31 ივლისი, 2014
გოგონას, რომელსაც უკანალი დაუსტეპლერეს, ოპერაცია სჭირდება!..
ეს იყო ექსტრიმი, აზარტი და კიდევ თუ იქნება საქართველოში ამ ტიპის ან ცოტა განსხვავებული შოუ, აუცილებლად ვცდი ბედს ია ბერულაშვილი არის გოგონა, რომელიც ტელეკომპანია ''ჯი-დი-ეს''- ზე გადაცემა ''მზეებში'' მუშაობდა. ერთადერთი გოგონა იყო შოუში და ჰქონდა პრეტენზია, რომ იმავე ტკივილებს აიტანდა, იმავე ტრიუკებს შეასრულებდა, რასაც ბიჭები.
თითქმის ერთი წელია, გადაცემა დაიხურა, სკანდალი კი იასთან დაკავშირებით სწორედ ახლა აგორდა. ამის მიზეზია ზემოხსენებული რეალური შოუს ერთ-ერთი მონაწილე, დიმიტრი ჯანუაშვილი, მეტსახელად ''ძიკი''. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ატვირთულ ერთ-ერთ
ვიდეოში ის პრეზიდენტის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა. სწორედ ძიკიმ დაუსტეპლერა ერთ-ერთ გადაცემაში ია ბერულაშვილს უკანალი. ჩვენ ია ჩინეთში ვიპოვეთ და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა ინტერნეტის საშუალებით მოვახერხეთ.

- ია, პირველ რიგში, შენ შესახებ გვიამბე, რამდენი წლის ხარ, რა პროფესიის და რას საქმიანობ?
- 25 წლის ვარ, პროფესიით ეკონომისტი, მაგრამ ამ პროფესიით არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთი ბანკის პრომოაქციას. 7 წელია ვმუშაობ სხვადასხვა პრომოაქციაში და სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობ. ვმუშაობდი ტელეკომპანია ''ჯი-დი-ეს''-ის რეალურ შოუში ''მზეები''. ექვსი თვის წინ დავტოვე საქართველო, რადგან გადაცემა დაიხურა და სამსახურის გარეშე დავრჩი.
საქართველოში იმდენად დაბალი ხელფასებია, რომ ვერ მოვახერხებ ჩემი ოჯახის უზრუნველყოფას. დედაც და ჩემი პატარა დაც უმუშევრები არიან.
- მამაზე არაფერი გითქვამს...
- მამაზე ლაპარაკი არ მინდა.
- რატომ?
- ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის.
- იქნებ, ორი სიტყვით მაინც გვიამბო რა მოხდა, სად არის მამა?
- მას თავისი ოჯახი აქვს, შვიდი წელია, ერთად აღარ ვცხოვრობთ. მიუხედავად ჩემი სურვილისა, მეც არ მაქვს მასთან ურთიერთობა. მეტს ნურაფერს მკითხავთ, ეს ჩემი მშობლების პირადულია.
- კარგი... ''მზეებში'' საკმაოდ თამამი ნაბიჯის გადადგმამ მოგიწია. ამბობ, რომ საქართველოში ხელფასი დაბალია. საინტერესოა, რის ფასად მოგიხდა უკანალის დასტეპლერება?
- თქვენ წარმოიდგინეთ, მიზერულ ხელფასზე ვმუშაობდი. მხოლოდ სტეპლერის გამო არ ვიღებდი ხელფასს. უფრო რთული დავალებების შესრულებაც მომიხდა, მაგრამ რატომღაც მხოლოდ სტეპლერი აიტაცა ქართველმა ხალხმა. ეს იყო შოუ, მე ამ შოუში ვმონაწილეობდი, ხელი მქონდა მოწერილი კონტრაქტზე, ყველაფერი ჩემი სურვილით ხდებოდა. ასეთი ვარ, მიყვარს რისკზე წასვლა. მაშინ ჩემთვის თანხა არ იყო მნიშვნელოვანი, ასეთი შოუ პირველი იყო და არ ვნანობ, რაც გავაკეთე.
გადაცემის დახურვიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და რატომღაც ახლა ატყდა ერთი ამბავი. ეს ყველაფერი ამ ხალხს, უბრალოდ, ოთხი ადამიანის გართობა ჰგონია, ტელევიზორს არ რთავენ, არ იციან, რომ ეს იყო გადაცემა. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ქართველი ხალხის სალანძღავ ობიექტად იქცა. შეურაცხყოფას მაყენებენ კომენტარებით, მაგრამ ამით დიდს ვერაფერს დამიშავებენ. ეს ნაბიჯი გადავდგი და ვიმეორებ, არ ვნანობ!
- დიმიტრი ჯანუაშვილი, რომელმაც შენ უკანალი დაგისტეპლერა, ახლახან სკანდალში გაეხვა. ის პრეზიდენტის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა ვიდეოში... შენ თუ ნახე ეს ვიდეო?
- სამწუხაროდ, არ მინახავს, არც მაგ სკანდალის შესახებ ვიცი რამე. დიმიტრი ჩემი ახლო მეგობარია, ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიყვარს და კარგის მეტს მასზე ვერაფერს ვიტყვი.
- მტკივნეული არ იყო სტეპლერი სხეულზე?
- იცით, რა მომენტი მქონდა? როდესაც დავალების შესრულებას ვიწყებდი, ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი, რომ არ უნდა მტკენოდა. რა თქმა უნდა, საკმაოდ მტკივნეული იყო, მაგრამ ნებისმიერ საქმეზე როცა ვმუშაობ და ხელს ვაწერ კონტრაქტს, გაანალიზებული მაქვს ყველაფერი, იქნება ეს დასტეპლერება თუ სხვა რამ. ეს იყო აზარტი, ერთ დავალებას რომ ვასრულებდი, სურვილი მქონდა, უფრო რთული შემესრულებინა. არაფერზე ვიხევდი უკან. იქ ერთი გოგო ვიყავი და ვცდილობდი, ბიჭებს არ ჩამოვრჩენოდი. ეს იყო ექსტრიმი, აზარტი და კიდევ თუ იქნება საქართველოში ამ ტიპის ან ცოტა განსხვავებული შოუ, აუცილებლად ვცდი ბედს.
- როგორ მოიშუშე ჭრილობები?
- იქვე სპირტით დავიმუშავე. ეს იყო და ეს. რამდენიმე დღე მტკიოდა, მერე ტკივილმაც გაიარა.
- თუ საიდუმლო არ არის, რამდენი გადაგიხადეს კონკრეტულად ამ დავალებაში?
- კონკრეტულად ამ დავალებაში არაფერი ამიღია. მე ვიყავი ტელევიზიის თანამშრომელი და ყოველთვიურად ვიღებდი ერთსა და იმავე ოდენობის ხელფასს.
- რა ოდენობის?
- შეგნებულად არ ვასახელებ. მირჩევნია, ხალხმა იფიქროს, რომ ბევრი მქონდა ხელფასი, ვიდრე ის თანხა იცოდნენ, რაც რეალურად მქონდა.
- აღნიშნე, რომ სხვა ბევრი რამის გაკეთება მოგიხდა. კიდევ რა სირთულეები დაძლიე ამ გადაცემაში?
- საკმაოდ სახიფათო ნომრები გვქონდა. ერთხელ დიდ საბურავში ვიჯექი, რომელიც დიდი გორიდან დააგორეს. არ ვიყავი დარწმუნებული, შეძლებდნენ თუ არა ბიჭები საბურავის გაჩერებას. ეს იმხელა ექსტრიმი იყო, რომ დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი. სახლში ხშირად დასისხლიანებული მივდიოდი.
- ოჯახში როგორ უყურებდნენ შენს ასეთ საქმიანობას?
- როდესაც გადაცემის კონტრაქტს ვეცნობოდი, დედიკომ მეტ-ნაკლებად იცოდა ამ ყველაფრის შესახებ. მე სრულწლოვანი ვარ და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, დედისთვის შვილი არასდროს არაა დიდი და ამ გადაცემის გასვლის შემდეგ ძალიან ინერვიულა, მაგრამ ყველაფერს რეალურად შეხვდა. რაც იყო, იყო. მართლა არ მეგონა, თუ ჩემს უკანალს ამდენი დამცველი გამოუჩნდებოდა.
- ია, როგორც მითხარი, ახლა ჩინეთში ხარ. რას საქმიანობ მანდ?
- ანიმაციაში ვმუშაობ, ბავშვებს ვართობ.
- სვირინგები, პირსინგები გაქვს. შეიძლება გკითხო, რამდენი და სხეულის რა ნაწილებზე?
- ორი პირსინგი მაქვს, ენასა და ტუჩზე. ცხვირზეც მქონდა და შევიხორცე. სვირინგიც ორი მაქვს, ფეხზე და ხელზე. ერთი ტაილანდური ნიშანია და ქალური სულის სიძლიერეს ნიშნავს. მეორე კი, - Life Goes On, ანუ ცხოვრება გრძელდება, მაშინ დავიწერე, როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, როცა გავიგე, რომ მხედველობას ვკარგავდი.
- ახლა როგორ არის შენი მხედველობის ამბავი?
- უარესი მდგომარეობა მაქვს. სწორედ ამიტომ ვარ იძულებული, ჩემი ქვეყნიდან და ჩემი ოჯახიდან შორს გადავიხვეწო, რომ ოპერაციის ფული დავაგროვო.
- ჩინეთში მომუშავე ქართველ გოგონებზე არც ისე სახარბიელო ხმები დადის თბილისში. ამბობენ, რომ ისინი იქ სხეულით ვაჭრობენ. შენ გარშემო თუ ხდება მსგავსი რამ?
- თბილისში თითქმის არაფერზე არ დადის სახარბიელო ხმები. დამერწმუნეთ, ჩემ გარშემო ასეთი არაფერი ხდება.
- ძალიან მენატრებიო, სკაიპზე გიწერია. ვინ გენატრება?
- ჩემი პატარა დაიკო, დედიკო და ჩემი ძაღლი...
- მეგონა, შეყვარებული დატოვე თბილისში.
- არა, შეყვარებული არ მყავს.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
:(
საწყალი გაცჰირვებული :D
01:24 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
რრრრრ
ამას პატრონი არ ყავს?
22:48 / 10-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მარგო
აქ ტელევიზია არაფერ შუაშია.რა ბანის ბიჭების საქციელი რა მოსაწონი იყო,იმ ბიჭმა რომ უტწაპუნა ხელები.თუ ამათაც კონტრაქტი ქონდათ და უმუშევარი რჩებოდნენ?
12:58 / 10-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია ს
შეიძლება მართლა უჭირს მაგრამ, ამბობს ის ბიჭი ჩემი მეგობარია, მიყვარს და კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვიო.თანაც ამბობს ჩემი სურვილით გავაკეთე და კიდევ გავაკეთებო.ჩინეთიდან აპირებს კიდევ ჩამოსვლას რო რამე.ასე რომ არც ისე საცოდავია. უნდოდ და გააკეთ და კიდევ გააკეთებს
12:48 / 10-08-2014
გამოხმაურება / 0 /
გელა
გელა ჰაჰ
00:56 / 04-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS