29 მარტი, 2021
"ტროიკა” დაშლილია, გადაცემა დახურულია!" - "რუსთავი 2"-ზე კიდევ ერთი გადაცემა დაიხურა
ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ზე, "პრო­ფი­ლის" და "შო­რე­ნას ეფექ­ტის" შემ­დეგ, კი­დევ ერთი გა­და­ცე­მის, "თქვე­ნი კლი­ნი­კის" და­ხურ­ვის თა­ო­ბა­ზე ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი.

"ტრო­ი­კა" დაშ­ლი­ლია, გა­და­ცე­მა და­ხუ­რუ­ლია! ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის", - და­წე­რა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ცნო­ბილ­მა ექიმ­მა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა "თქვე­ნი კლი­ნი­კის" თა­ნა­წამ­ყვა­ნი გახ­ლდათ.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პან­დე­მი­ის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლი­სა და არ­ხის რე­ი­ტინ­გის შემ­ცი­რე­ბის გამო "რუს­თა­ვი 2"-ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო კომ­პა­ნია გა­კოტ­რე­ბუ­ლა­დაც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ
ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" და "პრა­იმ თა­ი­მი" ერთ ჰოლ­დინ­გად ერ­თი­ან­დე­ბი­ან, რაც კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს.

"დღეს ამ არხზე ჩემს 20 - წლიან ისტორიას ვასრულებ... ბოლო გავდივარ" - მაია ასათიანი "რუსთავი 2"-ს დაემშვიდობა


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნონი
ჯერ სად ხართ. ეს მხოლოდ დასაწყისია.
22:04 / 07-04-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS