21 მაისი, 2013
რატომ დაუთმო ნინო ჩხეიძემ თავისი ბინა ვანო მერაბიშვილის ოჯახს
არ უარვყოფ, რომ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით ყველა აქციაზე, რადგან მჯეროდა, მჯერა და მწამს ამ ძალის და მქონდა ჩემი შეხედულებები. ნინო ჩხეიძის „ფეისბუქის“ ერთ-ერთი სტატუსი ამას წინათ ინტერნეტსივრცეში საჯარო განხილვის საგანი გახდა. ნინო წერდა, რომ თუკი გარკვეული პერიოდის წინ ის „ვიპ“ პერსონა იყო და თბილისის მოდის კვირეულის ყველა ჩვენებაზე ეპატიჟებოდნენ, ახლა მოსაწვევი მხოლოდ დათუნა სულიკაშვილისგან მიიღო. საინტერესო დეტალი ისაა, რომ ნინო თავად იყო თავისი კომპანიებით ერთხელ ამ მოდის კვირეულის სპონსორი და მაშინ, რასაკვირველია, ორგანიზატორებს მისთვის მოსაწვევები
არ დაუშურებიათ. ნინოს გარშემო კიდევ ერთი აჟიოტაჟი მაშინ ატყდა, როცა გაირკვა, რომ ვანო მერაბიშვილი ოჯახით მის ბინაში ცხოვრობს. ამ ყველაფრის შესახებ ნინომ „რეიტინგთან“ გულახდილად ისაუბრა და არც ერთი შეკითხვა უპასუხოდ არ დაუტოვებია.

- ძალიან სახალისო იყო შენი ბოლოდროინდელი სტატუსი მოდის კვირეულთან დაკავშირებით. შენი „ვიაიპობა“ ვეღარ იგრძენი?
- გულით ვიმატებ ყველა მეგობარს სოციალურ ქსელში და მგონია, რომ ყველა ისეთი ადამიანი მყავს „ფეისბუქში“, ვინც ჩემს დეპრესიას, ცუდ თუ კარგ ხასიათს ცუდად არ გამოიტანს სადმე. იმავე დღეს ჩემმა ამ სტატუსმა მოიარა ინტერნეტსივრცე, როგორც ტოპნიუსმა (იღიმის). მე დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. მერე ბევრმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, რატომ დაწერეო, მაგრამ მივიჩნევ, რომ ახლა თამაშის დრო არ არის. მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღე ვიღაც გაუგებარი ადამიანები მეპატიჟებოდნენ მოდის კვირეულებზე, საკუთარ დაბადების დღეებზე. ჩემთვის ადამიანებთან პირადი ურთიერთობისას ვიღაც მთავრობაშია თუ არა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მივიჩნევდი, რომ რადგან მეპატიჟებოდნენ, ჩემთან ურთიერთობა მათთვის საინტერესო იყო. მეგონა, ალალად მეპატი-ჟებოდნენ. აღმოჩნდა, რომ 1-ლი ოქტომბრის მერე, ვისაც მეგობრად მიიჩნევდი, ვინც გეპატიჟებოდა ყველაფერზე, აღარ არის შენი მეგობარი და არსად გიწვევს. შესაბამისად, მოდის კვირეულზეც არავის მივუწვევივარ. არც ერთ ჩვენებაზე არ დამპატიჟეს დათუნა სულიკაშვილის გარდა. ალბათ დრომ აჩვენა ყველაფერი, დათუნას მოუნდა, როგორც მეგობარს, ჩემი დაპატიჟება. პრობლემა კი არ იყო მოდის კვირეულზე მოხვედრა. რომ მნდომოდა, წავიდოდი, უბრალოდ, ძალიან გამიკვირდა. საინტერესო ისიც არის, რომ ადრე რადიო „აფხაზეთის ხმა“ თბილისის მოდის კვირეულის სპონსორი იყო (იღიმება). ყველანაირად გვერდში ვედექით მის ორგანიზატორებს, სულ გვაკავშირებდა მეგობრობა.
- თაკო ჩხეიძე გიგზავნიდა მოსაწვევებს თუ დიზაინერები?
- ვინც იყო ორგანიზატორი, ის მიგზავნიდა, ამიტომაც გამიკვირდა. არა, არც გამიკვირდა, ცოტა მეწყინა. მე ყოველთვის ზუსტად ვიცი, როგორი ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან.
- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ძველ დროს და რაიმე პრივილეგიას მისტირი...
- რა თქმა უნდა, ძველ დროს არ მივტირი. საერთოდ, არ მახასიათებს ასეთი რამ. ჩემზე, როგორც პიროვნებაზე, ნინო ჩხეიძეზე არ აისახება, ვინ არის მთავრობაში. ჩემთვის მთავარია მეგობრობა და ურთიერთობები. არ მაინტერესებს, ვინ სად იქნება. არ მივიჩნევ, რომ რაიმე ცუდისკენ შეიცვალა. ვერავის დავაბრალებ ჩემს უმოქმედობას. მე აქამდეც ვმუშაობდი და ამის შემდეგაც ვიმუშავებ. მთავრობის დამსახურებით არანაირი პრივილეგია არ მქონია, პრივილეგია მქონდა იმიტომ, რომ თავად ვიმუშავე ბევრი. ეს ხალხის დამსახურებაა, რომელმაც დიდი სიყვარული და სითბო დამანახვა. ჩემმა ხალხმა მაგრძნობინა, რომ ერთი სიმღერის შემდეგ მეორე და მესამე უნდა ჩამეწერა. თუ ვიმუშავებ და გავაკეთებ ისეთ სიმღერას, რომელიც ბევრს მოეწონება და რეიტინგული იქნება, აუცილებლად დამიფასდება, დარწმუნებული ვარ. თუ არ გავაკეთებ, ფეხს ფეხზე გადავიდებ და დაველოდები პოლიტიკურ ვითარებას ან ზეციურ მოვლენას, ეს არ იქნება ჩემი მხრიდან ჯანსაღი დამოკიდებულება. ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია ჩემი კარიერის აწყობისას და არც მომავალში გავაკეთებ.
- შოუბიზნესი სულ იყო გაყოფილი ბოლო წლების განმავლობაში „ამისიანად“ და „იმისიანად“...
- მეც ვიყავი მხარდამჭერი და ამას არ უარვყოფ. საერთოდ, მივიჩნევ, რომ პოლიტიკა შოუბიზნესში არ უნდა იჭრებოდეს. ყველას თავისიმოსაზრება აქვს და ყველას შეუძლია, ეს პოზიცია ჯანსაღად გამოხატოს. ეს არ უნდა გადავიდეს აგრესიაში, პათოლოგიასა და ფანატიზმში. დებატებში ჩარევას არასდროს მივიჩნევდი საჭიროდ, რადგან არ მიმაჩნია თავი ისეთ კომპეტენტურ ადამიანად პოლიტიკაში, რომელიც უნდა ერეოდეს ამ სფეროში. მე მაქვს ჩემი პოზიცია, მაგრამ არასდროს გამილანძღავს სხვა. საერთოდ, პოლიტიკა არ მაინტერესებს. ეს რომ ჩემი საქმე იყოს, წავიდოდი პოლიტიკაში და გავაკეთებდი ისეთ გათვლებს, როგორსაც კარიერისთვის ვაკეთებ, პიარის კუთხით და სხვა მიმართულებებით, გამოვიდოდი ინტერვიუებით, მაგრამ ეს არ არის ჩემი. მე არ ვღალატობ ჩემს პოზიციას, მეგობრებს, მენტალობას. არასწორია, როდესაც ამ ყველაფერს ერთმანეთში ურევენ. იყო მომენტები, როდესაც ჩემი კოლეგები ერთმანეთის მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილი, რაც მიუღებლად მიმაჩნია. შენ შეიძლება ერთი მოგწონდეს, მე - მეორე, მაგრამ ერთმანეთის დამოკიდებულებას პატივი უნდა ვცეთ. ერთადერთი, ვისიც არ მესმის, ის ადამიანები არიან, რომლებიც არჩევნების შემდეგ ამბობდნენ, შევცდითო.
არ უარვყოფ, რომ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით ყველა აქციაზე, რადგან მჯეროდა, მჯერა და მწამს ამ ძალის და მქონდა ჩემი შეხედულებები. ჩემ გარშემო იყო მრავალი ადამიანი, რომელთაც ერთ კვირაში შეიცვალეს აზრი, არჩევნების შედეგების მიხედვით შეიცვალეს შეხედულებები. ასეთი ფერისცვალებების არ მჯერა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩაციკლული ვარ კონკრეტულ ძალაზე და ვერ ვხედავ იმას, რაც ხდებოდა და ხდება ცუდი. ყველაზე კრიტიკული იმ ადამიანის მიმართ ვარ, რომელიც მიყვარს. თუ ჩემიანია ადამიანი, მას ყოველთვის მივუთითებ და ვეტყვი, თუკი რაიმეს არასწორად აკეთებს. ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ უნდა გამოხვიდე და იყვირო, შევცდი, შევცდი და ტყუილად ვარიგებდი ხუთიანიან მაისურებსო. მთავარია, ცხოვრება ადეკვატურად აღიქვა. სწორად აღქმა ის არის, რომ მიხვდე, სად არის კარგი მხარე და სად ცუდი. თუ მხოლოდ კარგს ხედავ, არასწორ გზაზე ხარ და პირიქით. მე ორივე მხარეს სწორად აღვიქვამ, ასე მგონია.
- მეგობრები ახსენე და მოდი გვითხარი საბოლოოდ, ვანო მერაბიშვილი თქვენი ოჯახის მეგობარია. როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა?
- ეს არის ის თემა, რომელზეც არ მინდა ვრცლად მოყოლა, რადგან პირადია, როგორ დაიწყო ჩვენი მეგობრობა და როგორ განვითარდა. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ უკვე შვიდი წელია. ვანო და თაკო ჩემი ოჯახის ნაწილები არიან. დამირეკეს გაზეთიდან და მკითხეს, რა ხდებოდა ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეზე, მაგრამ არ მინდოდა ამის მოყოლა. მიყვარს ეს ადამიანები არა პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა მიზეზით, არამედ იმის გამო, რომ ისინი არიან ჩემი ოჯახის წევრები. მივიჩნევ, რომ აქ მეტი საინტერესო არაფერია, რადგან ეს ჩემი პირადი ცხოვრების ნაწილია.
- ის მაინც შეგიძლია გვითხრა, შენი შემოქმედებიდან გამომდინარე გაიცანი ყოფილი შს მინისტრი თუ სამეგობრო წრიდან?
- სიმღერა არაფერ შუაშია, გავიცანი სანაცნობო წრიდან. უნდა იცნობდეთ ამ ადამიანებს, რომ იცოდეთ, რამდენ სითბოსა და სიყვარულს დებენ მეგობრებში.
- მართალია, რომ თქვენს ბინაში ცხოვრობენ?
- სიმართლეა. არჩევნების შემდეგ, როდესაც ვანო და თაკო წყნეთიდან წამოვიდნენ, უნდა ექირავებინათ. მქონდა დაკეტილი ბინა და შევთავაზე, იქ ეცხოვრათ.
- ნინო, როგორ ფიქრობ, შენთან დაკავშირებით სულ რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ინტერნეტსივრცეში, რატომ ჩნდება ამდენი კომენტარი? ესეც იმას უკავშირდება, რომ ვიღაც ფიქრობს, პრივილეგიები გქონდა?
- არასდროს მქონია ამბიცია და გათვლები, რომ გამორჩეული პერსონა ვყოფილიყავი. ზოგადად, მიყვარს ადამიანები და არ მაქვს იმის ამბიცია, რომ „სვეტსკი“ და ხალხისგან გამოყოფილი ვიყო. მგონია, რომ ყველა უნდა მოდუნდეს და ჩვეულებრივად გააგრძელოს ცხოვრება. კარგია, რომ იყო მართალი, პირად ურთიერთობებში ჩადო ბევრი და არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ განსაკუთრებული პერსონა გახდე. არ მესმის საერთოდ, რას ნიშნავს „ვიპ“ პერსონა. მიუწვდომელი, გამორჩეული... ეს არ არის ჩემი მოთხოვნილება. ის მაცოცხლებს, როცა ხალხში გავდივარ, ბაზრობაზე, სამარშრუტო ტაქსიში, სოფელში და ისინი სითბოს მინაწილებენ. ადამიანების დამსახურებაა, რომ სულიერად კარგად ვარ. ძალიან დიდ სიყვარულს ვიღებ და ამ დროს დაცვა რატომ უნდა ავიყვანო?!. ბოდიშს მოვუხდი ყველას, ვისაც ასე ეგონა. ჩემში ეს ვარსკვლავური ცხოვრება არ დევს.
აჟიოტაჟზე მკითხე და ალბათ თემა სჭირდებათ ხოლმე, რაზეც ილაპარაკებენ. სტატუსს რომ დავუბრუნდეთ, დავწერე ის, რაც ადამიანურად ვერ გავიგე, მაგრამ არ მინდოდა, რომ ეს ფართო განხილვის საგანი გამხდარიყო. გარდა ჩემი პირადი „ფეისბუქისა“, მაქვს ჩემი გვერდი, სადაც 20 ათასამდე ადამიანი მყავს.
- ნინო, შენი ბიზნესის საქმეები როგორ მიდის?
- მშვენივრად. ნორმალურად მიდის საქმეები. ვიცი, რასაც ვაკეთებ, ეს საქმე მუსიკას უკავშირდება. თუ ასე მივუდგებით ყველა ჩვენს საქმეს, წინ წავალთ. არ უნდა ვიყოთ დამო-კიდებული პოლიტიკაზე და არ უნდა ვაბრალოთ ერთმანეთს რაღაცები. მე რომ კონცერტზე არ მიმიწვიონ, ეს პოლიტიკური ვითარების კი არა, ჩემი ბრალი იქნება. ე.ი. მე ვერ გავაკეთე ისეთი ჰიტი, რომელსაც ხალხი შეიყვარებდა.
- ამჟამად რაზე მუშაობ?
- რიგით მეცხრე ალბომზე ვმუშაობ. ვფიქრობდი სოლოკონცერტზე, მაგრამ მისი გაკეთების აზრს ვერ ვხედავ. კომერციულად მომგებიანი არ იქნება. არ მინდა უბრალოდ, სახელის ან სტატუსის გამო გავაკეთო სოლოკონცერტი. რისი თქმაც მინდა ჩემი ხალხისთვის, ჩემი ალბომით ვეტყვი. გაიმართება ალბომის პრეზენტაცია, მინდა, ყველამ გაიზიაროს ჩემი ახალი ნამუშევრები, რომლებიც შერეული ჟანრის იქნება. დისკს რომ ჩართავთ, ყველა სიმღერა გეცნობათ და ყველა სიმღერა კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. ამ ალბომის პრეზენტაციის ფარგლებში სხვადასხვა აქციას ვგეგმავ. ალბომი გამოვა ჩემი დაბადების დღისთვის, ანუ 6 ივნისს (იღიმის).

ნინო მურღულია

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
თამარრ
რამდენი ბოროტი ადამიანია ამქვეყნად .რაცუპრო სახელოვანი ხარ უპრო მეტი მტერი გყავს. განსაკუტრებიტ ქარტველებში.რა გინდატ ხალხნო რამ გაგაბოროტათ ?რა ტქვენს დაკრულზე რომ არ მგერის ამიტომ ხარტ გაბოროტებული? პოლიტიკოსებტან ტუ იმეგობრა შიშის ,დაპატივისცემის გამო .რა ტქვენ მის ადგილას იგივეს არ გააკეტებდიტ ? დზალიან მშვენიერი ხმა აქვს და ნაგდ ქარტულ სიმგერებს მგერის.ვისაზ სიმგერები არ მოსზონს ტავიანტ უნიჯო სიმგერები ტვიტონვე იმგერონ და იქნებ ტავი ისახელონ უნიჯობასში შესაშური AGAრაპერი გეგQNებათ. ნინო სიხარულო საზგვარ გარეთ შენს სიმგერებს რომ ვისმენდი ყოველგვარი ნოსტალგია და სატკივარი დამიამდა.წარმატებებს გისურვებ ახლო მომავალსში .კველა გამოჩენილ ადამიანს მტერი ყოველტვის ჰყოლია და არც შენ იქნები გამონაკლისი გიხაროდეს რაც უპრო მეტს გაგაკრიტიგებენ მაგარი ხარ. .
19:04 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯოყოლა
მაგ ჩხეიძეს ისე მოვტყნავდი ჭკუიდან შეიშლებოდა
18:26 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელკა
ნინიკო გენაცვალე მაგარი გოგო ხარ,გული არ გაიტეხო, იმღერე ისე როგორც შენს გულს ემღერება... ძალიან მომწონს შენი სიმრერები და ხმის ტემბრიც რითაც გამოაცოცხლე და გაალამაზე ძველი სიმრერები.ვაჟას ნათქვამი გამახსენდა: ,,ცუდსა რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანიო,,როგორი ლამაზიც ხარ ასეთივე ლამაზი და თბილი სული გაქვს, რომელიც ბოროტეებს და მართლა ,,გოიმებს,, გულზე ხეთქავს ...არ დაყარო ფარხმალი და გააგრძელე შენი საქმე.ძალიან მიყვარხარ და გულში გიხუტებ ლელა ქავთარაძე,,,, _ სწორედაც რომ შეცდომებზე ვიზრდებით მიწიერ ცხოვრებაში, ამ კომენტარის დამდებნი(უარყოფითია ნაგულისხმები) ეტყობა ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზებია და ნინო ჩხეიძის სიმღერების მოსმენით გზა ვეღარ გაუგნიათ ზეცაში...:)
14:17 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ნინიკო სენ და სენი ოჯახი ზუსტად ის დონე ხართ მერაბისვილის ოჯახთან იმეგობროთ ალბატ წუხხარ რომ შენ და შენ ძალათ ბიზნესმენ ქმარს არ გქონდათ ისეთი დიდი გასაქანი, ხალხის წამება ხოცვისა რაც ვანოს ოჯახს ქონდა....თფუ თქვენი მათხოვარი..... უნახავმა რა ნახაო დაბალი დონის მომღერლიდან მაღალი დონის ნაძირალად ჩამოყალიბდი!!
13:50 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინცკა
კარგად გაპიარებული კეკელკა
13:13 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS