09 სექტემბერი, 2020
"გინდ კორონა დამემართოს და გინდ შიმშილით ამოგვხდეს სული... " - თიკა ჯამბურია კოლეგებს შეკრებისკენ მოუწოდებს
მომღერალი თიკა ჯამბურია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობის ახალ შეზღუდვებს აპროტესტებს და სოციალურ ქსელში წერს:

"ჯერ ხომ კონცერტები არ იყო და საერთოდ მომღერლები უსაქმურად იჯდნენ სახლში, ახლა ძლივს კონცერტების სეზონი გაიხსნა 3 კონცერტი ბათუმში გაგვიუქმდა და აქ დაგეგმილი კონცერტებიც უქმდება?

და ჩვენ რა ვქნათ მაინტერესებს? აი, მართლა ხელოვნების დარგში ვინც მოღვაწეობს იმათმა რა ქნან?

არასოდეს არავინ ჩვენზე რატომ არ ფიქრობს? ხოდა მართლა ჩვენი სამსახური და შემოსავლის წყარო ეგ არის და მოდი, შევიკრობოთ და მაშინ რაღაცა მოვიფიქროთ...

ერთი "გესჰაუსი" მაქვს და უკვე თებერვლიდან ჩარაზულია და კაცის შვილი არ მყავს სტუმარი და მეორე ჩემი შემოსავალი სიმღერააა და ამასაც კრძალავენ. და გინდ კორონა დამემართოს და გინდ შიმშილით ამოგვხდეს სული" - წერს თიკა.

Rating
ბეჭდვა