02 ოქტომბერი, 2014
ნუკიმ პირად ცხოვრებას ტაბუ დაადო - ''ამისთვის რაღაც მიზეზები მაქვს...''
გადაჭარბებულად კი ვლაპარაკობდი ამ თემაზე ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სულ მალე ტელეკომპანია ''მარაო რუსთავი 2''-ზე ახალ გადაცემას წაიყვანს. ნერვიულობს, რომ ზაფხულში ფეხი მოიტეხა და ახლა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვეღარ იცვამს. არადა, გადაცემა თიკა ფაცაციასთან ერთად მიჰყავს. ფეხის მოტეხვამ ნუკი ჩვენს ქვეყანაში არსებულ ურთულეს პრობლემაზე დააფიქრა. ეტლით გადაადგილებას მეგობრებისა და დედის დახმარების გარეშე ვერ ახერხებდა...

- ''კომედი არხზე'' გადაცემა ''ფეისნუკი'' გრძელდება. თუმცა, როგორც იცით, კეთდება ძალიან მაგარი არხი ''მარაო რუსთავი 2'', რომელიც განკუთვნილია ქალბატონებისთვის და სწორედ ამ არხზე
მექნება გადაცემა თიკა ფაცაციასთან ერთად. ისეთი მაგარი იქნება, ქალბატონი დილას რომ ჩართავს, გადართვა აღარ მოუნდება. ყველა გადაცემა საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნება, თუმცა ''მარაოსკენ'' კაცებსაც აუცილებლად გაეპარებათ თვალი.
- ბოლო დროს ფილმებშიც აქტიურად ხარ დაკავებული.
- ''კომედი არხზე'' მალე დაიწყება სერიალი, სადაც ეპიზოდური როლი მექნება. ახალ სერიალში უცნაური როლი მაქვს. ვფიქრობ, მაყურებლისთვის ძალიან სასაცილო იქნება და მოეწონება.
- სერიალი როგორც ვიცი, დეტექტიური იქნება.
- კი, ნამდვილად ასეა.
- შენ კრიმინალი ხარ თუ გამომძიებელი?
- არც ერთი ვარ და არც მეორე, სადღაც შუაში ვარ, მაგრამ უფრო კრიმინალისკენ ვიხრები. კრიმინალური სამყაროს მეთაურის, დრუპის საყვარელი ვარ.
- საინტერესო როლი გქონია.
- არ ვიცი, ვნახოთ, რამდენად საინტერესო პერსონაჟი გამოგვივა. მაგრამ ის, რომ ''კომედი შოუს'' ბიჭებთან მიწევს მუშაობა, ძალიან მომწონს. ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.
- რასაკვირველია, გვაინტერესებს შენი პირადი ამბები... ამერიკელი შეყვარებული გყავდა, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობდი. ამბობენ, რომ ერთმანეთს დაშორდით...
- ახალი სატელევიზიო სეზონიდან გადავწყვიტე, პირად ამბებზე აღარ ვილაპარაკო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიახლეა.
- სიყვარულზე საჯაროდ ლაპარაკი ცუდად გაქვს დაცდილი?
- ცუდად არ მაქვს დაცდილი. უბრალოდ, აღარ ვლაპარაკობ. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, ასე მოვქცეულიყავი. არ მიყვარს, დაუსრულებლად პირად ემოციებზე რომ ლაპარაკობენ. ერთხელ ხომ ვთქვი, ახლა უკვე საინტერესო აღარაა და ჩემი გაუთავებელი საუბარი გამაღიზიანებელ სტადიაში გადადის, ამიტომ ჩემი პირადი ცხოვრება ჯერჯერობით ტაბუდადებული თემა იქნება. შეიძლება, ერთ დღეს ტვინში რაღაც გადამიტრიალდეს და ისევ ტაბუ მოვხსნა. მაგრამ ამ ეტაპზე არაფერს ვიტყვი.
- ამდენი ლაპარაკით შენი პირადი ცხოვრება ხომ არ გათვალე?
- გადაჭარბებულად კი ვლაპარაკობდი ამ თემაზე, მაგრამ ვერ გეტყვი, რომ თვალი მეცა და ამიტომ გადავწყვიტე გაჩუმება. პირადზე რომ არ ვსაუბრობ, ამისთვის რაღაც მიზეზები მაქვს, მაგრამ ამ მიზეზებზეც არ მინდა ყურადღების გამახვილება.
- კარგი, დავუბრუნდეთ შენს საქმიანობას. რამდენიმე სერიალში თამაშობდი, მიგყავდა გადაცემები. საინტერესოა, რომელი საქმიანობა უფრო მოგწონს?
- ორივე მომწონს. რატომღაც მგონია, რომ როგორც მსახიობი, უნიჭო ვარ. რომ ვუყურებ დანარჩენ მსახიობებს, რომლებსაც გამოცდილება აქვთ, ისეთი განცდა მეუფლება, რომ ისინი ბევრად უფრო ნიჭიერები არიან და ამიტომ ჩემს თავს მსახიობად არ მივიჩნევ.
რაც შეეხება წამყვანობას, ვერ ვიტყვი, რომ მაღალი დონის წამყვანი ვარ, მაგრამ მსიამოვნებს და მომწონს ეს პროცესი, მინდა, ამ საქმეში ვიყო. მგონია, რომ ეს საქმე ჩემია. თუმცა როდესაც მეძლევა შესაძლებლობა, რომ ვიმსახიობო, ესეც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვარ და მგონია, რომ ყველგან ყალბად ვთამაშობდი, მაგრამ საბოლოო განაჩენი, ალბათ, მაინც მაყურებელმა უნდა გამოიტანოს. გადაღების პროცესი მიყვარს, თუმცა მერე ვცდილობ, შედეგს აღარ ვუყურო. საბოლოოდ მაინც ვუყურებ და ვც დილობ, გამოვასწორო შეცდომები, მაგრამ ობიექტური ვარ და სხვების თამაში უფრო მომწონს.
- ტელეწამყვანი, რომელიც ძალიან მოგწონს და გინდა, მას მიჰბაძო...
- საქართველოში ძალიან ბევრი ტელეწამყვანი მომწონს, მაგრამ რომ ვთქვა, მინდა, ინგა გრიგოლია ვიყო-მეთქი, ან გამოვიდე და ინგასნაირად დავიწყო ლაპარაკი, ეს საზოგადოებას ძალიან გააღიზიანებს. ინგას უზარმაზარი გამოცდილება აქვს.M მე იქამდე ბევრი მიკლია. თან არ მიყვარს, როდესაც ვინმეს ჰბაძავენ. ერთი ხომ არსებობს და მეორე ისეთივე რომ იყოს, რა საჭიროა?
- ''მარაო რუსთავი 2''-ზე როგორ გადაცემას ვიხილავთ, უფრო დაწვრილებით გვიამბე.
- ესაა გადაცემა ''შეიცვალე'', რომლის წამყვანებიც ვიქნებით მე, თიკა ფაცაცია და ზალიკო ბერგერი. ჩვენი გადაცემა ბევრი კომპონენტით იქნება ძალიან საინტერესო. მოდიან ქალბატონები, რომელთა ისტორიებსაც ვისმენთ. ვიგებთ, რა პირადი ტრაგედია ჰქონიათ და ვცდილობთ, მორალურად მაქსიმალურად დავეხმაროთ. ვფიქრობ, ყველა ქალბატონის შინაგან სამყაროზე ყვე-ლაზე კარგად მისი გარეგნობა მეტყველებს. ჩვენ ვეცდებით, ჩვენი გადაცემის გმირების გარეგნობაც შევცვალოთ. Eეს იქნება ერთგვარი ტრანსფორმაცია.
- ''ყოფილი ცოლების კლუბს'' ხომ არ დაემსგავსება?
- ეს იქნება მსგავსი, მაგრამ არა ზუსტად ისეთივე გადაცემა, რომელიც დააინტერესებს ყველას, ვისაც ცხოვრების შეცვლა და ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება უნდა. რა თქმა უნდა, იქნებიან ისეთი ქალბატონები, რომლებსაც უნდათ, ფორმალურად შეიცვალონ და არაჩვეულებრივი პირადი ცხოვრება აქვთ. არ იფიქროთ, რომ მე და თიკა ფაცაცია ვიზრუნებთ ქალბატონების ახალ იმიჯზე. გვეყოლებიან პროფესიონალები.
- თქვენ სამზე რატომ გაკეთდა არჩევანი?
- ეს ძალიან რთული კითხვაა და ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ჩვენზე გააკეთა არჩევანი. ხშირად მეკითხებიან, შენ რატომ აგირჩიესო და ყოველთვის ვამბობ, რომ არ ვიცი. მიმაჩნია, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თიკასთან მუშაობა და მისი თანაწამყვანობა. ისევე, როგორც ზალიკო ბერგერთან.
- მეგობრები ხართ?
- აქამდე შეხება მხოლოდ პროფესიულ დონეზე მქონდა. ძალიან მომწონს, რასაც თიკა აკეთებს და მახალისებს ყველაფერი, რასაც ზალიკო აკეთებს. შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს არ არის პირადი კონფლიქტი. ეს უბრალოდ განსხვავებული მოსაზრებებია. მე და თიკა პირველად რომ შევხვდით ამ გადაცემის მზადებისას, მივხვდით, რომ ჩვენი ჩაცმის სტილი არსებითად განსხვავდება. ორივემ სიცილით აღვნიშნეთ, რომ სხვადასხვა გემოვნება გვაქვს. მერე სიცილითვე დავამატეთ, ვნახოთ, რომელი გადაიბირებს სტუმარ ქალბატონს თავისკენ.
- თქვენ შორის, როგორც ვხვდები, დიდი კონკურენცია იქნება.
- არანაირი კონკურენცია არ იქნება, უბრალოდ, ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი ვართ და გემოვნებაც განსხვავებული გვაქვს. ჩვენ უბრალოდ გმირს არჩევანის საშუალებას მივცემთ.
- ზაფხულში ფეხი მოიტეხე. ახლა როგორ გრძნობ თავს?
- გაცილებით კარგად. თაბაშირი რამდენიმე დღეა, მოვიხსენი და ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, არის ის, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვეღარ ვიცვამ. დიდი მონდომებით ვემ-ზადები გადაცემისთვის, რომელიც თიკა ფაცაციასთან ერთად უნდა წავიყვანო. მე ვარ ლოტოს კოჭი და ის შხვართივით გოგოა და ვერ ვიცვამ ქუსლებს, მგონია, რომ ძალიან სასაცილო ვიქნები.
- თიკას მოუწევს, დაბალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილმა წაიყვანოს გადაცემა.
- არა, არ მოუწევს, რა სისულელეა. ეს ხუმრობით ვთქვი. ძალიან მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი. ფეხიც იმიტომ მოვიტეხე, რომ უაზროდ მაღალი ფეხსაცმელი მეცვა, ქუსლი ქვაფენილში ჩამეჭედა, გადამიბრუნდა და მომტყდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ფეხის გა-დაბრუნებით შეიძლება, ფეხი მოიტეხო, მაგრამ თურმე ასეც ხდება. ფეხი რომ გადამიბრუნდა, მერე დიდხანს ვიხტუნავე, მეგონა, არაფერი მჭირდა. ბოლოს ძალიან რომ დასივდა, წავედი ექიმთან და მითხრეს, მოტეხილიც გაქვს, აცდენაც არის და თაბაშირი გჭირდებაო. რაც კი ტანსაცმელი მაქვს გარდერობში, ყველაფერი შეხამებულია მაღალ ქუსლებთან. დაბალ ძირზე მხოლოდ სამი ფეხსაცმელი მაქვს. ზოგი დაპატარავებულიცაა და რა ვქნა, არ ვიცი. ამ დრომდე პაპანაქება სიცხეში ჩექმებით ვიარე, არ ვიტეხ იხტიბარს და დაბალ ქუსლზე ფეხსაცმელს არ ვყიდულობ.
- გადაცემაში წამყვანების გარეგნობა შეიცვლება?
- დიდი შანსია, რომ მეც და თიკაც ფერშეცვლილები გვნახოთ.
- ბოლოს პირადზე მაინც გკითხავ, დაიწერა, ''მიატოვა თუ არა ფეხმოტეხილი ნუკი შეყვარებულმა''. შეყვარებული არ დაინტერესებულა შენი ჯანმრთელობით?
- მაინც არაფერს ვიტყვი პირადზე. შეიძლება, ყველაფერი ფანტასტიკურადაცაა.
- ხომ შეიძლება, ეს ინტერვიუ წაიკითხოს მდიდარმა, სიმპათიურმა ბიზნესმენმა, რომელსაც მოსწონხარ და აინტერესებს, დაკავებულია თუ არა შენი გული.
- არასდროს მიოცნებია მდიდარ მამაკაცზე და არც ახლა ვოცნებობ. მამაკაცში სხვა თვისებები მომწონს. სიმპათიურ, კარგ ბიჭს თუ მოუნდება ჩემზე სიმართლის გაგება, მოვა ჩემთან და მე ვუპასუხებ, დაკავებულია თუ არა ჩემი გული.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
თუთუნა
მეც გამიგია ნუკის და გენოს ამბავი. მგონი მართალი უნდა იყოს.
12:33 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
აუფ
ერთი და იგივე დაბოღმილი რომ წერს კომენტარს რა სასაცილოა:D:Dგადაშენდით ჭორიკნებო!!ნუკი მაინც გჯობიათ თქვენ!თქვენ საერთოდ უკაცოდ იტანჯებით ჰაჰჰაჰა:D
01:39 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
კი გენოსთან დადის უკვე დიდი ხანია
11:41 / 04-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ეხლა აქვს გაჩაღებულიო? ნუკი გენოსთან შარშანაც დადიოდა. ყველამ იცის ეს ამბავი.
17:29 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ანდრო
Eხლა გენო მალაზონიასთან ქონია გაჩაღებული რომანი ჩვენ ნუკის)
15:31 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS