10 სექტემბერი, 2020
"ნახევარი იუდას გზას აირჩევს, ღმერთს ვთხოვ სწორი გზა მიჩვენოს..." - ხატია სიჭინავას "დაჩიპვის" ეშინია
ხატია სიჭინავა მსოფლიოში არსებულ პანდემიას ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ეხმიანება და საქართველოში გართულებულ მდგომარეობას რელიგიური მხრიდან აფასებს.

"ყოველთვის ვკითხულობდი მამა გაბრიელის და მამა გიორგის წიგნებს, მაგრამ თუ ჩემი შვილი სკოლაში შესვლას ვერ მოაწრებდა ისე მალე გადაგვარდებოდა სამყარო, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი…

Rating

თუ მსოფლიო წყობის შეცვლა, სკოლების გაუქმება, რობოტების და ბოლოს დაჩიპულ დაზომბირებული ხალხის ეპოქა უნდა გავიარო, ღმერთს ვთხოვ სწორი გზა მიჩვენოს...

ამ ქაოსში ადვილია დაიბნე ან უბ
რალოდ ხმა ჩაგაწყვეტინონ ... ჩემს თავზე არა, შვილებზე ვდარდობ... ხალხი? უმრავლესობა რა თქმა უნდა იმათ რიგებში ჩაეწერება ვინც ქრისტე ჯვარზე აცვა! სხვა ნახევარი იუდას გზას აირჩევს და 30 ვერცხლს მაინც დაიტოვებს...

Rating

და მხოლოდ ერთეულები შეძლებენ ბოლომდე ბრძოლას... ეს საუკუნეების წინ დაიწერა, როცა წარმოდგენაშიც არ იყო ინტერნეტი და მისი თანმხლები გართულებები ... როცა ჯერ კიდევ კალამს მელანში აწობდნენ ... ან არც ... ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, მისი შემდგომი გაყიდვისგან, რადგან ათეისტმაც კი გულის სიღრმეში იცის ჩვენთან არს ღმერთი!!!" - წერს ხატია...


ბეჭდვა