18 სექტემბერი, 2014
ცნობილების პლასტიკური ოპერაციები და მათი შედეგები
ალბათ, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ მოსულიყო, დღეს არავის ეცოდინებოდა, ვინ არის გვანცა ბაგრატიონი მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ვარსკვლავები დიდი ხანია, ღიად ლაპარაკობენ საკუთარი პლასტიკური ოპერაციების შესახებ, ქართველ ცნობილ სახეებს ამის აღიარება ძალიან უჭირთ. უცნაურია, მაგრამ ხანდახან გარეგნობის უეცარ ცვლილებას ხან გარდატეხის ასაკს აბრალებენ და ხანაც, უბრალოდ, ასაკის მატებას. ცნობილებიდან, რომლებზეც ამჯერად მოგიყვებით, ყველა არ გამხდარა პლასტიკური ქირურგის პაციენტი, მაგრამ მათი გარეგნული მეტამორფოზა ბოლო წლების განმავლობაში ზედმეტად შესამჩნევი გახდა.

ალბათ, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ
მოსულიყო, დღეს არავის ეცოდინებოდა, ვინ არის გვანცა ბაგრატიონი. მართალია, გოგონა ქართული რეპის დედოფალი ვერ გახდა, მაგრამ პოპულარობა ბერა ივანიშვილის სიყვარულით მოიპოვა. მილიარდერის საყვარელ ვაჟზე შეყვარებული გვანცა მალე მოექცა პრესის ყურადღების ცენტრში და სკანდალურმა განცხადებებმაც არ დააყოვნა. ხან ბერასთან დუეტით''იმუქრებოდა'', ხანაც მასთან ერთად გატარებულ რომანტიკულ ვახშამზე წერდა.
ბოლო დროს გვანცა ფიზიკურად ძალიან შეიცვალა, ამბობს, რომ ეს სულაც არ არის პლასტიკური ოპერაციების დამსახურება, მაგრამ გოგონა იმდენად დაემსგავსა თოჯინა ბარბის, რომ მისი ძველი და ახალი იმიჯის შედარებისას განსხვავება აშკარად თვალში საცემია. ხშირად წერენ, რომ აწყობილია და უამრავ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს, მაგრამ ქართველი ბარბი ჯიუტად უარყოფს და სოციალურ ქსელში კეთილის მსურველებს ახალ-ახალი იმიჯით ანებივრებს.

Rating

სოფო ნიჟარაძესაც არასდროს დაუდასტურებია, რომ თუნდაც ერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთე-ბული. წარბების უჩვეულო ფორმის გარდა, სოფოს გარეგნობაში აშკარად ბევრი ცვლილებაა, მაგრამ ეს პლასტიკური ოპერაციების დამსახურებაა თუ უბრალოდ ახალი და კარგი სასცენო იმიჯი, დღემდე გამოცანად რჩება. ფაქტია, რომ წლების გასვლის შემდეგ ნიჟარაძე გარეგნულად უფრო დაიხვეწა, ვიდრე რუსეთში ჯულიეტას თამაშის დროს.

Rating

შორენა ბეგაშვილი ამ შემთხვევაშიც პირველია, რადგან ყველაზე ხშირად მას უწევს თავის მართლება, რომ მკერდი და უკანალი არ გაუზრდია და არც ცხვირის ოპერაცია გაუკეთებია. მართალია, მსახიობი და ტელესახე ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ ძველსა და ახალ ფოტოებს თუ შევადარებთ, შორენას მკერდის ზომებში აშკარა სხვაობაა. რაც შეეხება ცხვირს, ფაქტია, რომ უხდება და ნამდვილად კარგად აქვს გაკეთებული, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ შორენას პასპორტის ფოტოზე, რომელსაც სერიოზული სკანდალი მოჰყვა, სხვანაირი ცხვირი აქვს.

Rating

მაკა ასათიანის სილამაზეს ყველა აღიარებს, მაგრამ მასზეც ხშირად უთქვამთ, რომ ცხვირისა და თვალის ჭრილის ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა მაკას ახალგაზრდობის ფოტოებს თუ გადახედავთ, პოპულარუ-ლი სახე იქაც ულამაზესია. ინტერვიუებში ხშირად უთქვამს, რომ ბოტოქსს ადრეული ასაკიდან იკეთებს, მაგრამ პლასტიკურ ოპერაციებზე კომენტარი არასდროს გაუკეთებია. რთულია, მაკას კარგი გარეგნობა მხოლოდ პლასტიკურ ოპერაციებს დააბრალო, თუმცა ძველსა და ახალ ფოტოებზე გარეგნულ სხვაობას მაინც შეამჩნევთ.

Rating

ნინი ბადურაშვილს აშკარად გაუმართლა, რადგან გარეგნული მონაცემების წყალობით, სახეზე არაფრის შეცვლა არ დასჭირდება, მაგრამ, როგორც ამბობენ, მომღერალმა მკერდი გაიზარდა და ეს ნინის ბოლო დროს გადაღებულ ფოტოებზე აშკარად ჩანს. თავად კი ამის შესახებ არასდროს ულაპარაკია.

Rating

მკერდის გაზრდა, რინოპლასტიკა – ქეთა თოფურიას რუსეთში მოღვაწეობას ეს ოპერაციები დღემდე მოჰყვება, რადგან საქართველოდან წასული ახალგაზრდა მომღერლის მოულოდნელი ცვლილება როგორც ქართული, ასევე რუსული პრესისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. მკერდის გაზრდა მომღერალმა არც ერთ ინტერვიუში არ აღიარა და მოულოდნელი ცვლილება გარდატეხის ასაკს დააბრალა. რაც შეეხება ცხვირს, აღნიშნა, რომ ცხვირი ძგიდის გასასწორებლად გაიკეთა. ფაქტია, რომ ქეთა შესანიშნავად გამოიყურება და ეს ცვლილებები, როგორიც უნდა იყოს ისინი სინამდვილეში, მას ძალიან მოუხდა.

Rating

ია ფარულავა თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სახეზე მხოლოდ ბოტოქსს იყენებს, პლასტიკური ოპერაციები კი არ აქვს გაკეთებული. იმასაც ამბობდნენ, რომ იამ რინოპლასტიკას მიმართა, მაგრამ მსახიობის ახალგაზრდობის ფოტოებს დღევანდელ იმიჯს თუ შევადარებთ, დაახლოებით მსგავსი ცხვირი აქვს. თუმცა ის, რომ ბევრი ბოტოქსის გამო შუბლს ვერ ამოძრავებს და შესაბამისად, სახის ამ ნაწილზე ნაოჭები არ აქვს, ხშირად უღიარებია.

Rating

თაკო გაჩეჩილაძესაც არ უყვარს იმაზე საუბარი, რომ პლასტიკური ექიმები მის გარეგნობაშიც ჩაერივნენ, მაგრამ ძველსა და ახალ ფოტოებზე მისი ტუჩების ზომაში ისეთი განსხვავება ჩანდა, ბოლოს აღიარა, რომ ამაში პლასტიკური ოპერაცია დაეხმარა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ არ მოეწონა და ძველი ტუჩები დაიბრუნა. მიუხედავად ამისა, თაკოს ძველსა და ახალ გარეგნობას შორის, ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ დიდი სხვაობაა. გარდა ტუჩისა, მას ცხვირის ოპერაციაც გაკეთებული აქვს.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ანა
სეოფო ნიჟარაძეს ბუნებრივი სილამაზე აქვს, უბრალოდ ძველ ფოტოში წვრილი წარბები აქვს და მაკიაჟიც არ უკეთია ნორმალურად.
20:20 / 05-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანი
ანი გუნტერიც ბუნებრივად ლამაზია.ჟარაძე ასაკშია მაგრამ ყველაზე ლამაზია.ეს ცნობადი სახეები არიან,ამატ გარდა რამდენ ზალიან ლამაზი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს გვერდიტ.
21:07 / 05-05-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ყოჩაღ გოგოებო ...გმერთმა ხელი მოგიმართოთ...მე მაგალითათ ნინა ადრე უფრო მომწონდა....მას არ სჭირდებოდა არანაირი ოპერაციაა.....მაკა ასათიანზე კი ზედმეტია ლაპარაკი მთელი ბავშობა ვიცნობ და....სირცხვილია მასზე აუგის თქმა ...ის სულ ლამაზი და ძალიან მაგარი იყო და რჩება!ქეთა კი რათქმა უნდა აქვს ოპერაციები და ძალიან უხდება...აი ნინი ბადურაშვილს გინდ გაუკეთებია და გინდ არააააა.....
11:09 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ნიჟარაძეს კბილები და წარბები აქვს გაკეთებული აშკარად,სხვა ვერაფერს ვამჩნევ.ისე აქ 16-17წლის არის და რა გიკვირთ გარდატეხის პერიოდის ფოტოებია
21:53 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
ვაიმე ასათიანს სრულიად ასიმეტრიული სახე ქონია,მოღრეცილი აქვს ცხვირ ტუჩის ვერტიკალი და თვალ–წარბიც დაშვებული.ბეგაშვილს ბულდოგის სახე,არადა ნამდვილი სილამაზე ზუსტად მაგ ასაკშია თვალსაჩინო,ლიკა ქავჟარაძე მაგ ასაკში მაგალითად,ბუნებრივ სილამაზეს სხვა ეფექტი აქვს,გაკეთებული ქალები ყველა ერთმანეთს გავს,შორენა და კესო მაგალიად ტყუპი დებივით გვანან ერთმანეთს
09:51 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS