17 ნოემბერი, 2020
ანა შელია დედა გახდა - რა დაარქვეს მოდელმა და მორაგბემ შვილს
ანა შელიას ორი დღის დღის წინ გოგონა შეეძინა. მოდელმა საფრანგეთში Centre Hospitalier de Dax-Côte d'Argent კლინიკაში იმშობიარა და პატარას ელი დაარქვა. 

Rating

ახალგაზრდა მოდელი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრზე, მორაგბე ლაშა ლომიძეზე შარშან სექტემბერში იქორწინა. 

სამოდელო კარიერა ანა შელიამ 14 წლიდან დაიწყო. მან ჯერ თბილისის მოდის კვირეულზე (Tbilisi Fashion Week) გაიბრწყინა, შემდეგ კი თურქულ სამოდელო სააგენტოსთან Option Model Management ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2017 წელს მთელი საქართველოს ყურადღება ახალბედა მოდელმა მიიქცია. ანა შელიამ ბრიტანული მოდის სახლის Ralph &
Russo ჩვენებაში მონაწილეობა Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო.

გოგონა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის მურთაზ შელიასა და მოდელ ლიკა კვარაცხელიას უფროსი ქალიშვილია. 

Rating

ბეჭდვა