17 სექტემბერი, 2014
ლიკა ლაბაძე სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა
ლიკა ყვითელი პრესის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი გახლდათ, რომელიც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარს არასდროს ამბობდა ჟურნალისტები დიდი ხანი ვცდილობდით ტელეწამყვან ლიკა ლაბაძესთან ინტერვიუს ჩაწერას. ბოლო თვეების განმავლობაში ის პრესაში საერთოდ არ გამოჩენილა. ჩვენს ზარებს თავაზიანად პასუხობდა და ამბობდა, რომ ჰქონდა რაღაც გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ დაიწყებდა ისევ ინტერვიუებზე დათანხმებას. არადა, ლიკა ყვითელი პრესის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი გახლდათ, რომელიც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარს არასდროს ამბობდა. ბოლოს ''რეიტინგიც'' ეცადა მასთან დაკავშირებას, თუმცა ლიკამ ისევ იგივე პასუხი გაგვცა.

რასაკვირველია, დავინტერესდით, ასეთი რა საიდუმლო გეგმა ჰქონდა ტელეწამყვანს და გამოვარკვიეთ კიდეც. მან მცირე ხანია, დატოვა საქართველო და სასწავლებლად გაემგზავრა, ჯერჯერობით ერთი წლით, თუმცა შესაძლოა, უფრო მეტ ხანსაც მოუხდეს დარჩენა. ლიკა უკვე ნიუ-იორკშია და სწავლას შეუდგა. შესაბამისად, ''იმედის დილა'' მის გარეშე დარჩა. ლიკას ტელეფონი გათიშული აქვს, ამიტომაც მასთან შეხმიანება ინტერნეტის საშუალებით გადავწყვიტეთ, თუმცა ტელეწამყვანი კონტაქტზე არ გამოვიდა. როგორც მოგვიანებით გვითხრეს, მას ჯერჯერობით არ უნდა საკუთარი გეგმების შესახებ ლაპარაკი. ვერც ის გავიგეთ, კონკრეტულად რა ფაკულტეტი შეარჩია, თუმცა ამბობენ, რომ ახლანდელი პროფესიისგან შორს არ წასულა.

დავუკავშირდით ''იმედის დილის'' მთავარ პროდიუსერს და ვკითხეთ, იცოდა თუ არა წინასწარ, რომ ლიკა საქართველოს დატოვებას დიდი ხნით აპირებდა.

- ლიკამ ალბათ გაგაფრთხილათ, რომ გამგზავრებას აპირებდა. 
რუსიკო ყურაშვილი:
- რა თქმა უნდა. რამდენიმე თვეა ვიცი მისი გეგმების შესახებ. მითხრა, რომ სასწავლებლად აპირებდა წასვლას. რასაკვირველია, გული დამწყდა, მაგრამ გამიხარდა კიდეც, რადგან ძალიან ნიჭიერი გოგონაა, დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც, ვფიქრობ, ამერიკაში კარგ მიმართულებას მისცემენ. იმედი მაქვს, დაბრუნდება საქართველოში და მიმაჩნია, რომ ფეხზე დამდგარი ჟურნალისტი იქნება.
- გადაცემაში ამის გამო ცვლილებები გაქვთ.
- თაკო ჩორგოლაშვილი და სამორი ბალდე დარჩნენ, დაგვემატნენ ქეთი კეკელია, რომელსაც ყველა იცნობს, და სალომე შანშიაშვილი, ''ქრონიკის'' ჟურნალისტი, ის ერთი დღე იქნება ჩვენთან ერთად, გარდა ამისა, ჩვენი გადაცემის წამყვანები გახდნენ სოსო კაციტაძე, რომელსაც ''იმედის დილა'' ადრეც მიჰყავდა, და ბექა ელბაქიძე, მასაც აქვს გეგმები, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოშია. ისინი მონაცვლეობით იმუშავებენ.
გვემატება სხვადასხვა რუბრიკა, გარდა ტრადიციული რუბრიკებისა, გაგრძელდება ''პუტკუნშოუც''. ეთერში 15 სექტემბრიდან გავალთ.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გია
ეუჰ! შეიძლება ასე მოხლა მაი ამბავის?! ნელნელა უნდა შემოგეპარებიათ,თორე, გამეპარა სული! :)))) რე ეშველება ახლა ქართულ ჟურნალებს! დევიღუპეთ და იგია!
18:03 / 25-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ავოიეე
დეიღუპა ჟურნალისტიკა ვავა ვავა
11:00 / 18-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS