29 აგვისტო, 2014
ქართველი საპატარძლოები - ყველაზე სკანდალური, მოკრძალებული და სექსუალური...
საქართველოში გათხოვება მარტივია, თან არაერთხელ - ორჯერ, სამჯერ და შეიძლება, მეოთხედაც გარისკო საქართველოში ალბათ არ არსებობს ქალბატონი, რომელსაც გარდატეხის ასაკის დასრულებისას და მანამდეც არ მოუსმენია ჯადოსნური სიტყვათშეთანხმებები - ''არ თხოვდები?'', ''შეყვარებული არ გყავს?'', ''როდის უნდა გათხოვდე?'' და უამრავი სხვა. იმ შემთხვევაში, თუ შეყვარებული გყავს, ზურგს უკან ჭორაობენ, რომ ალბათ სულ არ აპირებს ის ბიჭი შენს ცოლად მოყვანას და ასე რჩები საზოგადოების თვალში გათხოვებამდე კარგ
ან ცუდ საპატარძლოდ.
თუ გაგიმართლა, გარეგნობა ხელს გიწყობს, ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ხარ ან სულაც პოპულარული, საქართველოში გათხოვება მარტივია, თან არაერთხელ - ორჯერ, სამჯერ და შეიძლება, მეოთხედაც გარისკო.
ჩვენი საპატარძლოებისგან, რომლებიც თოპ-ათეულში მოხვდნენ, ზოგიერთი ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული და პირველი ქორწინებიდან შვილიც ჰყავს, მაგრამ საპატარძლოს სტატუსს ჯერ კიდევ არ კარგავენ.
საპატარძლოების შეფასებისას რამდენიმე კრიტერიუმი გამოვიყენეთ – ძირითადი განმსაზღვრელი მაინც გარეგნობაა და შემდეგ - ფინანსური მდგომარეობა და პოპულარობა. თანმიმდევრობა კი პირობითია.

ანა მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ერთადერთი ქალიშვილია. მართალია, ბოლო დროს გავრცელებული ჭორის თანახმად, მარგველაშვილი საყვარელი ქალბატონისგან კიდევ ერთ შვილს ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით ანა მამის ნებიერად რჩება და ამ სტატუსს ბოლომდე ამართლებს.
გოგონა რუსეთში გაიზარდა და სწავლობდა. მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ძირითად დროს თბილისში ატარებს და უკვე არაერთ სკანდალში გაეხვა. ამის შესახებ ბევრჯერ ვწერდით და ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ. მიუხედავად ამისა, ანა დღეს საქართველოში ერთ-ერთ სასურველ საპატარძლოდ ითვლება და ხშირად ვრცელდება ჭორები მის თაყვანისმცემელთა არმიის შესახებ.

ეკო ფანგანი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი სახეა ქართულ შოუბიზნესში. პირველად პროდიუსერის ამპლუაში გამოჩნდა, მაშინ ანსამბლ ''ალილოს'' წევრ ბექა ჩხაიძეზე იყო შეყვარებული. გულახდილი ეკო ფანგანი მალე ჟურნალისტების საყვარელ რესპონდენტად იქცა და პოპულარობამაც არ დააყოვნა. ამას მოჰყვა ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' და ახლა ''იმედზე'' შუადღის ეთერში საკუთარი რუბრიკა მიჰყავს. ეკოსა და ბექა ჩხაიძის ''ლავ სთორი'' კი დამთავრდა, ყველასთვის მოულოდნელად წყვილი დაშორდა და ბექას მცდელობის მიუხედავად, ეკო აღარ შერიგებია. იყო სერენადები, ტელეეკრანიდან ახსნილი სიყვარული, მაგრამ ყოფილმა მიჯნურმა ეკოს გული ვეღარ დაიბრუნა.

Rating

ნინო გაჩეჩილაძე თაკოს დაა, მაგრამ ადრე თუ ასე მოიხსენიებდნენ, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' კატოს როლის შექმნის შემდეგ მსახიობი პოპულარობას დღემდე არ კარგავს. ბევრი ცნობილი სახისგან განსხვავებით, ნინო მოკრძალებულია, პირად ცხოვრებას იმდენად კარგად მალავს, რომ მასზე არასოდეს ვრცელდება ჭორები, მაგრამ ფაქტია, რომ დას პოპულარობით არ ჩა-მოუვარდება და მუდმივად თაყვანისმცემლების გარემოცვაშია.

Rating

ნინი ბადურაშვილი ალბათ მაქსიმუმ 13 წლის იყო, როდესაც პირველად ჰკითხეს, როდის თხოვდებოდა, რადგან შოუბიზნესში მისი გამოჩენის დღიდან ხალხს კარიერაზე მეტად ნინის პირადი ცხოვრება, თაყვანისმცემლები და გათხოვების დრო აინტერესებდა. ბადურაშვილი ალბათ პირველია შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რომლისთვისაც ყველაზე ხშირად უკითხავთ ჟურნალისტებს, როდის აპირებდა გათხოვებას.

Rating

ნინი დაახლოებით ორი წლის წინ გათხოვდა. მეუღლე - ირაკლი კუტალაძე, ყველასთვის მოულოდნელი სასიძო აღმოჩნდა. მაშინ იმდენი იჭორავეს ნინიზე და იმდენჯერ დააშორეს ახალ-შეუღლებული წყვილი, რომ გათხოვებიდან რამდენიმე თვეში გოგონა მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა და ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე კუტალაძის ინტერვიუდან გაირკვა, რომ ახალშეუღლებულები თურმე სკანდალურად დაშორდნენ. დღეს ნინი ერთი წლის ელენეს ზრდის და კვლავ თავისუფალი ქალბატონია. საზოგადოება კი ისევ ინტერესშია ჩავარდნილი და ისევ ელის, კიდევ როდის გათხოვდება ნინი ბადურაშვილი.

თაკო გაჩეჩილაძის პირველმა ქორწინებამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა, არადა, დაოჯახებამდე წყვილს ძალიან უყვარდა ერთმანეთი. თაკო, ნინი, ქრისტინე - ბავშვობის მეგობრების პირველი ქორწინება რატომღაც არ შედგა და დღეს სამივე განათხოვარი ქალბატონების ამპლუაში ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას.

Rating

თაკო დედაქალაქში ერთ-ერთი სასურველი საპატარძლოა, მაგრამ პრესასთან იმდენად ჩაკეტილია, რომ პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს. ბოლო ჭორი, რაც მის შესახებ გავრცელდა, ბერა ივანიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა გახლდათ, თუმცა ცნობილია, რომ ეს ურთიერთობა არ გაგრძელდა.

ლიკა ლაბაძე დაახლოებით ორი წელია საზოგადოებამ კარგად გაიცნო, მაგრამ ბევრ ზემოთ ჩამოთვლილ ვარსკვლავს არ ჩამოუვარდება პოპულარობით. კარგი გარეგნობითა და ცეკვით მალე მიიქცია ყურადღება და პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გამარჯვებული გახდა. მისი ვარსკვლავი მეწყვილე სამორი ბალდე იყო. ლიკას უკვე დიდი ხანია, ''იმედის'' დილის გადაცემა მიჰყავს და ის ნამდვილად ტოპ-საპატარძლოა, რადგან უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

Rating

დაახლოებით ერთი წლის წინ ლიკასა და ბიზნესმენ გენო მალაზონიას რომანზე ლაპარაკობდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ წყვილი დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ლიკა ისევ თავისუფალია და ცდილობს, პირად ცხოვრებაზე ნაკლე-ბად ისაუბროს.

ნუცა ბუზალაძე პოპულარული ''ახალ ტალღაზე'' გამარჯვების შემდეგ გახდა, თუმცა საზოგადოების ნაწილი ნიჭიერ ახალგაზრდას მანამდეც იცნობდა. ბერას სტუდიაში ნასწავლთაგან ნუცა ერთ-ერთი გა-მორჩეულად ნიჭიერი გახლდათ.

Rating

ტოპ-საპატარძლოების სიაში კი იმიტომ მოხვდა, რომ კონკურსიდან დაბრუნების შემდეგ ნუცას თაყვანისმცემელთა არმია ისე გაიზარდა, პროდიუსერმა მამულიჩამ მათ ომი გამოუცხადა. დღეს ნუცას გეგმებში ყველაზე ნაკლებად შედის გათხოვება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ წარმატების პიკზე მყოფი ქართველი ვარსკვლავების გათხოვება უკვე აღარ გვიკვირს.

ნინი ქარსელაძე
ჯერ კიდევ ბავშვობაში პოპულარობით ბევრ უფროს მომღერალს უსწრებდა. მისი თაობის ვარსკვლავებიდან ნინი იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ჯერ არ გათხოვილა.

Rating

მართალია, შოუბიზნესში აღარ აქტიურობს და დიდი ხანია ახალი სიმღერა არ ჩაუწერია, ნინი მაინც რჩება ქართულ შოუბიზნესში და პერიოდულად საზოგადოებას სხვადასხვა გადაცემიდან ახსენებს თავს. პოპულარული ოჯახის შვილს პირადი ცხოვრების გასაიდუმლოება არ გამოსდის და ხშირად ვრცელ-დება ჭორები მისი თაყვანისმცემლებისა თუ შეყვარებულებულის შესახებ.

ქრისტინე იმედაძე რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად გათხოვდა სპორტსმენ ლაშა ჯაკობიაზე, მაგრამ წყვილი მალე დაშორდა. მომღერალი ერთადერთ გოგონას - ტაისიას საქართველოში მარტო ზრდის. ლაშა წარმატებული ფეხბურთელია და საზღვარგარეთ ცხოვრობს. სექსუალური ქრისტინე მუდმივად ჭორების ეპიცენტრშია.

Rating

მისი გატაცების ობიექტები ყოველთვის სპორტსმენები ხდებიან. ვიკა სანიკიძე, ზაზა ფაჩულია - სხვადასხვა დროს ჭორები მათზეც ვრცელდებოდა. ბოლოს კი დაიწერა, რომ ქრისტინე და სპორტსმენი გიორგი დემეტრაძე ერთად არიან.

საპატარძლოების სიას მაია ასათიანით დავასრულებთ. ჯერ კიდევ ''დროებაში'' მუშაობის პერიოდში მარიო ჩიმაროსთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ მაია ასათიანის პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ მისი ოჯახური მდგომარეობით ყველა დაინტერესდა. მაიას ერთი ქალიშვილი ჰყავს და მეუღლეს დაშორებულია. პირველი ქორწინების შემდეგ აღარ დაოჯახებულა.

Rating

ყველაზე ხშირად სტუმრებს ამ კითხვას უსვამს, მაგრამ თავად ჯერ კიდევ ვერ მიუღია მეორედ გათხოვების გადაწყვეტილება. ამბობს, რომ პირად ცხოვრებაში ხელს საქმე უშლის, მაგრამ მაია ასათიანი დღეს ტელე-მედიასივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ჟურნალისტია და ამიტომ კითხვას, როდის დაოჯახდება, ბუნებრივია, მასაც ხშირად უსვამენ.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნონა
სულ ცუდს რატო ვეძებთ ხალხო? ღმერთმა აბედნიეროს ყველა
22:22 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
სოსო
ცოტა რომ იაზროვნოთ არ იქნებოდა ურიგო, მაშინ ესეთ სისულელეებს აღარ დაწერდით, როდის იყო 13 წლის ბავშვს გათხოვებაზე ეკითხებოდნენ, სულმთლად გაუბერეთ ჯურნალისტებო?
21:32 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
რეზიკო
ყველაზე სასურველი, განათლებიულები, ლამაზები და გემოვნებიანები მაინც დები გაჩეჩილაძეები არიან.
21:39 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
Nino
მართალია გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ჩემი აზრით ნინი ბადურაშვილს და ნინო რებული მომხიბვლელი გარეგნობა აქვთ...ქალი ვარ და მსიამოვნებს მათი ყურება
18:04 / 02-09-2014
გამოხმაურება / 0 /
12-21
ბუზალაძე ამ შინაბერებთან (სწერვებთან) გასაიგივებელი არაა..
11:22 / 02-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS