08 სექტემბერი, 2014
რას ჰყვება აჩი ფურცელაძე ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის სიყვარულზე
საქართველოში ერთმანეთის აყირავება და თითის ერთმანეთისკენ გაშვერა ყოველთვის იყო მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ბოლო ერთი თვე მეუღლე გაიანე ხაჩიძესა და შვილთან ერთად საქართველოში გაატარა. ამჯერად ყოფილ მეუღლეს, თამუნა მუსერიძეს, არ შეხვედრია, თუმცა თბილისში ბოლო სტუმრობისას, როდესაც თამუნასთან ერთად ერთ-ერთ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და მასთან შეხვედრის სცენა აღწერა, ოჯახში პრობლემა შეექმნა. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა.

- საქართველოში ყოველ წელს იანვრის ბოლოს ჩამოვდივარ, 25 იანვარს დედაჩემს დაბადების დღე აქვს. ეს ამბავი, მგონი, მთელმა საქართველომ იცის. უკვე კარგად იციან, წელიწადის რომელ
დროს შეუძლიათ, თბილისში გამომიჭირონ. შარშან გამონაკლისი მოხდა. წელიწადის სამ დროს ვიყავი საქართველოში. სამი კონცერტი მქონდა. აქედან ორ შემთხვევაში კონცერტის ორგანიზატორებს დავდევდი, რომ ჩემი ფული ამეღო. მესამე კორპორატიულმა საღამომ მშვენივრად ჩაიარა, რადგან ქართველებთან არ იყო დაკავშირებული და ფული მაშინვე გადამიხადეს.
- აიღეთ თანხა, რომელსაც ორგანიზატორები არ გაძლევდნენ?
- საქართველოში ერთმანეთის აყირავება და თითის ერთმანეთისკენ გაშვერა, რომ მან უნდა გადაიხადოს და მე - არა, ყოველთვის იყო. ჩემი თანხა ორივე შემთხვევაში ავიღე. ერთმა ერთ კვირა-ში მომცა, მეორემ წელიწადზე მეტ ხანს მაწვალა და საქმე ლამის სასამართლომდე მივიდა, მაგრამ საქმის სასამართლოში გარჩევის მე თვითონ შემრცხვა. საბოლოოდ გადაიხადეს... ერთ თვეზე მეტია, საქართველოში ვარ ჩამოსული მთელი ოჯახით. ბათუმსა და კვარიათში დავისვენეთ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ჩემი ოჯახი მოსკოვში დაბრუნდა, მე თბილისში დავრჩი რაღაც საქმეების მოსა-გვარებლად.
- მოსკოვში ძალიან პოპულარული გახდი მას შემდეგ, რაც პროექტ ''ახალ ხმაში''მიიღე მონაწილეობა.
- ჩემდა სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში აღარ ვარ ისე პოპულარული, როგორც რუსეთში. ბათუმში ოჯახთან ერთად დელფინარიუმში ვიყავი. გამიმართლა და იმ მაყურებელთა შორის აღმოვჩნდი, ვისაც დელფინებთან თამაშის შესაძლებლობა მიეცა. რომ გამოვედი, წამყვანმა მკითხა სახელი და ვუთხარი, რომ აჩი ფურცელაძე ვარ და მაყურებელს ჩემი თავი გააცნო. ტაში კანტიკუნტად დაუკრეს. გული კი არ მწყდება, უბრალოდ ათი წლის წინ ჩემს სახელს და გვარს რომ აცხადებდნენ, მახსოვს, რა ხდებოდა, მით უფრო ბათუმში. სულ ვამბობდი, თბილისის მერე თუკი სადმე ვიცხოვრებდი, ეს იქნებოდა ბათუმი. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. გამოვედი თუ არა დელფინარიუმიდან, ჩვენთან მოვიდა ორი რუსული ოჯახი და მითხრეს, გიცანით, თქვენ ხომ აჩი ხართო. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ რუსეთში უფრო მცნობენ, ვიდრე საქართველოში.
აქ ჰგონიათ, რომ ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე ვსაქმიანობ. ვისაც ასე ჰგონია, მათ ვეტყვი, რომ მე ჩემი საქართველოს დესპანი ვარ და ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქე ვარ მიუხედავად იმისა, რომ რვა წელია რუსეთში ვცხოვრობ. რუსეთში ახლა ბევრ პროექტში ვარ მიწვეული. ''ახალ ხმაში'' წელს ჩვენს სახელს კარგად გაიტანს დათუნა მგელაძე, ჩემი მეგობარი, ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭი. დათუნამ გაიარა მთავარი კასტინგები და მალე დაიწყება ბრმა კასტინგები. პირველ ბრმა კასტინგს უჩემოდ გაივლის. მისი გულშემატკივრების გუნდში უნდა ვყოფილიყავი. სხვა პროექტშიც მიწვევენ. ახალ პროექტს აკეთებენ. ათ მომღერალს შეარჩევენ. იქნება ჟიური და იქნება ესემესები. ჩემთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
- ქართველობის გამო მოსკოვში პრობლემები თუ შეგქმნია?
- მაქვს დისკომფორტი მაშინ, როდესაც ქართველებთან ერთად ვარ. ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვართ ისეთი მაგარი ქართველები, როგორიც გვინდა, ვიყოთ. რუსეთშიც მოქმედებს დაუწერელი კანონი, რომელსაც ნებისმიერ სფეროში გეტყვიან. თუ გინდა, საქმე გააკეთო, ქართველთან საქმე არ დაიჭირო. ამას თავად ქართველები ამბობენ. სამწუხაროდ, გვიყვარს ფეხის დადებაც, მოტყუებაც და გაცურებაც.
- რუსულ შოუბიზნესში არ დაუდვია შენთვის ფეხი ვინმეს? ჯგუფ ''ნე პარას''სოლისტი უნდა ყოფილიყავი და ასე არ მოხდა...
- შოუბიზნესს აქვს თავისი წესები. სიმღერის დროს არარუსული აქცენტი არ აწყობთ. საშა, ვინც ''ნე-პარაში'' მანამდე იყო, აფხაზი ბიჭია, ქართულადაც ლაპარაკობს, რუსულადაც და ვერასდროს მიხვდები, რომ რუსი არაა. დაიშალნენ და როცა მიხვდნენ, რომ მაყურებლისთვის სიახლის შეთავაზება კარგი იქნებოდა, სოლისტის ძებნა დაიწყეს. ჩემი ენერგეტიკა მოეწონათ და მიმიწვიეს. ვიპოვეთ პროდიუსერი, რომელიც სამი თვე მარტო სიმღერას არჩევდა. ამბობდა, პირველივე სიმღერით ათეულში უნდა მოვხვდეთ და ვარსკვლავები უნდა მოვხსნათო. იპოვა ასეთი სიმღერა და ჩავწერეთ. რუსეთში არის ''რუსკოე რადიო'' და იქ თუ არ ტრიალებს შენი სიმღერა, არსად მიგიწვევენ და ამ რადიოზე სიმღერა ვერ ტრიალებს, თუ აქცენტი აქვს. სოსო პავლიაშვილს ამ რადიოზე არასდროს ატრიალებდნენ, რადგან დღემდე აქცენტით ლაპარაკობს.
- მოსკოვში წასვლის შემდეგ გარეგნობა შეიცვალე?
- პარადოქსია, რომ ყველა იმოკლებს და მე დავიგრძელე ცხვირი. ოპერაცია ქართველმა ექიმმა გამიკეთა და ვენაცვალე იმ ექიმს, ოთარ გოგიბერიძეს. სამი წელი ვეძებდი და ვერავინ ბედავდა და-თანხმებას, გავიკეთე ოპერაცია, თუმცა ჯერ ბოლომდე არაა ყველაფერი მიყვანილი. იმას, რაც მქონდა, ბევრად სჯობს ასეთი ცხვირი. ისეთ აჩი ფურცელაძეს, რომელიც თბილისში იყო, მოსკოვში არ მიმიღებდნენ. ისეთი გარეგნობით მოსკოვში ვერ გავქაჩავდი.

Rating

- არაჩვეულებრივი მეუღლე გყავს, მაგრამ ჩვენი საუბრის დროსაც კი უყურადღებოდ არ ტოვებ ლამაზმანებს...
- ჩემი აზრით, ადამიანმა სილამაზის აღქმა არასდროს უნდა დაკარგოს. როცა კარგია, უნდა თქვა, რომ კარგია. მე ხომ არ გავეკიდე და არ მითქვამს, ამ საღამოს რას აკეთებ-მეთქი. რადგან ცოლი მყავს, ვერ ვიტყვი, ყველა დარაბა დავკეტე-მეთქი. თან ის სფეროც ხომ უნდა გაითვალისწინო, რომელშიც მოღვაწეობ.
- მეუღლე რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირად ყოფილ მეუღლესთან ერთად ხარ შოუებში და თბილი შეხვედრები გაქვთ.
- ეს ამბავი იმდენად ცუდად გააშუქეს, რომ ჩხუბამდე არ მისულა საქმე, მაგრამ ოჯახში სალაპარაკო თემა გახდა. მე და თამუნა მუსერიძეს ძალიან თბილი დამოკიდებულება გვაქვს. ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიშავებია და მუსერიძემ რომ დამინახოს ქუჩაში, მეორე მხარეს არ უნდა გადავიდეს.
- მეუღლესთან შექმნილი პრობლემა როგორ მოაგვარე?
- ''კეთილმა ადამიანებმა'' გაიანე გააღიზიანეს, მერე მე დავჯექი და ავუხსენი, რომ არ მყავს ადამიანები, ვისაც ვაგინებ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მექნება. შეიძლება, ვინმე ათი წელი არ ვნახო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მეგობრობაში დროს და მანძილს მნიშვნელობა არ აქვს. ათი წლის უნახავი მეგობარი რომ შემხვდეს, ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ თხუთმეტი წუთის წინ დავშორდი. მუსერიძესთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ერთმანეთის დანახვა გვიხარია.
- ბავშვს ელოდებით?
- არ ველოდები, გვყავს ნიკუშა, გაიას ბიჭი, რომელიც პირველ სექტემბერს მიდის მეორე კლასში. კარგი ბავშვია, თავის ასაკთან შედარებით აზრზე მოსულია.
- მამას გეძახის?
- არა, რასაკვირველია. მამა ჰყავს, რომელსაც მეც ვიცნობ და მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ზოგჯერ ერევა და ვერ გაიგო, რა უნდა დამიძახოს. ყველაზე ხშირად აჩის მეძახის, ხანდახან მართლა ჩემი შვილი ჰგონიათ, რადგან მამაც შავგვრემანი ჰყავს და ერთად რომ დავდივართ, მამსგავსებენ. ერთხელ დაიბნა და ჩემზე თქვა, ბიძა არისო. ამაზე ბევრი ვიცინე და ვკითხე, დედის ძმა ვარ თუ მამის-მეთქი. ერთხელ თქვა, მამინაცვალიაო, მაგრამ არ მოეწონა სიტყვა და მოერიდა მეორედ თქმა. ბოლოს თქვა, აჩი დედაჩემის ახალი ქმარიაო. ასე რომ, ბოლოს და ბოლოს ლოგიკურ დასკვნამდე მივედით.
- მეუღლე რას საქმიანობს?
- გაიას აქვს ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც წარმატებით მოღვაწეობს ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი დათო ევგენიძე. დათო წერს მუსიკას ფილმებისთვის. სტუდიაში მუშაობს მუსიკოსი თორნიკე გველესიანი, რომელიც თბილისიდან დათომ წამოიყვანა.
- მოსკოვში ირაკლი კუტალაძის კაფეში ხშირად მიგყავს საღამოები...
- უკვე აღარ მიმყავს, ერთი პერიოდი მის კაფეში ვმუშაობდი, მაგრამ ამას რომ ვამბობდი, ირაკლი სულ ბრაზდებოდა. ამბობდა, ჩემთან კი არ მუშაობ, მეხმარებიო.
- ბოლოს შვილის სანახავად რომ იყო ჩამოსული, ამბობდნენ, რომ ნინი ბადურაშვილი და ირაკლი შერიგდნენ.
- თავიდან რომ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი, ირაკლი კარგა ხანს მიმალავდა. ის საერთოდ აზრზე არ იყო, ვინ იყო ნინი ბადურაშვილი. გაიცნო გოგონა, მოეწონა და მერე გაარკვია, რომ ძალიან პოპულარული ყოფილა თბილისში. მათი ქორწილის წამყვანი ვიყავი... მერე რაც მოხდა, ძალიან საწყენია. ამ გრძელ ომში არც ნინის მხარეს ვარ და არც ირაკლის. ირაკლის არ ვეუბნები, კარგი ტიპი ხარ, ამ თემაზე ამდენი რომ ილაპარაკე-მეთქი. ახლა მათ შორის რა ხდება, არ ვიცი, ექვსი თვე დავეკარგეთ ერთმანეთს მე და ირაკლი, თავიდან მეჩხუბა, სად დაიკარგეო, მაგრამ მერე დავსხედით და ზუსტად ხუთ წუთში მიამბო ყველაფერი. შვილთან ერთად გადაღებული ვიდეოები მაჩვენა.
ირაკლის თბილისიდან მისდის ინფორმაცია, რომ ნინი კარგად გრძნობს თავს, ნინის მოსდის ინფორმაცია, რომ ირაკლი კარგად გრძნობს თავს, ბედნიერია და უერთმანეთოდ კარგად არიან. ღმერთმა ორივეს მოუმართოს ხელი. არავის გაკიცხვას ან შექებას არ ვაპირებ. ორივეს ისეთი ტიპები ჰყავს გარშემო, ერთად რომ მოუნდეთ კიდეც ყოფნა, მაინც არ გამოუვათ. ყველამ ჩასვარა და ყველამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნინი და ირაკლი ერთად არ ყოფილიყვნენ, ამ დროს კი მათ მეგობრები ჰქვიათ. ან შეიძლება, მეგობრები იმდენად ცოტანი არიან, რომ ''კეთილისმსურველებს'' ვერ აჯობეს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
niania
Saertod rogor gayva mag iraklas!?
05:13 / 18-01-2018
გამოხმაურება / 0 /
sofo
Nini badurashvili dzalian kaargi gogoa da dzalian magari momgeralic,dzalian magari xma awvs,moridebuli da zrdilobiani,romaa amitomaa shebochili? maocebs am xalxis komentarwbi.. rac sheexeba mishas vinc popularulia yvela daacvinet ukve mishastan sanras garda :-) agar grcxveniat? agar daigalet xalxno qartveli-qartvelos,rom borotobt da zizgit moixseniebt? sircxvilia boloboloooo..
02:25 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა დეიდა
მხოლოდ ბავშვები მეცოდებიან, მშობლების თავქარიანობის გამო რომ "არ იციან, ვის რა დაუძახონ".
13:12 / 13-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი ბადურაშვილი ძალიან ლამაზიც არის და კარგადაც მღერის. მისი პრობლემა ის არის რომ სცენაზე არის შებოჭილი და რაღაცნაირად ქარიზმა არ აქვს. მე ვთვლი რომ ნინის უკეტესი მონაცემები აქვს ქეთა თოფურიაზე, მაგრამ ქეთას აქვს ქარიზმა, სცენაზე გახსნილია და ამიტომაც მიაღწია წარმატებებს. მე მაგალითად ვთვლი რომ , დღეს საქართველოში არის ერთი მომღერალი, რომელსაც ნინი სუბლატი ჰქვია, და მას ნამდვილად შეუძლია დაიპყროს მსოპლიო, იმიტომ რომ მას აქვს ის, რაც ბევრ კარგ მომღერალს არ აქვს. ასე რომ მიხედეთ მაგ გოგოს!
13:07 / 13-09-2014
გამოხმაურება / 0 /
დერ
ნინი ბადურაშვილს არ უნდა ოჯახი, მაგას უნდა მიშასთან ერთად ტლინკაობა და რა ვერ გაიგეთ, ხალხო? იმ ირაკლისაც გაეკითხა ვინ იყო ნინი ბადურაშვილი და ეტყოდნენ...
19:57 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS