21 სექტემბერი, 2020
ნანუკა გოგიჩაიშვილისა და მილიონერ ნიკოლოზ ნაყოფიას ჯვრისწერის ფოტოები
ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ერთი წლის წინ და­ი­ნიშ­ნა. ნა­ნუ­კას რჩე­უ­ლი ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის და პო­ლი­ტი­კო­სის კობა ნა­ყო­ფი­ას ვაჟი ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­აა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში წყვი­ლი ერ­თად ცხოვ­რობ­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ერთი წლის შემ­დეგ წყვილ­მა ჯვრის­წე­რა გა­და­წყვი­ტა. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქორ­წი­ლის გა­დახ­და­ზე მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად ბევ­რი წყვი­ლი მას ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ან ჩუ­მად აღ­ნიშ­ნავს.

ცერემონია კახეთში, ალავერდის ტაძარში გაიმართა. პატარძალმა გულშემატკივრებს "ინსტაგრამზე" ფოტოებიც გაუზიარა და ამასთანავე აღნიშნა, რომ წელს ქორწილი არ იქნებოდა.

ნანუკამ ტრადიციულ საქორწინო კაბაზე შეაჩერა
არჩევანი, კაბას კი განსაკუთრებულობას გრძელი ვუალი სძენდა. პატარძლის სტილში აღსანიშნავი იყო 2020 წლის მთავარი საქორწილო ტრენდი – ხელთათმანები.

Rating

Rating

Rating

Rating

ბეჭდვა