03 დეკემბერი, 2020
“ჩემს შვილს მარიამს და პატარა ზუს ვირუსი დაუდასტურდათ... საავადმყოფოში პირობები არ არის, მარიამი პრაქტიკულად სავარძელში უნდა მოთავსდეს” - რას წერს პეტრე კოლხი
პეტ­რე კოლ­ხის ქა­ლიშ­ვილს, მა­რი­ამ­სა და მის ვაჟს ზუს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. ამის შე­სა­ხებ ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"ჩემს შვილს მა­რი­ამს და პა­ტა­რა ზუს ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ.სას­წრა­ფომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც სა­თა­ნა­დო პი­რო­ბა არ არის და პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ვარ­ძელ­ში უნდა მო­თავ­სდეს მა­რი­ა­მი.

ზუ მის გა­რე­შე ცალ­კე ვერ წვე­ბა. ორნი კი ერთ პა­ტა­რა სა­ვარ­ძელ­ში ვე­რაფ­რით და­ე­ტე­ვი­ან.იქ­ნებ დაგ­ვაკ­ვა­ლი­ა­ნოთ, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ, ან სა­ა­ვად­მყო­ფო გვირ­ჩი­ოთ, ან კო­ვიდ-სას­ტუმ­რო, სა­დაც დედა-შვილს მი­ი­ღე­ბენ და სა­წო­ლის პრობ­ლე­მას მა­ინც მო­აგ­ვა­რე­ბენ!..მად­ლი­ე­რი დაგ­რჩე­ბით!.." - წერს პეტ­რე კოლ­ხი.

მამაოს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და
მარიამი შვილთან ერთად სხვა კლინიკაშ გადაიყვანეს.

"გლობალ მედი" მადლობა გულისხმიერებისთვის. ახლა ყველა დაძაბული ვართ, ყველას ერთი ტკივილი გვებრძვის, მაგრამ ამ სიტუაციაშიც ადამიანობის შენარჩუნება ყველაზე მეტი ღირსებაა...

მეტად დავაფასოთ ექიმები... ისინი თვალს წუთითაც არ ხუჭავენ... უფალი იყოს ყველა ჩვენგანის მფარველი!.." - დაწერა სასულიერო პირმა.


ბეჭდვა