14 აპრილი, 2021
"ვამაყობ ნინუცას გამბედაობით... დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს" - დათა თავაძე
რე­ჟი­სო­რი დათა თა­ვა­ძე მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა და, ამას­თან, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას აკ­რი­ტი­კებს:

"მთე­ლი გუ­ლით ვა­მა­ყობ ნი­ნუ­ცას გამ­ბე­და­ო­ბით. ერ­თია, სა­კუ­თარ თავ­ში იმის ძალა მო­ნა­ხო, რომ შენი ის­ტო­რია მოყ­ვე და მე­ო­რეა, იმის მხნე­ო­ბაც გე­ყოს, ოპ­ტი­მის­ტურ, გა­მო­სავ­ლის­კენ ორი­ენ­ტი­რე­ბულ მო­წო­დე­ბად აქ­ციო. ვი­სურ­ვებ, ერ­თმა­ნე­თი ისე გა­ვაძ­ლი­ე­როთ, რომ თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა იპო­ვოს სა­კუ­თარ თავ­ში ეს დიდი მხნე­ო­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა!

ასე­ვე, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ის თე­ატ­რი, რო­მელ­საც უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩემ­თვის, ყვე­ლა ის მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც
მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც და რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს, აღ­მოჩ­ნდნენ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში! დიახ, დღე­ვან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი სა­პყრო­ბი­ლეა - აქ აძე­ვე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით, გან­სვა­ვე­ბულ, კრი­ტი­კულ აზრს ახ­შო­ბენ და ხელს აფა­რე­ბენ მო­ძა­ლა­დე­ებს... გა­უ­გო­ნა­რია, ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ას ამ­გვა­რი რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­დეს, გა­უ­გო­ნა­რია, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბოდ­ნენ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი..!" - წერს რე­ჟი­სო­რი.

იხილეთ ამ თემაზე:

"ორსულად ვიყავი, როცა ბესომ ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა..." - ნინუცა მაყაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან ოჯახურ ძალადობაზე პირველად ალაპარაკდა

ბეჭდვა