26 მაისი, 2014
თიკო სადუნიშვილისთვის შორენა ბეგაშვილი ცარიელი ადგილია
ტელევიზიით ხომ არ გამოვიყვანდი და მოვყვებოდი მასზე ყველაფერს თიკო სადუნიშვილმა ''იმედიდან'' - ''რუსთავი 2''-ში, ხოლო ქერა თმიდან ვარდისფერ თმაზე გადაინაცვლა. მას უყვარს ექსპერიმენტები, როგორც თავად ამბობს, ხასიათიც ასეთი აქვს, ექსპერიმენტული, ძალიან ცვალებადი და ზოგადად, განწყობის ადამიანია. ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა უფრო ენამწარეა, ვიდრე მანამდე იყო. თავად ამას არ ეთანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთი რესპონდენტი გაურბის და მასთან მიმართებით დაკომპლექსებულია. თიკოს არ ესმის ამ ყველაფრის მიზეზი. ერთადერთი რესპონდენტი არსებობს, რომელსაც ინტერვიუს არასდროს ჩამოართმევს... თიკოს ბევრ საინტერესო
თემაზე ვესაუბრეთ.

- ''თბილისი ლაივის'' კვლავ გაკეთება ხომ არ ჰგავს ერთსა და იმავე მდინარეში მეორედ შესვლას?
- კი, ცოტა დისკომფორტი არის, სამი წლის დრომოჭმულ პროექტზე რომ მუშაობ. თავის დროზე ამ გადაცემამ თავისი გააკეთა და მერე დავხურეთ, რადგან ერთი და იგივე გამოდიოდა. თანაც, თბილისი არ არის ის ქალაქი, სადაც შეგიძლია, განსხვავებულ ივენთებს დაესწრო და მაყურებელს შესთავაზო. ის სამი წელი კიდევ კარგად ვამზადებდით გადაცემას. სიმართლე გითხრა, ახლა უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩემთვისაც ძნელია, კიდევ ერთხელ მოაწონო ხალხს კარგად მობეზრებული პროექტი, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. შოუბიზნესის წევრებიც დაკომპლექსებულნი მეჩვენებიან. ივენთები იმდენად ხშირი არ არის, რამდენიც იყო, თუმცა არ მინდა, ჩემს ამ შეფასებას ვინმემ პოლიტიკური სარჩული მიაკეროს, რომ მაშინ კარგად ვიყავით და ახლა - არა. ვინც ერთობოდა, იმანაც კარგად იცის, რომ ეს არის რეალობა.
- შოუბიზნესის წევრები რამ დააკომპლექსა?
- ეს მთავრობა, ის მთავრობა - ეს პრინციპი მოქმედებს, როგორც ჩანს. არ იციან, გამიღიმონ თუ არა მე, როგორც ''ნაციონალების'' გულშემატკივარს... მერე ეს ტელევიზიით რომ გავიდეს, რა რეაქცია მოჰყვება ამას, არ იციან. მე ხომ ვგრძნობ ასეთ დამოკიდებულებას. ისედაც, ამ ყველაფრის გარეშე აქვთ კომპლექსები. როცა ადამიანს ყოველდღიური სავსე ცხოვრება არ გაქვს, ჟანგდები. დღეს თბილისი მიძინებული, უინტერესო და დაკომპლექსებულია ასეთივე ხალხით და ერთგვარად, ფსიქოლოგის შრომასაც უდრის ჩემი მუშაობა. ვცდილობ ხოლმე, რესპონდენტებს სამი სიტყვა ვათქ-მევინო ისეთი, გადაცემისთვის საინტერესო რომ იყოს.
- მე უფრო ენამწარე მეჩვენები.
- ბევრი ამბობს, ადრე უფრო ენამწარე იყავიო. ვერ ვიტყოდი, რომ ასეა. ენამწარობისთვის მასალაც უნდა გქონდეს, რომ რაიმე კომენტარი გააკეთო. ახლა გამიმართლა და მოდის კვირეული იყო, ბედნიერი დავრბოდი აქეთ-იქით და ჩემს ამპლუაში ვიყავი (იცინის).
მგონია, რომ როგორიც ვიყავი, ისეთად დავრჩი, ანუ მკაცრად ვაფასებ. უბრალოდ, საქმე ისაა, ვინ როგორ მიიღებს ჩემს გამონათქვამებს. ვიღაც, შესაძლოა, ჩემს იუმორს, ჩემს სარკაზმს საერთოდ ვერ ჩასწვდეს. ჩემი სარკაზმი ადრე ბედნიერ ადგილებში იბადებოდა, საინტერესო ივენთებზე და ამ ყველაფრით იყო შელამაზებული, ახლა, როცა ამდენი კარგი, მდიდრული საღამო აღარ იმართება და მე მაინც ენამწარედ დავრჩი, ალბათ, უფრო ჩანს და ცუდი მოსასმენია.
- თუ აურიდებიათ თავი ინტერვიუსთვის, კამერისთვის? თუ გაგქცევია რესპონდენტი ან ცუდი უთქვამს?
- ცუდი არავის უთქვამს, მაგრამ რაც შეეხება გაქცევას, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც.
- შეგიძლია, კონკრეტული შემთხვევა დაასახელო?
- აი, მაგალითად, ქეთათო ჩარკვიანი. რამდენჯერმე შემხვდა და ინტერვიუს არ მაძლევს, არ ვიცი, რატომ.
- ხომ არ აწყენინე?
- არა, კარგად მესალმება ყველგან, მაგრამ ინტერვიუზე არ მთანხმდება.
- შორენა ბეგაშვილი?..
- შორენასთან მეც არ მივდივარ ინტერვიუს ასაღებად. იმ ბრალდებების მერე, რაც მან გამოაქვეყნა, ჩემთვის ცარიელი ადგილია.
- კიდევ არის ისეთი რესპონდენტი, ვისთანაც არასდროს მიხვალ?
- მეტი არ არის. ქეთათოს ბოლომდე გავეკიდები ხოლმე. შორენასგანაც, პრინციპში, სულ ვიღებდი ინტერვიუს, მიუხედავად ჩვენი კონფლიქტისა, მაგრამ ბოლოს რომ პოსტი დადო ჩემსა და ჩემს შვილთან დაკავშირებით, მას მერე ერთ დონეზე ვეღარ ვდგები ამ ადამიანთან.
- ამას წინათ, ''პროფილის'' მორიგი გადაცემის შემდეგ, სადაც თინა მახარაძე და ხატია სიჭინავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ''ფეისბუქზე'' სტატუსი გამოაქვეყნე - ''ჩემი ხატია სამშობლო''.
- ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო ძალიან ბევრი ხატისგან შედგება, ხატია სიჭინავას მსგავსი გოგონებისგან. მართალია, მასთან არასდროს მქონია დაპირისპირება, მაგრამ ეს სტატუსი მაინც გამოვაქვეყნე. მერე გავიგე, რომ ჩემზეც დაუწერია რაღაცები (იღიმის). ხატიას ''პროფილში'' რომ ვუსმინე, პირი ღია დამრჩა. მგონია, რომ ის იღებს მონაწილეობას კონკურსში წმინდა იდეალური ოჯახების გამოსავლენად და რაღაც ძალიან კარგი პრიზია დაწესებული. როგორც ჩანს, ხატიას ჰგონია, რომ საქართველოში მარტო ცხოვრობდა და ჩვენ ყველა ახლა ჩამოვედით. არსებობენ ადამიანები, რომელთაგანაც ასეთი მორალის წაკითხვას არ მოვისმენ. მეორე მხრივ, ეს მისი ცხოვრებაა და როგორც უნდა, ისე მოიქცეს. უბრალოდ, ხატიასნაირად მოაზროვნე გოგონები ერის განვითარების პერსპექტივას კლავენ.
- ხატიაზეა დამოკიდებული ქართველი ერის განვითარება?
- შენ რომ ნახო, მისი ეს გამოსვლა რამდენად კარგად არის შეფასებული და რამდენი ადამიანი უსვამს ''ლაიქს''...
- შენ რაში არ ეთანხმები?
- ჩემი და ხატიას ფასეულობები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ახალგაზრდა გოგო, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოში ცხოვრობს, არ უნდა ქადაგებდეს იმას, რომ ქალმა კაცს წინდა უნდა გახადოს და ეს ''მოსულია'', ვიღაცისთვის - მინეტი, ვიღაცისთვის ''ნასკის'' გახდაა მოსული (იცინის), რომ ქართველი მამაკაცები იდეალურები არიან და ქალს პატივს სცემენ, მოკლედ, ილაპარაკა ტრადიციებზე. არ ვამბობ, რომ ტრადიციების წინააღმდეგი უნდა ვიყოთ, რაღაცები მეც მომწონს, თუმცა არის ტრადიციები, რომლებსაც, ჩემი აზრით, ნავთი უნდა მიასხა და დაწვა (იღიმის). ვფიქრობ, ცოტა პროგრესისკენ დავიძარით და ხატიას მსგავსი ადამიანები ხალხს, ასე ვთქვათ, ამუხრუჭებენ. მათი გამოსვლა ტელევიზიით მაინც მოქმედებს ადამიანებზე, მაგალითად, შესაძლოა, იმოქმედოს გარდატეხის ასაკში მყოფ გოგონაზე, რომელიც მოისმენს ამ გამოსვლას და ხატიასნაირ ადამიანად ჩამოყალიბდება. ნორმალურმა ადამიანმა ხომ უნდა მისცეს საზოგადოებას მაგალითი?
- ყველა ცნობილი ადამიანი ხომ არ არის მოწოდებული იმისკენ, რომ საზო-გადოების მაგალითად იქცეს, ყველას თავისი აზრი აქვს...
- ჰო, მაგრამ გინდა თუ არა, მაინც მაგალითია.
- საკუთარ თავს თუ მიიჩნევ ვინმესთვის მისაბაძად?
- როგორ არა. ძალიან ხშირად ვჩანვარ ეკრანზე, ხშირად იბეჭდება ჩემი ინტერვიუები, ჩემს ფეისბუქ-გვერდზე დაახლოებით 5000 მეგობარი მყავს. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს მისაბაძი. გააჩნია, რამხელა სეგმენტზე გასვლის საშუალება გაქვს.
- აი, მაგალითად, შენი იმიჯი. ალბათ, ბევრი შეიჭრის შენნაირად თმას და შეიღებავს. გადაცემისთვის ასეთ ექსპერიმენტებზე რამდენად მზად ხარ? იქნებ, არ მოგიხდეს?
- ექსპერიმენტებისთვის ყოველთვის მზად ვარ. მოხდენა-არმოხდენა კი განწყობის საკითხია. მე კი მომწონს ყველაფერი და ვირგებ. თმა წითლად რომ შევიღებე, ცოტა ხანს ძალიან მომწონდა, დილას რომ ვიღვიძებდი და სარკეში ვიყურებოდი, თავი მულტფილმის გმირი მეგონა. ძალიან კარგ ხასიათზე ვდგებოდი. მერე უკვე აღარ მომეწონა, მეგონა, რომ ყველაზე ცუდად გამოვიყურებოდი და თმის ფერი კვლავ შევიცვალე. ზოგადად, სიახლეები ყოველთვის მომწონს, ცვალებადი ხასიათი მაქვს და რაც უფრო რადიკალურ ცვლილებას მივმართავ, მით უფრო კარგ ხასიათზე ვდგები. ცალკე გადაცემისთვის ხომ არაფერს ვაკეთებ. ისე ხომ არ ყოფილა, რომ სამი წელი მანიკიურ-პედიკიური არ გამიკეთებია, თმა არ შემიჭრია და არ დამივარცხნია და უცბად, გადაცემის დაწყების წინ ვიბანავე, თმა შევიჭერი და ფრჩხილი გავიკეთე? ეს ჩემი ხასიათია და ისედაც, კადრს მიღმაც ხშირად ვიცვლი ვარცხნილობას. უბრალოდ, ახლა დავიწყე ფერების ამოჩემება, თანაც, წლევანდელი მოდის ტრენდია თმის კოსმოსური ფერები.
- შენი გარეგნობის თვისებაა, რომ შეგიძლია, წაშალო და დახატო, რაც გინდა.
- ასეა, ბევრი ვერ მცნობს ხოლმე. ახლაც, სახლთან ჩამოვიარე და ჩემმა მეგობრებმა ვერ მიცნეს. ტრანსფორმაციის უნარი მაქვს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც. რამდენიმე ადამიანი შეიძლება ვიყო. შესაძლოა ერთი თვის მერე გამომეცვალოს ხასიათი, უფრო, განწყობის ადამიანი ვარ.
- იმისთვის, ვინც შენ გვერდითაა, ეს ადვილი არ იქნება.
- გეთანხმები და არც არის ადვილი.
- ამ თემას დავუბრუნდებით კიდევ, მაგრამ ხელზე რეალური ტატუ გაქვს?
- ეს არის ინით დახატული, მაგრამ უკვე გადასდის ფერი. ნამდვილი ტატუს გაკეთება მინდოდა, მაგრამ თურმე ხელზე მალე მწვანდება და ასე ვთქვათ, ციხის ეფექტს იღებს, ამიტომაც გადამაფიქრებინეს. დროებითი ტატუ მაქვს და რომ გადავა, თავიდან მოვიხატავ, ათ დღეს ძლებს. ძალიან ბევრი მირეკავს და მეკითხება, სად გავიკეთო ასეთი ტატუო. ბიჭმა, რომელმაც ხელი მომიხატა, მგონი, აიწყო საქმე (იცინის). სხვათა შორის, ბევრმა გაიკეთა. საშიში არ არის, მაგრამ ხშირად კეთება არ შეიძლება, თორემ კანს დაგიწვავთ. ეს ინდური მზეა, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა.
- ''თბილისი ლაივის'' შესავალში ამბობ, რომ მეგობარი ბიჭი არ გყავს, არადა, გყავს... ეს გადაცემისთვის შექმნილი მითია?
- (იცინის) უამრავმა ადამიანმა დამირეკა იმავე კითხვით, ხომ გყავს მეგობარი ბიჭი და რატომ თქვი, რომ არ გყავსო. ასეთი ადამიანები მომაგონებენ ქალს, რომელიც სერიალს უყურებს და ტელევიზორს ელაპარაკება. ხომ გაქვს ნანახი ვიდეო, ახლახან რომ გავრცელდა ინტერნეტით? ამის კარგი ვერსიაა. რეალურად ვგონივარ ხალხს ის თიკო, რომელიც ეკრანზე ჩანს.
- თუმცა ეკრანულ თიკოს ჩვეულებრივი თიკოს ბევრი თვისება აქვს.
- ძალიან ბევრი, გვინდოდა, ''თბილისი ლაივი'' ცოტა სერიალისკენ წაგვეყვანა, მაგრამ რთულია ყოველკვირეულად ამხელა გადაღებების დაგეგმვა, ამიტომაც არ გამოგვივიდა. ეს ანონსი ეთერში რომ გავიდა, მეგობარი ბიჭების კასტინგივით გამომივიდა (იღიმის). მეორე დღეს ''ფეისბუქზე'' მომივიდა ასობით შეტყობინება, რომლებითაც ბიჭები მიმტკიცებდნენ, როგორი იდეალურები არიან. რამდენიმემ მითხრა, თიკო, ჩვენ რომ აქედან გიყურებთ, არასდროს გყოლია ისეთი პარტნიორი, რომელიც ნამდვილ მამაკაცობასა და პარტნიორობას გაგიწევდა და აი, ჩვენ ვართ ასეთები და ისეთებიო (იცინის).
- ეს შენს მეგობარ ბიჭს არ აღიზიანებს?
- (იღიმის) არა. ეს ტექსტი რომ მომზადდა, წავუკითხე და მოეწონა. ტელევიზიით ხომ არ გამოვიყვანდი და მოვყვებოდი მასზე ყველაფერს (იცინის)? ჩვენი რეალური შოუ გამოვიდოდა.
- რეალურ შოუში საკუთარ ცხოვრებას გამოამზეურებდი?
- მივიღებდი მონაწილეობას და ჩემი აზრით, ძალიან სკანდალური იქნებოდა. მიყვარს სიახლის გაკეთება ჩემს ქვეყანაში. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება ბევრი ქართველი გოგოს ცხოვრებისგან განსხვავდება. მგონია, რომ ასეთი რეალური შოუ ბევრ სტერეოტიპს დაამსხვრევდა. ალბათ, დღეს რაც უკვირს საზოგადოებას, ამის შემდეგ უფრო გულგრილად შეხედავდა. ვიღაც ყოველთვის არის ხოლმე სტერეოტიპების მსხვრევის მსხვერპლი, როგორც, მაგალითად, თინა მახარაძე ორალური სექსის შემთხვევაში, მე თავის დროზე შორტის, მერე თიელთან კოცნის შემდეგ... მას მერე კოცნა აღარ უკვირთ (იღიმის). ასეთ შოუს სიამოვნებით გავაკეთებდი. გვქონდა აზრი, ქსენია სობჩაკის მსგავსი ''ქერა შოკოლადში'' გაგვეკეთებინა, მაგრამ ალბათ, ეს ამბიციური განაცხადი იქნებოდა ჩემი მხრიდან. რაღაცას უნდა წარმოადგენდე, რომ შენი რეალური შოუ ხალხს აინტერესებდეს.
- ძალიან ხომ არ თავმდაბლობ? არ ხარ საკმარისად პოპულარული?
- ''თბილისი ლაივამდე'' გვქონდა ეს იდეა და მაშინ ვერ გავბედეთ. ახლა არ ვიცი.
- შენი შვილი როგორ აღიქვამს შენს გარეგნულ ცვლილებებს?
- ძალიან მიჩვეულია. 12 წლისაა დათუნა. ''ფეისბუქზე'' მიწერს ხოლმე კომენტარებს, დედა, ვაა, თმა შეიჭერი, ტატუ გაიკეთე (იცინის)? ჯერჯერობით ყველაფერი მოსწონს და პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
მარიშკა
ნეტა ვინ რა იცით ვინ ბოზია და ვინ პატიოსანიი ყველამ თქვენ თავს მიხედოთ ჯობიაა..ძაააან პატიოსნებიიიი გამოვიდნენ სიტყით :D რომელიმეს წაასწარით ვინმესთაან თუ საწოლ ქვეშ ყარაულობდით :D :D :D :D სხვის ნათქვამებს იმეორებთ მოგცლიათ რაა აცადეთ ხალხს ცხოვრებააააააააა ნუ იქექებით სადაც არ გეკითხებათ ჩოროკნებოოოოო მძულს ჩორიკნებიიიი ფუუუ....
01:01 / 07-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მირანდას
მაგარი ხარ რა. მამლუქიდან ფრაზაზე მაგრად ვიცინე. მართლა ტვინი წაიღეს ამ შორენას და თიკოს ჩხუბით. ორი ბებერი ბოზია რაა, სხვა არაფერი.
03:08 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
li
ის, რასაც ეგ ქალბატონი და ბევრი მისნაირები დღეს კადრულობენ, ცხოვრების წესად რომ გამეხადა, დარწმუნებული ვარ უფრო მეტს მივაღწევდი. საკითხავია, ან კი რას მიაღწია? ბარდა-ბარ, ქუჩა-ქუჩა სიარული და უაზრო, არაფრის მთქმელი შეკითხვებით ხალხის გაბეზრება, ნუთუ მიღწევად ითვლება? p.s.ქმრისთვის ნასკების გახდაში შეურაცხმყოფელი არაფერია. ოჯახში, სადაც ჭეშმარიტი სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა, საჭიროების შემთხვევაში ქმარიც ასეთივე ერთგულებით ემსახურება თავის ცოლს.
13:50 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
აკა
მთელი ცხოვრება ბოზობაში და გარყვნილებაში რომ გაატარო იმას მაინც სჯობია ოჯახის ერთგული იყო და წარსულში აღარ დაბრუნდე, ხატიასაც ქონდა შეცდომები მაგრამ .... ცუდ რსევებს მაინც არ იძლევა და გარყვნილებას არ ქადაგებს და არ ურჩევს ახალგაზრდებს სადუნიშვილივით მალადეც მის შვილს დედის საქციელი რომ მოსწონს თურმე რა დაწერა ბეგაშვილმა ტყუილი სადუნიშვილზე? მასეთი არ არის თუ რა..მახინჯი ლამაზი კი გგონია თავისთავი
11:03 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მირანდა
"არც ერთი იყო ვენეციელი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს უკანასკნელი ბოზები იყვნენ" - ტვინი წაიღო ამ ორი ბოზის კინკლაობამ რაა
09:55 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS