03 იანვარი, 2017
"დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე, მისი ბიჭი დაიბადა..." - ყველაზე ცნობილი რაჭველი დღეს დაკრძალეს
რამდენიმე დღის წინ, ქართული ფოლკლორის გულშემატკივრები დათუნიკა სხირტლაძის გარდაცვალების ამბავმა შეძრა. ყველაზე ცნობილი რაჭველი, "ტაში, ბიჭო, გიორგუნას" და ცეკვა "რაჭულის" ავტორი დათუნიკა სხირტლაძე ამბროლაურში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა.

მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა ყველაზე ცნობილი რაჭველი უკანასკნელ გზაზე დღეს, 3 იანვარს გააცილეს. სწორედ დღეს, სხირტლაძეების ოჯახში ახალი სიცოცხლე დაიბადა - ქვეყანას მოევლინა მისი პირველი ვაჟი... ამის შესახებ სოციალურ ქსელში დათუნიკა სხირტლაძის მეგობრები წერენ:

"მთელმა რაჭამ და საქართველომ დაიტირა დათო სხირტლაძე, ის არ მომკვდარა, ასეთი სიკვდილი რჩეულების ხვედრია.
ნათელი შენს სულს ჩვენო დათუნიკა... და სასწაული დათო, ამ დროს შენი შვილი მოევლინა ქვეყანას, უფალმა ბედნიერი გაზარდოს..." - წერს ნანა ჩალიძე. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS