11 სექტემბერი, 2020
ხათუნა ჟორდანიას ავსტრიაში სამკურნალოდ 75 ათასი ევრო სჭირდება - "ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების თაობაზე ზეპირი თანხმობა უკვე გვაქვს..."
ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. მას ავსტრიაში სამკურნალოდ 75 000 ევრო სჭირდება. ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას მისი მეუღლე, ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ მის დაავადებასთან გასამკლავებლად ხათუნას ავსტრიაში წაყვანა საჭირო, სადაც ექიმები აიმედებენ, რომ მას ხუთ კვირაში განკურნავენ.

Rating

"ისრაელშიც ვიყავით, სადაც ექვსი ქიმიოთერაპია გავუკეთეთ. ავსტრიის კლინიკის ექიმები კი გვეუბნებიან, რომ ხათუნასთვის ექვსი ქიმიოთერაპია საჭირო არ იყო და სამიც საკმარისი იქნებოდა. როგორც ჩანს, აქ სამედიცინო ბიზნესია ჩართული და ბევრი ქვეყანა არაკეთილსინდისიერად ცდილობს პაციენტისგან თანხების მოზიდვას", - ამბობს ზურა
ხაჩიძე.

"დაფინანსებაზე ფონდ "ქართუში" განაცხადი შევიტანეთ და პასუხს ველოდებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების თაობაზე ზეპირი თანხმობა უკვე გვაქვს და იმედია, ფონდი "ქართუ" ფინანსებს მალე გამოყოფს და ხათუნას საბოლოოდ განვკურნავთ".

Rating


ბეჭდვა