქრობ, რამდენიმე კილოს დაკლება მინდა და ჩვეულ ფორმას დავუბრუნდები...
- თქვენი მეუღლე ბიზნესმენია. როდის დაქორწინდით?
- ჩვენ 2012 წლის ზამთრიდან მოყოლებული ერთად ვართ. ერთმანეთი გუდაურში გავიცანით. ქორწილი არ გვქონია, არც ხელი გვაქვს მოწერილი. ვაპირებთ ქორწილის გადახდას, მაგრამ ჯერ თარიღი არ გადაგვიწყვეტია.
- საქართველოში აპირებთ ცხოვრებას?
- აქ ვრჩები, მაგრამ კანადაში მშობლების მოსანახულებლად აუცილებლად ჩავალ ხოლმე.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
თამაზი
ღმერთმა გაგიზარდოს
00:04 / 26-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
ფუ რა უზრდელი ხალხი ხართ, თქვენი სიტყვაკაზმულობა ხომ ყველგან უნდა გამოავლინოთ.ასეთი უხამსი კომენტარებით კომპიუტერის კლავიატურასაც ვერ გასცდებით,მართლა შურიანები და გაუნათლებლები ხართ,მასეთი სიტყვების ნაცვლად რამე ნორმალური რომ გესწავლათ ახლა თქვენი ინტერვიუ დაიბეჭდებოდა და არა ვერა ქობალიასი.
13:49 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
რაღა ამ ბოზებზე წერთ ჟურნალისტებოოოო
არ გვჭირდება ამ გარყვნილი დედაკაცების ცხოვრების გაპიარება ..რაში მაინტერესებს დედაბუდიანად ბოზების ცხოვრების ამბები!!! სხვა თემა ვერ მონახე სტატიის ავტორო?ეს გველიც ნაცბანდის ერთერთი წევრია..ამანაც უნდა აგოს პასუხი როგორც ერთერთმა წევრმა იმ სადისტი,გამყიდველი მთავრობისა!!!ამის დამსახურებით და ხელმოწერით ვინ იცის,რამდენი უკანონო საქმე გაკეთდა!!!! შვილი არ უშველის დანაშაულზე პასუხის გასაცემად!!!ამ მთავრობამ მოკითხოს ყველა დამნაშავეს სათანადოდ,კანონიერად მის წილ დანაშაუზე პასუხი!!!
12:44 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
პირველ რიგში დედობას გილოცავ და გაუზარდე სამშOბლოს სულმცირე სამიშვილი და სამსახურს იშოვი არ დაიკარგები თლათ მინისტრობაზე გული ნუ დაგწყდება.....
10:39 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ამიტომაა თანამდებობაზე გამოცდილი პირის დანიშვნა საჭირო და არა 15-20 წლის გოგო-ბიჭების, არაფერი იციან, არაფერი უკეთებიათ, სხვისი არაფერი გაუგიათ, მხოლოდ დროსტარება, ცეკვა, თამაში და... მინისტრებად და მრჩევლებად ინიშნებიან, ესენი გაიგებენ სხვის ტკივილს?
09:00 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS