22 სექტემბერი, 2014
ნინას ექსპერიმენტი - ვისთან აპირებს საკუთარი დეკოლტეს დატოლებას
წელიწადზე მეტია, რაც მომღერალმა ცხოვრებაში მძიმე ტრაგედია გადაიტანა ''მარაო რუსთავი 2'' - ასე ჰქვია ახალ არხს, რომლის დირექტორიც მაია ასათიანი გახლავთ. ''რეიტინგის'' წინა ნომერში მაიამ თავად ისაუბრა არხის შესახებ და ბევრი საინტერესო წამყვანი და გადაცემა დააანონსა. მათ შორის არის ნინა წკრიალაშვილიც, რომელმაც გარისკა და ცხოვრებაში პირველად წამყვანის ამპლუა მოირგო. ის წაიყვანს ახალ გადაცემა ''გარდერობს''.
წელიწადზე მეტია, რაც მომღერალმა ცხოვრებაში მძიმე ტრაგედია გადაიტანა, როდესაც მეუღლე ავტოკატასტროფაში დაეღუპა. ამას დღემდე განიცდის და დეპრესიაც ბოლომდე არ დაუძლევია. უკვე
ერთი წელია, არ მუშაობს, კულტურის სამინისტრო დატოვა. ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ტელეგადაცემებს სტუმრობს, ამჯერად კი სხვა ცნობილი სახეები გახდებიან ნინას სტუმრები საკუთარი გარდერობით.

- ნინა, აქამდე გადაცემის წაყვანის გამოცდილება არ გქონია.
- არა, ეს ჩემთვის ექსპერიმენტია. როდესაც დამირეკეს, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ცოტა შემეშინდა. თუმცა ჩემი პროფესიის ადამიანისთვის უფრო მარტივია, რადგან კამერასთან მუშაობის გამოცდილება მაქვს. ცოტა ვითავხედე და დავთანხმდი. პირველი გადაცემა უკვე ჩავწერეთ და არ გამიჭირდა. საკუთარ თავზე ბევრს ვიმუშავებ, ძალიან კრიტიკული ვარ და მინდა, ყოველი შემდეგი გადაცემა უფრო დატვირთული იყოს.
- რა გადაცემაა?
- ეს არის გასართობი, ყვითელი გადაცემა - ''გარდერობი''. ცნობილი ადამიანების გარდერობებში შევიხედავთ. ნებისმიერი ადამიანის გარდერობში რაღაც საინტერესოს აუცილებლად წააწყდები, იქ ადამიანის ხასიათი ძალიან კარგად ჩანს. მე არ ვარ მოდის კრიტიკოსი, მაგრამ ვეცდებით, რომ პატარა დოზით შემეცნებითიც იყოს, რადგან გადაცემაში აუცილებლად გვექნება საინტერესო ისტორიები ნივთების შექმნის შესახებ. ქუდები, აქსესუარები, ქალის შარვლები, როდის დამოკლდა კაბა... ვეცდები, რომ რესპონდენტების მიმართ კეთილგანწყობილი ვიყო, გემოვნებაზე ხომ არ დავობენ. საკუთარ გარდერობს ყოველთვის ვაახლებ, დიდი ფანტაზია მაქვს და ყოველთვის გადაკეთებაში ვარ. ამის გამო ჩემი გარდერობის ნახევარი დაჭრილია და თავიდან აწყობილი.
- ეს არის რუბრიკა, რომლის გამოც ყვითელ პრესას ყოველთვის აკრიტიკებდნენ, საცვლებში უძვრებიან ადამიანებსო.
- ამ რუბრიკაზე მეც მითქვამს პრესისთვის უარი, მაგრამ შეიძლება, ისეთი ფორმით დასვა კითხვები, რომ მაყურებელი არ გაღიზიანდეს. რა მიეცი ამ კაბაში - არ ვიკითხავ, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს. თუმცა ჩემს გარდერობში არის 20-ლარიანი, 5-ევროიანი და ძვირად ღირებული მაისურები და კაბები. ვინც იმაზე ფიქრობს, ხვალ შვილებს რა აჭამოს, მათ წინაშე უხერხულია 2000-ევროიან კაბაზე საუბარი.
- მამაკაცების გარდერობი თუ მოხვდება შენს გადაცემაში?
- დიახ, მაგრამ პირველ რამდენიმე გადაცემას ცნობილ ქალბატონებს დავუთმობთ. ძალიან მიყვარს ეს სფერო. ბავშვობაში კარგად ვერ ვხატავდი, გვიან მივხვდი, რომ ვეღარ ვისწავლიდი, თორემ აკადემიაში ჩავაბარებდი. არჩევანის წინაშე ხშირად დავმდგარვარ, როდესაც ძვირად ღირებული კაბა ან ჟურნალი უნდა შევიძინო, სადაც მომდევნო ერთი წლის მოდის ტენდენციებია, ყოველთვის ჟურნალს ვირჩევ. ეს არის ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება, თან წინასწარ ვიცი, რა იქნება მომდევნო ერთი წელი მოდაში.
- ერთი ქალბატონი და მამაკაცი დამისახელე, რომელთა გარდერობშიც სიამოვნებით შეიხედავდი.
- მამაკაცებიდან ძალიან მაინტერესებს გია სურამელაშვილის გარდერობი. უცნაური კოსტიუმები აქვს, გიას ალბათ ერთი კვირეული უნდა მივუძღვნა (იღიმის). რაც შეეხება ქალებს, ქეთა თოფურიას გარდერობში შევიხედავდი. თუმცა აქ არ ცხოვრობს და ძნელი იქნება მისი ჩაწერა. მომწონს ქეთას იმიჯი, სასცენო, ქუჩის...
- საკმაოდ მშვიდი გადაცემა გექნება, სკანდალების გარეშე.
- სკანდალები არ მოხდება, რატომღაც მითები არსებობს ჩემ გარშემო, რომ სკანდალური ადამიანი ვარ. ვერ ვხვდები, რატომ. საქართველოში სკანდალი ჰგონიათ, კლუბში რომ წახვალ და იცეკვებ. მაცალეთ, ახალგაზრდობის ცოტა წელი დამრჩა. როდესაც ხმამაღლა ამბობ, რომ რაღაც გსურს, ეს სკანდალი ჰგონიათ. ზოგს აქვს იმის თავი, რომ ხმამაღლა თქვას, ზოგი ვერ ამბობს და მთელი ცხოვრება ითმენს. არადა, ცხოვრება იმდენად ხან-მოკლეა, რომ მთავარია, არავის არაფერი დაუშავო, საკუთარ თავთან მართალი იყო და აკეთო ის, რაც გინდა.
- როგორი იქნება შენი იმიჯი?
- არაფერი განსაკუთრებული, როგორიც ვარ, ისეთი ვიქნები. მაგრამ გია სურამელაშვილთან რომ წავალ, ჩავიცვამ მაქსიმალურად დიდ დეკოლტეს და შევადარებ, ჩემი უფრო დიდია თუ გიასი (იცინის). დანარჩენი სეზონს, ხასიათსა და წონას გააჩნია. გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ გავა. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანები ტელეეკრანებს მივაჯაჭვოთ.
- რას შეჰმატებს შენს იმიჯს ახალი ამპლუა?
- ვეცდები, მაქსიმალურად ბუნებრივი ვიყო. რაც ჩემთვის მიუღებელია, იმ კითხვას არ დავსვამ. ცხოვრებაში წინასწარ არაფერს ველი. ვგიჟდები ექსპერიმენტებზე და ვნახოთ, როგორ გამომივა. დიდი მადლობა ''მარაო რუსთავი 2''-ს, რომ მომცა შანსი, ახალი კუთხით წარვდგე. დიდი ხანია არ ვმუშაობ და ვერ ვიტან უსაქმურობას. მიხარია, რომ დაკავებული ვარ და რეჟიმში ჩავდგები.
- ეს პატარა რისკი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მომავალში სერიოზულად იფიქრო ტელებაზარზე?
- ვნახოთ, ეს არის სფერო, სადაც რამდენი საათიც უნდა ვიყო და ვიმუშაო, დრო ისე გადის, რომ არ მბეზრდება. ჩემზე მეტს პროდიუსერები აკეთებენ, მაგრამ სამუშაო პროცესშიც ჩართული ვარ. რატომაც არა, კაფეში უაზროდ ჯდომას, ჯობია, რომ დაჯდე და უფრო მეტი რამ ისწავლო ნებისმიერ ასაკში.
- რამდენიმე კითხვას გადაცემის გარეშეც დაგისვამ, ზაფხულის ცხელი დღეები სად გაატარე?
- ძლივს გადავიტანე, სიცხეებისგან ძალიან ცუდად ვიყავი და ძირითადად, კონ-დიციონერის ქვეშ გავატარე. ცოტა ხანს ანაკლიაში დავისვენე, ოღონდ ''კაზანტიპამდე'', შემდეგ - საფრანგეთში, ფრანგული კარგად ვიცი და სადაც უნდა ვიყო, გული იქით მიმიწევს. ასევე ბათუმში გახლდით ოჯახთან ერთად და ისე ცხელოდა, გარეთ ვერ გავდიოდი. ძირითადად, მეძინა. ბავშვობიდან არ მიყვარს ზაფხული, სიცხე მაწუხებს.
- ბოლო დროს სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობ, თუმცა შენი სტა-ტუსები ხშირად ხდება საიტებზე ნიუსების წყარო.
- როცა უსაქმურად ვარ, ''ფეისბუქზე'' მაშინ შევდივარ. გავაუქმებ, შემდეგ ისევ აღვადგენ. ხანდახან მეგობრები ერთმანეთს ვეხუმრებით და მეორე დღეს რომელიღაც ინტერნეტპორტალზე ამაზე სტატია დევს. ხანდახან ქვეყანაში რაღაც აღმაშფოთებელი ხდება და ჩემს აზრს გამოვთქვამ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც საკუთარ კედელზე რაღაცას ვწერ და რა ზრდილობაა ვიღაც უცნობის შემოვარდნა და გალანძღვა. ამ ბოლო დროს ასეთ ადა-მიანებს მეგობრობიდან ვშლი, ეს ყველაზე კარგი თავდაცვის საშუალებაა. ჩემზე ნიუსებსაც აღარ ვკითხულობ, ნეგატივი აღარ მინდა, ვხვდები, რომ სალანძღავ კომენტარებს ერთი და იგივე ადამიანები წერენ. მხოლოდ პატრიარქს არ ლანძღავენ, დანარჩენს ყველას. რასაც მე მიწერენ, იმავეს უწერენ პუტინს, მიშას, ეკა ბესელიას.
- ცოტა უცნაური შედარებაა...
- (იღიმის) ჰო, მე პუტინს, ბესელიას, სააკაშვილსა და ჭიკაიძეს... ჭიკაიძეზე ვგიჟდები, რა ბიჭია...
- იცნობ პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს?
- არა, მაგრამ წყლის გადასხმაში გამოვიწვიე. არ გადაისხა, ან სიცხემ არ შეაწუხა, ან იუმორი არ აქვს? კლინტონმა, ბუშმა და ობამამ გადაისხეს.
- ქართველი პოლიტიკოსებიდან ირაკლი ალასანიამ...
- კახა კალაძემ... ნაციონალებმა თითქმის ყველამ გადაისხა.
- მიხეილ სააკაშვილს არ გადაუსხამს.
- მიშა ჰაერში იყო, სად გადაესხა (იცინის). მართლა არ ვერჩი ჭიკაიძეს, ვგიჟდები, ტელევიზიით რომ გამოდის. ჭიკაიძე და ნათელაშვილი რომ გამოდიან, ბოლომდე ვუწევ ხმას.
- გესმის ჭიკაიძის საუბარი?
- კი, როგორ არა, თქვენ არ გესმით? მე მესმის. ორი საყვარელი პოლიტიკოსი მყავს, სადაც უნდა ვიყო, ბოლომდე ვუწევ ხმას და ვუსმენ. დანარჩენი აზრზე არ ვარ, რა ხდება. მინისტრების გვარებიც აღარ ვიცი, დავისვენე.
- მუსიკალურ კარიერაზე გკითხავ, გაგრძელებას თუ აპირებ?
- ორი ახალი სიმღერა უნდა ჩავწერო. მაია კაჭკაჭიშვილმა დამიწერა ძალიან კარგი სიმღერა და საერთოდ, მაიკოს სიმღერები კარგად მაქვს დაცდილი. მეორე ზაზა ხუბუკელაშვილმა დამიწერა, ახლა ტექსტზე ვმუშაობთ და ერთ თვეში ორივე მზად იქნება. ამას ჩემთვის ვაკეთებ. სამწუხაროდ, ყველა კოლეგა განიცდის, რომ დღეს საქართველოში კონცერტები აღარ იმართება. კორპორატიული საღამოებიც თითქმის აღარ ტარდება. შემდეგ პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს ერს, რომ ნიჭიერი მომღერლები არ გვყავს. ყველაფერი ფინანსებამდე მიდის.
- დასასრულ პირად ცხოვრებაზე გკითხავ. საკმაოდ მძიმე ტრაგედია გადაიტანე და დღეს როგორ ხარ?
- ვცდილობ, ჩვეულებრივად ვიცხოვრო. თავს ვიტყუებ, რომ არაფერი მომხდარა, ვმღერი, ვცეკვავ, გასართობად, სამოგზაუროდ დავდივარ, მაგრამ ეს იმხელა ტკივილია, რომ ჯანმრთელობა შემერყა. ბოლო ორი წელიწადია, ძალიან ხშირად დავდივარ ექიმებთან. არ ვიმჩნევ, ვიცი, რომ ცხოვრება გრძელდება და აუცილებლად მექნება პირადი ცხოვრება. ამის გარეშე არ გამოდის, როდესაც ადამიანი ცოცხალი და ახალგაზრდა ხარ. ჯერ არავინ შემიყვარდა, მაგრამ მივიჩნევ, რომ ყველა ადამიანს სჭირდება გვერდით მყოფი, რომელსაც ყველაფერს გაუზიარებს და ჩაეხუტება. როდესაც გამოჩნდება ადამიანი, ვინც შემიყვარდება, სიყვარულს კარს არ დავუკეტავ. დეპრესიული ვარ, ყველა ადამიანი მიხვდება, ვისაც მსგავსი ტრაგედია გადაუტანია, როდესაც ახალგაზრდა ოჯახის წევრი გეღუპება. ვიცინი, ვერთობი, ჩვეულებრივად ვცხოვრობ, მაგრამ არის დღეები, როდესაც მგონია, რომ გუშინ მოხდა ყველაფერი.
- მარტო გადაგაქვს ეს ტრაგედია?
- ყველა პრობლემას მარტო ვუმკლავდები. თენგოს ზოგჯერ, როგორც ცოცხალს, ისე მოვიხსენიებ. ცხოვრება გრძელდება, ასეთი მკაცრია ჩვენი სამყარო და როგორც ჩვენ გვინდა, ყველაფერი ისე არ ხდება. უფლებაც არ მაქვს, ჩემი შვილი უკვე აბიტურიენტია და მეც საკმაოდ ახალგაზრდა ვარ, რომ ცხოვრება დავამთავრო. ძალიან მშველის ქალაქიდან გასვლა, კარგი მეგობრები მყავს და ზოგი ევროპაში მეპატიჟება. თუმცა რომ ჩამოვდივარ, ისევ რე-ალობას ვუბრუნდები. ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, ამის გვწამდეს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
მანანა
ნინა კარგად მსჯელობთ, ლოგიკურია. ახალგაზრდა ხართ და წინ მომავალია.ნებისყოფა, რწმენა და მომავლის იმედი დაგეხმარებათ, გაიკვლიოთ ხანმოკლე ცხოვრება.გისურვებთ მთელი გულით, ყოველივე საუკეთესოს.
21:03 / 05-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატო
ვის ჭირდება მუდმივად ეს ქალი იყოს გამოჭიმული ყველგან და ყველაფერში, ვაი ჩვენს პატრონს უბედურს, მეტი საინტერესო აღარაფერია ამ ქვეყანაში?
15:54 / 05-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კიკილა
რატო არ იქნება ფორმაში რა საქმე აქვს როოო? პირიც აღარ დაიბანოს.
20:33 / 02-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მეა
ნინას არ ემჩნევა რომ დიდი ტრაგედია გადაეტანოს. ნუ ამუქებთ ყველაფერს.
15:31 / 02-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაი
მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო ნინას სახიტ საქართველოს კველა ქალბატონს .....მოვეფეროთ ერთმანეთს ქართველები და დავაფასოთ , უფალსაც გავახარებთ :)
13:55 / 02-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS